გრძნობები💁

767 61 12
                                    

გათენდა, ავდექი ჩავიცვი და კარადა გამოვაღე, ტანსაცმელი ავარჩიე და ჩავიცვი. გარეთ გავედი, სკამზე დავჯექი შემდეგ კი გოგოებს მივწერე, ისევ მე თუ გამახსენდებიან.
-მარი, მოდი აქ_მეძახის ბებიაჩემი.
-რა არის?_ვეუბნები და თან გოგოებს ვწერ.
-ტელეფონი დადე და მერე გეტყვი_მითხრა მან.
-ხო, ხო_ვთქვი და ტელეფონში ისევ წერა განვაგრძე.
-უბრალოდ დადე, და მომისმინე, საერთოდ რას აკეთებ მანდ ისეთს, რომ ვერ ამოძვერი მაქედან_მითხრა მეც მაც ავხედე.
-რას და...
-არ მაინტერესებს_შემაწყვეტინა მეც მხრები ავიჩეჩე და ტელეფონი დავდე.
-გისმენ.
-იასთან მიდი და ქინძი გამოართვი, ცოტა.
-ქინძი რათ გინდა?
-უნდა ვჭამო_ამბობს ის.
-მივდივარ ხო.
-წადი მიდი, მიდი_ამბობს ის და იცინის-კარგია ხო სოფელში?
-რავი, ქალაქი ჯობია_ვუთხარი მას.
-თავისთავად_თქვა და გაიცინა მეც გავიცინე და იასთან გავედი.
-გამარჯობა ქალბატონო ია_ვეუბნები იას, რომელიც ვედროდან წყალს იღებს და ამ დროს გამოდის ნიკა.
-გამარჯობა მარი_მეუბნება ია. ნიკა მასთან მიდის ეხმარება და წყალი ამოაქვს, ია კი მას უღიმის, რა უცნაური რაღაცაა. ააა გამახსენდა ჭა ქვია ხო სულ მავიწყდება.
-პრივეტ_ვეუბნები ნიკას, ის კი არაფერს მეუბნება. მეც არაფერი ვთქვი და იასთან მივედი.
-ქალბატონო ია ბებიაჩემმა ქინძი  მინდაო.
-ახლავე შვილო, ძალიან გთხოვ უბრალოდ ია, თორე თავი მოხუცი მგონია_მითხრა მან და გაიცინა მეც გამეცინა ამ დროს კი ნიკა შემოვიდა. ია კი გავიდა.
-აბა როგორ ხარ ნიკუშ?
-უბრალოდ ნიკა_ამბობს ის უხეშად და ტელეფონს იღებს, ანუ რა დავუშავე ვერ გავიგე რატო მელაპარაკება ესე რა ეწყინა. ააა ჭა ხო ვედრო უფრო პატარაა, უნდა დავიმახსოვრო ერთი ეს სახელი. ან რა დროს ჭა არის.
-რატომ მეუხეშები?_ვკითხე მას, ტელეფონიდან ამომხედა.
-დაჟე მეკითხები კიდეც?_ამბობს ის.
-ვერ ვხდები რა დაგიშავე?
-იცი არაფერი დაივიწყე_ამბობს ის ამ დროს კი ია მოდის და ქინძს მაძლევს.
-მადლობა_ვამბობ და ფეხზე ვდგები.
-იცი მე მაინც ბებიაშენთან უნდა გავიდე და თუ გინდა იყავით_ამბობს ის პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, ქინძს მართმევს და მიდის.
და აი ჩამოწვა დუმილი, ძალიან უხერხულად ვარ მგონი ჯობია წავიდე.
-იცი ჯობია წავიდე_ვუთხარი მას.
-კარგი...იცი ჯობია ცოტა ხანს კიდევ იყო_თქვა მან და ტელეფონი დადო.
-არა წავალ.
-გეტყვი რატომ ვარ შენზე ნაწყენი_მითხრა მან მე კი დავჯექი.
-იცი არ ვიცი უბრალოდ მაშინ, ბებიაჩემს რომ ელაპარაკებოდი გავიგონე თქვი, რომ სოფლელი ბიჭები არ მოგწონდა, მართლა არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ ძალიან მეწყინა.
-ხო მაგრამ, შენ ხომ მე არ მოგწონვარ არც მე არ_მეც არ მომწონხარ მეთქი უნდა მეთქვა მაგრამ ვერ ვუთხარი, შეიძლება მასაც მოვწონდე და არ მინდა გული ვატკინო.
-კარგი დაივიწყე, თან შეყვარებული მყავს_თქვა მან, ჩემი რეაცია? არაფერი მე ხომ ის არ მომწონს.
-რა ქვია?
-გაგაცნობ თუ გინდა.
-მოიცადე აქ ვინმე არის გოგო?
-აქ არა, მაგრამ არის ვიღაც ქალაქში.
-ქალაქში?
-ხო ქალაქში იქ მაქ ბინა და იმ უბნის ყველაზე ცნობილი გოგოა_თქვა მან, და ჩემს სახეს დააკვირდა.
-ვაუ, ანუ ქალაქელი ხარ?_ცოტა გამიკვირდა, მაგრამ არ შევიტყვე.
-ასე გამოდის_თქვა და ტელეფონი ამოიღო, რა დროსაც ჩაეღიმა ალბათ თავის შეყვას წერს🙄.
-კარგი ჯობია წავიდე_ვთქვი და ავდექი.
-კარგი_თქვა, ისე რომ ტელეფონს არ მოუცილებია თვალი, თვალები გადავტრიალე მან კი კიდევ ერთხელ ჩაიღიმა, იქიდან წამოვედი.
სახლში მივედი და საწოლში ჩავწექი, ნიკაზე ფიქრი დავიწყე, ანუ ქალაქელია და სოფელში ისვენებს,  შეყვარებულიც ყავს, სახლიც აქვს, ნუთუ ის მდიდარია,  მაგრამ არამგონია, რავი მის გვარს გავარკვევ და მამაჩემს ვკითხავ, ან რაში მაინტერესებს მე, ნეტავ როგორი გოგოა მისი შეყვარებული, მე რაში მადარდებს, ფიქრები განვფანტე და დავიძინე.
____
ესეც ახალი თავი შემიფასეთ 🤗
ვიცი პატარაა, მარა სკოლა და ესეც ძლივს დავწერე ბოდიშით 🙍🤷🤦🤗
მაგრამ ცხრილი შემეცვალა და უფრო გავვაქტიურდები😇😇😇
Vote & comment

ქალაქელი გოგონა (დასრულებული)Where stories live. Discover now