ჯინი რაღაც იავნანას ღიღინებდა,მისივე გამოგონილს.ის ნელა არწევდა მწოლიარე ჯონგუკის აკვანს, რომელიც ბოთლიდან წოვდა საკვებს.ომეგამ განწირულად ამოიოხრა როცა საათს შეხედა,უკვე შუაღამეს გადასცდა, თეჰიონი კი ისევ ყვირის გამწარებული
-არა მეგობარო ასე არ გამოვა,გადაწვიტე ისევ სულ შეჭამო და მერე მთელი ღამე არ დაიძინო?-გაიცინა და აკვნის რწევა გააგრძელა
ჯონგუკი ბორგავდა პლედის ქვეშ,Ფეხები თავამდე აჰქონდა და ცდილობდა ნაჭერი მოეშორებინა,კმაყოფილი უჭერდა ბოთლს და სიამოვნებით შეექცეოდა ტკბილ საკვებს,იგი უღიმოდა მშობელს უკბილო პირით.ჯონგუკი წყნარი ბავშვი იყო,უკვე ცდილობდა ცოცვას და სამი კაცის სამყოფ ულუფას ჭამდა.დღითიდღე იზრდებოდა და იშვიათად ტიროდა,მხოლოდ მაშინ როცა შიოდა.
კარგი თუ არცერთი არ აპირებთ ძილს მამას მაინც მიეცით საშუალება დაიძინოს.სოკჯინმა ფრთხილად აკოცა ვაჟის ფუმფულა ლოყას და ჩუმათ გამოიპარა ბავშვების ოთახიდან,რათქმაუნდა იმაზე ფიქრი რომ ჯონგუკი დაიძინებდა, სისულელე იყო მაგრამ მას იმედი მაინც ჰქონდა.
ომეგა მხარით მიეყრდნო კარის ზღურბლს და ნამჯუნს დააკვირდა.
ის ხალიჩაზე იჯდა ხელში აწიკვინებული თეჰიონი ეჭირა და თვითონაც უყვიროდა.როცა სოკჯინმა იმშობიარა მას ეგონა რომ ორი ბავშვი ეყოლებოდა,მაგრამ ნამჯუნი თითქოს აქციაში მოყვა, მეამე ხმაურიან ბავშვად.თეჰიონს კი ამდროს ცოტაღა ეკლდა ისტერიკამდე,ის საწოვარას აგდებდა,უარს ამბობდა ბოთლის მიღებაზე,ყველა სათამაშო ხმაურით მიემართებოდა იატაკისკენ-კიმ თეჰიონ არ გაბედო მამაზე ხმის აწევა!-მკაცრად უთხრა ნამჯუნმა მოულოდნელად მიწყნარებულ შვილს-კარგი ბიჭი-ღიმილით თქვა ნამჯუნმა და სოკჯინის საყვარელი ნაჩხვლეტები გამოაჩინა ამდროს თეჰიონი ისევ ატირდა-ჯანდაბა...თეჰიონაა~მორჩი ტირილს თორემ მამაშენსაც მოუნდება ტირილი-წარმოთქვა ნამჯუნმა და ქვედა ტუჩის გამოწევით განასახიერა მოჩვენებითი ტირილი.
YOU ARE READING
ტყუპები
Fanfictionბიძგი-დაიხრჩვი-ბიძგი-მაგ შენს-ბიძგი-სიყვარულში-ბიძგი . . . ტყუილში გამოჭერილი... გთხოვ იპოვე უცოდველი ,,მე,, . . . . იმედი მაქვს შენ ბედნიერი ხარ,იმიტომ რომ მე სიკვდილი მინდა ფიკი ნათარგმნია.ავტორმა ორიგინალი ჩემთვის უცნობი მიზეზით აიღო,თუმცა მისი მ...