მე ის მიყვარს

1.9K 165 61
                                    

თეჰიონმა არ მისცა თავს უფლება,გადევნებოდა არა მაშინ,როცა მას უყურებდა სატირლად მზად მყოფი სოკჯინი მხარდაჭერის იმედად მყოფი.თეჰიონი მას მოეხვია და გულში ჩაიკრა გამხდარი სხეული.ნამჯუნიც მოეხვია მათ ძვლების ტკაცუნის დონემდე.სოკჯინმა დასამშვიდებლად ჩაი დალია და შეჭამა(სინამდვილეში ჭამა ნამჯუნმა აიძულა)კრემიანი ფუნთუშა,შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა ნამჯუნის დათვურ მკლავებში.

თეჰიონს აღარ სურდა,ყოფილიყო სუსტი.ის სწავლობდა ცრემლების შეკავებას,როცა მზერა უნებლიედ ეცემოდა იდეალურად გასწორებულ საწოლზე მისი საწოლის მოპირდაპირედ.სწავლობდა გაღიმებას,არა გატეხილად და ყალბად არამედ ნამდვილი ღიმილით.სწავლობდა ესუნთქა ჰაერი,რომელშიც აღარაა გარეული ბერგამონტი ან გვირილა.მასთან ერთად სწავლობდა სოკჯინიც იმ შვილის გარეშე ცხოვრებას,რომელიც ზედმეტად სწრაფად გაზრდილიყო ოცდაორი წლის ასაკში.

თეჰიონი ყურადღებით უსმენდა ლექციებს და ყოველდღიურად ხვეწდა თავის უნარებს აბსტრაქციული და სიურეალისტური ნახატების შექმნაში.მას უყვარდა პეიზაჟები და თბილი ყვავილები ადრე,ახლა კი...დაცემული ანგელოზები,დაგლეჯილი ფრთები,გეომეტრიული ფიგურები და სისხლისფრად შეღებილი მზე.ის ხვდებოდა მეგობრებს ლექციების შემდეგ და ზოგჯერ თუ ხასიათზე იყო ერთი-ორი უკბილო ხუმრობაც დასცდებოდა(რატომღაც ყველა იცინოდა)კოლის ერთ ქილას გამოცლიდა და სახლის გზას გაუდგებოდა.მისი ნიშნებიც მხოლოდ ერთს ამბობდნენ ,,ეს ომეგა ბევრს მიაღწევს,,

თეჰიონი სწავლობდა თავისი ალფას გარეშე ცხოვრებას და მას ეს...












არ გამოსდიოდა.

ცა შავი ღრუბლებით დაიფარა,ქარი გაბზარულ ასფალტზე დაასეირნებდა გამხმარ ფოთლებს,ეალერსებოდა ოდნავ აჩეჩილ თმებს და შორს,სადღაც სტრატოსფეროში,მიჰქონდა სიგარეტის კვამლი.ჯონგუკმა ძლიერად მოუჭირა სიგარეტს და მთელი ძალით შეისუნთქა,რათა იქნებ გაგუდულიყო.

ტყუპებიWhere stories live. Discover now