შენ მე ცოდვილს მიწოდებ?

1.9K 153 95
                                    

ოსტატი შეიშალა...

და თეჰიონს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა.მას უყვარდა ხელოვნება და სურდა ეცხოვრა მისით.ცდილობდა განვითარებულიყო სხვადასხვა განხრით. ლიტერატურიდან დაწყებული ნახატებით დამთავრებული(პრიმიტიული ნახატებით,თუმცა თეჰიონი მათში მთელ გულსა და სულს დებდა)მაგრამ მან არ იცოდა კიდევ ერთი განხრის შესახებ,რომელიც ბევრისთვის უცხო იყო-ტკივილი.ტკივილი მასზე...მთელ სხეულზე და სულში საიდანაც ტანჯვა იღვრებოდა ნაკადულებად.ტკივილი დაგლეჯილი თმებისა,ჰემატომების გალაქტიკისა,დაზიანებული კაპილარების თანავარსკვლავედებისა და წითელი ხაზებისა წელის გარშემო.

ჯონგუკი ნამდვილი ოსტატი იყო ამ განხრაში. ნამდვილად მიიღებდა პირველ ადგილს მისი შედევრი-თეჰიონი,ლუვრში რომ გამოეტანათ ექსპონატად.მოეთავსებინათ შუშის სახურავᲘს ქვეშ და ჩამოეკიდათ წარწერა ,,გატეხილი კიმ თეჰიონი.მხატვარი-კიმ ჯონგუკი''

მაგრამ თეჰიონი დუმდა.როგორღაც მოახერხა წამოეყენებინა დასისხლიანებული,გაუპატიურებული სხეული იატაკიდან და ჩაცმაც კი მოახერხა.თუმცა სიარული ვერ შესძლო,მხოლოდ ხოხვა ოთხზე,ისიც კედელს მიყრდნობილი და ერთმანეთზე დაჭერილ კბილებს შორის კვნესით.
აკურატულ ფრჩხილებს შორის ჭუჭყი და სისხლი დაგროვილიყო,თმები მიწებებულიყვნენ ერთმანეთზე წითელი სითხისგან.თეჰიონი სახის ნახევარს ვერ გრძნობდა,შეეძლო მხოლოდ მარილიანი ცრემლები დაეღვარა იატაკზე.

როცა ის ბაბუამ იპოვა პირველი რაც გააკეთა,დაიყვირა.თეჰიონი,რომელსაც მოეგროვებინა მთელი სამყაროს სილამაზე,ვისი სახეც ანათებდა მზესავით, სრულიად დამაბრმავებლად,დაემსხვრიათ.
დალურჯებისგან თვალი თითქმის არ ჩანდა,გატეხილი ტუჩები გალურჯდნენ და თრთოდნენ,დაზიანებული შუბლი ზედ მიმხმარი სისხლით ოდნავ ბრწყინავდა ფანრის შუქზე,ბაბუამ აიყვანა ფრთხილად მისი თავი ჩამოდო თავის მხარზე და წაიყვანა.

ტყუპებიWhere stories live. Discover now