თეჰიონი ნათელი საღებავებით ამკობდა ქალწულივით სუᲤთა ტილოს.მისი თეთრი ლოკნები,ბოლო თვეების მანძილზე საკმაოდ ჩამოზრდილი,ვეღარ ჩერდებოდნენ ბენდენაში და შუბლზე ეშვებოდნენ.
აივნიდან შემოსული ნიავი,მისი ბევრად დიდი მაისურის ქვეშ იპარებოდა და ნაზად ელამუნებოდა თბილ სხეულს.ბიჭმა ვერც კი შენიშნა საქმეში გართულმა,როგორ დაიკბინა რბილი ტუჩები,ზოგან სისხლიც კი წვეთდა.მისი ქათქათა ხელები,გამოკვეთილი ვენებით,ახლა შეღებილი იყო უჩვეული პალიტრით,შედგენილი ყველა შესაძლო ფერისგან
-პატარა მელიავ არ გიფიქრია ფართო პუბლიკისთვის ხატვა?-იკითხა შვილისკენ დახრილმა სოკჯინმა,თეჰიონი მოულოდნელობისგან ისე შეხტა კინაღამ გადადღაბნა ფუნჯით ამდენი ხნის ნაშრომი.
-გამარჯობა მამიკო-ღიმილით მიუბრუნდა ბიჭი და ფუნჯი ყურს უკან მოათავსა.ეს უკვე იმდენად ჰქონდა ჩვევაში Გამჯდარი,რომ ზოგჯერ ავიწყდებოდა მოშორება,ამიტომ შეეძლო ასე ევლო მთელი დღე-ვერც კი შევნიშნე როდის მოხვედი
-იმიტომ,რომ მე ზოგიერთებისგან განსხვავებით წყნარად მოძრაობა შემიძლია-ჩაიცინა მან და ჯონგუკის საწოლის ალაგებას შეუდგა რაც ალფამ არც კი იკადრა
-მამას გულისხმობ?-გაიცინა ომეგამ
სოკჯინმა მხრები აიჩეჩა და გაიღიმა,ეს ძმები ისეთი განსხვავებულები იყვნენ...თეჰიონი აკურატული და სისუფთავის მოყვარული,მაგრამ გონებაგაფანტული.მუდამ თავის გალაქტიკაში დაკარგული.ჯონგუკი კი იმპულსიური ზოგჯერ უხეში,რის გამოც ნამჯუნთან ხშირად ჩხუბი მოსდიოდა.ბინა არცისე დიდი ჰქონდათ ოთხი კაცისთვის,მაგრაბ ვაჟები როგორღაც თავსდებოდნენ ერთად ერთად ოთახში.თეჰიონის ნაწილი ოთახი დალაგებული იყო,ტუმბოზე თავს იწონებდნენ თეთრი ლილიები,თაროებზე აკურატულად იყო მოთავსებული წიგნები,საწოლი კი როგორც ყოველთვის იდეალურად გასწორებული,სრულიად საპირისპირო ჯონგუკის ნაწილისა,მას არც საწოლი ჰქონდა ალაგებული,ნაგავს მუდამ იქ აგდებდა სადაც მოუნდებოდა,იატაკზე კი მოფენილი იყო მისი ტანსაცმელი.
YOU ARE READING
ტყუპები
أدب الهواةბიძგი-დაიხრჩვი-ბიძგი-მაგ შენს-ბიძგი-სიყვარულში-ბიძგი . . . ტყუილში გამოჭერილი... გთხოვ იპოვე უცოდველი ,,მე,, . . . . იმედი მაქვს შენ ბედნიერი ხარ,იმიტომ რომ მე სიკვდილი მინდა ფიკი ნათარგმნია.ავტორმა ორიგინალი ჩემთვის უცნობი მიზეზით აიღო,თუმცა მისი მ...