თეჰიონი იწვა თბილი პლედის ქვეშ და უყურებდა,თუ როგორ იღებება ცა ჰორიზონტზე ყვითელ-ვარდისფერ ფერებში.მისი ხელი აკურატულ მუცელს ეხებოდა პიჟამოს რბილი ნაჭრიდან.და კიდევ... მან,როგორც იქნა,გამოიძინა.მას არ დასიზმრებია ჯონგუკი და არც ჰოსოკი. საერთოდ სიზმარი არ უნახავს.
კარმა ჩუმად გაიჭრიალა,გამოჩნდა ჯერ სოკჯინის თავი,შემდეგ კი გაღიმებული სახე.იგი კარს მიაწვა
შემოვიდა ზურგით,ხელში კი ლანგარი ეჭირა ხილითა და ფაფით.
თეჰიონმა გაიღიმა და წამოჯდა,ზურგით მიეყრდნო საწოლის კიდეს.-დილამშვიდობის შვილიკო-ალერსიანად თქვა სოკჯინმა და ლანგარი მის მუხლებზე ჩამოდო,რის შემდეგაც თავადაც ჩამოჯდა-გამოიძინე?
-დილამშვიდობის-უპასუხა თეჰიონმა,საჭმლისთვის არც კი შეუხედავს-სახლში განსაკუთრებით კარგად მძინავს,მადლობა შენ და მამას-უმცროსმა ომეგამ თავი ჩაღუნა
-ამისთვის მადლობას არ უნდა იხდიდე ძვირფასო-თავი გააქნია ჯინმა და ნაზად მოეფერა შვილის აჩეჩილ თმებს.მას...ებრალებოდა თეჰიონი?-მიირთვი,ვიტამინები ახლა შენთვის აუცილებელია და პატარასთვისაც-მის ტუჩებზე ღიმილი გამოისახა.სოკჯინმა თეჰიონის თავი თავის ხელებში მოიქცია და ცერა თითით ეფერებოდა მის ლოყებს-ჰოსოკზე არ იდარდო ძვირფასო,მას შენ უყვარხარ.
-ვუყვარვარ?-თეჰიონს ხმა აუკანკალდა-ის...ის მე აღარ დამიბრუნდება
-მისი მზერა რომ განახა როცა გიყურებს ხოლმე სულელო-გაიცინა სოკჯინმა-ახლა კი,როცა შვილს ელით,მას შენ ათასჯერ უფრო ეყვარები.
თეჰიონმა ტუჩზე იკბინა,რომ არ ატირებულიყო და თავი შეაბრუნა.მშობელმა ამოიოხრა და გულში ჩაიკრა ძლიერად,როგორც რთულ პერიოდში თეჰიონი იკრავდა მას.მან რომ სიმართლე იცოდეს,ფიქრობდა თეჰიონი,ასე არ ჩაიხუტებდა,როგორც ყველაზე სათუთ განძეულს მსოფლიოში.თავს აარიდებდა,როგორც ავადმყოფ ძაღლს.სახლიდან გააგდებდა და უკან დაბრუნებას აუკრძალავდა.
YOU ARE READING
ტყუპები
Fanfictionბიძგი-დაიხრჩვი-ბიძგი-მაგ შენს-ბიძგი-სიყვარულში-ბიძგი . . . ტყუილში გამოჭერილი... გთხოვ იპოვე უცოდველი ,,მე,, . . . . იმედი მაქვს შენ ბედნიერი ხარ,იმიტომ რომ მე სიკვდილი მინდა ფიკი ნათარგმნია.ავტორმა ორიგინალი ჩემთვის უცნობი მიზეზით აიღო,თუმცა მისი მ...