თეჰიონს ესმოდა,როგორ საუბრობდა სოკჯინი აუცილებლობაზე დაეშორებინათ თეჰიონი ,,მონსტრს,, ,,ურჩხულს,, და უბრალოდ ,,მოთავებულ არამზადას,, დროებით მაინც.ნამჯუნი რაღაცას პასუხობდა სოკჯინი კი ტიროდა,ვერ ეგუებოდა შვილის დუმილსა და გატეხილ სახეს.საბოლოოდ ასეც მოიქცნენ,მათ თეჰიონი ბებიასთან გაამწესეს.
თეჰიონმა მხოლოდ ორი ზურგჩანთა ტანსაცმელი და ორი ჩემოდანი სუფთა მოლბერტი წაიღო თან.ასევე საღებავები,ძველი პალიტრები,ფანქრები,დროისგან შელახული ფუნჯები და პატარა ალბომი.ის რაღაც მხრივ ბედნიერიც კი იყო, მაგრამ შემდეგ <<ჯონგუკი შენთან ერთად მოდის>>და თეჰიონის გულიც ოხრავს გამოუვალობისგან.
მშობლებს სურდად შემოეზღუდათ თეჰიონი, რომ ეხსნათ ფანტომური საფრთხისგან,მათ ის გალიაში გამოკეტეს გასაღებიკი გადააგდეს.ჩაკეტეს იმ ერთადერთ მატერიალურ საფრთხესთან ერთად.მშობლებს შვილის დაცვა უნდოდათ სანაცვლოდ კი უმოწყალოდ მიუგდეს თვით სისატიკეს დასაგლეჯად.არ იცოდნენ.თეჰიონს არ შეეძლო მათი დადანაშაულება
ჯონგუკი ამჯობინებდა დაეიგნორებინა მისი არსებობა.ხანდახან ის უყურებდა დიდხანს,დაუხამხამებლად,იმდენად ცივად,რომ 10 ანტარქტიდას ეყოფოდა და დუმდა.თეჰიონი კი ვერც საპასუხოდ შეხედვას, ვერც ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა,ფეხები იატაკს მიეწებნენ.გულში მტკინვეულად ჩხვლეტდა რაღაც.თეჰიონი თავის თავს მხოლოდ ზიანს აყენებდა, როცა უშედეგოდ ეძებდა რაიმეს მის თვალებში.იქ ის ვერაფერს პოულობდა,მხოლოდ აღმართულ კედლებს ან ოდესღაც არსებული სამყაროს ნამსხვრევებს.თითქოს იქ მცხოვრები აიბარგა და წასვლამდე შამოგლიჯა კედლებიდან ყველაფერი,ავეჯი დაამტვრია,შუშები კი დაამსხვრია.მის თვალებში მხოლოდ ღამის ლამპიონები ირეკლებოდნენ.ის-ჯონგუკის სული-მას მეტჯერ აღარ უნახავს
ბებია შვილიშვილებს სიხარულის შეძახილებითა და თბილი ღიმილით შეეგება,ასევე არანაკლებ თბილი ნამცხვრით რომლისგანაც თეჰიონის მუცელი სალტოს აკეთებდა, სახეზე კი სულელური კვადრატული ღიმილი ესახებოდა.ბაბუა იღიმოდა ბედნიერი,რაღაც მომენტში სიყვარულის გამოხატვის სურვილით ბიჭებს გადაეხვია და რამდენჯერმე დაუტყაპუნა თეჰიონს გამხდარ, ჯონგუკს კი ძლიერ ბეჭებზე,შემდეგ კი დაეხმარა თეჰიონს მისი ნივთების ოთახში ატანაში.
YOU ARE READING
ტყუპები
Fanficბიძგი-დაიხრჩვი-ბიძგი-მაგ შენს-ბიძგი-სიყვარულში-ბიძგი . . . ტყუილში გამოჭერილი... გთხოვ იპოვე უცოდველი ,,მე,, . . . . იმედი მაქვს შენ ბედნიერი ხარ,იმიტომ რომ მე სიკვდილი მინდა ფიკი ნათარგმნია.ავტორმა ორიგინალი ჩემთვის უცნობი მიზეზით აიღო,თუმცა მისი მ...