საკუთრება

2.2K 162 46
                                    

მორიგი დარტყმისგან მტვრის ბუღი ავარდა,ჰაერში Მუქ ღრუბლად მოტრიალე.ჯონგუკი წყვეტილად სუᲜთქვდა და დასარტყამ ტომარას მორიგ დარტყმას აყენებდა.ხელები,სისხლით გაჟღენთილი, ბინტებით შეხვეულნი,ეწვოდნენ.ლურჯი ვენები დაბერილიყვნენ და რელიეფურ ხელებს ქსელივით ეხვეოდნენ.ოფლი ედინებოდა საფეთქებლზე ყელსა და ზურგზე,შემდეგ მას შეიწოვდა თხელი მაისური.

-ქალივით ურტყავ-ჩაიცინა მწვრთნელმა

ჯონგუკმა კბილებს ტკივილამდე მოუჭირა,მთელს სპოტდარბაზში ისმოდა ყრუ დარტყმებისა და ალფას აჩქარებული სუნთქვის ხმა.გული როგორც დამფრთხალი ჩიტი ცდილობდა ცდილობდა საგულედან Გამოძრომას.გონებაში მხოლოდ სიბრაზე იყო.

-ასეთი შედეგებით გინდა მსოფლიო დონის არენაზე გასვლა?სასაცილოა-მწვრთნელის ტუჩებზე დამცინავი ღიმილი გამოისახა

ალფამ უხმოდ დაიღრინა.ხელებს გველივით ეხვეოდნენ სისხლის ხაზები,გაბზარული კანიდან წამოსული.ჯაჭვი რომელზეც დასარტყამი ტომარი იყო ჩამოკიდული,არასასიამოვნოდ აჟღარუნდა.ოფლისა და მტვრის სუნი ღრმად გამჯდარიყო ფილტვებში და საშუალებას არ იძლეოდნენ ჩაესუნთქა.

-უსარგებლო ხარ-დაუყვირა უფროსმა ალფამ

ტომარა ხმაურით მოწყდა და რამდენიმე მეტრის იქით დაეცა, უკვე სრულიად უსარგებლო.ჯონგუკმა ორი დიდი ნაბიჯით გადალახა დაშორება მასსა და მწვრთნელს შორის.საყელოში ჩაავლო უფროს ალფას ხელები,კედელს ააყუდა და იატაკს დააშორა რამდენიმე სანტიმეტრით.უფროსს არ შეშინებია,მშვიდად უყურებდა აგრესიით სავსე თვალებში.ჯონგუკი Აჩქარებულად სუნთქავდა,აკანკალებული და დასისხლიანებული ხელებით ჰყავდა ალფა ცივ ბეტონზე მიყუდებული.

-კარგი ნამუშევარია ჯონგუკ-კმაყოფილმა დაუქნია თავი მწვრთნელმა-მაგრამ შემდეგში,აკონტროლე შენი ემოციები,შენ მე არ მომკლავ,ამაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში მოწინააღმდეგეს შეერკინები...მასზე ვერაფერს ვიტყვი და ვერც შენზე,შენ ხომ არ გინდა დარჩენილი წლების ციხეში გატარება-თავი გვერდით გადახარა მწვრთნელმა

ტყუპებიWhere stories live. Discover now