-მწვავე სუბარაქნოიდული სისხლდენა
თქვა ექიმმა,პარალელურად მაგტნიტო-ტომოგრაფიის სურათს ათვარიელებდა.მან მზერა ნამჯუნზე გადაიტანა,რომელიც იჯდა ხელებში თავჩარგული,იდაყვები კი მუხლებზე დაეყრდნო-სხვა სიტყვებით ჰემატომა თავის ტვინზე.ნუ შეუშინდებით სიტყვა ,,მწვავე-ს,,ეს მხოლოდ იმას ნიშნავს,რომ პრობლემა უმალვე გამოიკვეთა,ზოგჯერ პაციენტის აქ ყოფნის მიზეზი კვირები,თვეები არ ჩანს.
-რამდენად საშიშია ეს?-უემოციო ხმით იკითხა ალფამ
-ასეთი ჰემატომების ფონზე გამოჯანმრთელების შანსი მაინც დიდია,ოთხმოცი.მაგრამ...-ხანშიშესულმა ბეტამ უხერხულად ჩაახველა და ხელები გადააჯვარედინა-თუ სისხლდენა დაიწყება,ეს არაფერ კარგს არ მოგვიტანს
თეჰიონს გული აუჩქარდა.ხმაურიანი ,,დუ-დუმ,, ისმოდა ყველგან,თითქოს გრძნობდა კიდეც ყელის არეში.
-მიუხედავად ყველაფრისა,სანამ ის აქაა,დაკვირვების ქვეშ,არაფერი ემუქრება,სულ მალე შესძლებს სახლში დაბრუნებას,თუმცა მას დასვენება სჭირდება-გააგრძელა ექიმმა-მაგრამ მის სპეციფიკურ კარიერაზე უმჯობესია დაივიწყოს.ახალგაზრდა ალფებს უყვართ თავის საფრთხეში ჩაგდება
-როგორ მოხდა ეს-გადაღლილად წარმოთქვა ნამჯუნმა და ხელები თმაში დამალა
-ჯონგუკი ზედმეტად ,,გაერთო,, სპარინგით-ახსნა კაცმა და ერთად შეაგროვა დოკუმენტები,შემდეგ კი სტეპლერით დაამაგრა-მისმა მწვრთნელმა შეგვატყობინა,რომ ის თავიდანვე საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა.პროვოცირება გაუწია ასევთქვათ...შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგეს.მეტის გაგება ვერ მივახერხეთ მაგრამ რით დასრულდა ყოველივე თავადაც ხედავთ
-ახლა როგორაა-იკითხა სოკჯინმა,რომელსაც უკვე მოესწრო ცხენის დოზის დამამშვიდებლის დალევა.თეჰიონი მამის ხელებს ხელს უჭერდა,ნაზ კანს ეფერებოდა და ამგვარად,თითქოს აგებინებდა,რომ ის იქ იყო,არ მიატოვებდა.
YOU ARE READING
ტყუპები
Fanfictionბიძგი-დაიხრჩვი-ბიძგი-მაგ შენს-ბიძგი-სიყვარულში-ბიძგი . . . ტყუილში გამოჭერილი... გთხოვ იპოვე უცოდველი ,,მე,, . . . . იმედი მაქვს შენ ბედნიერი ხარ,იმიტომ რომ მე სიკვდილი მინდა ფიკი ნათარგმნია.ავტორმა ორიგინალი ჩემთვის უცნობი მიზეზით აიღო,თუმცა მისი მ...