თეჰიონს ჰგონია რომ ფილმის გმირია ... ან სძინავს.
გარშემო ყვავილებია, ბევრი ყვავილი.ზოგი თაიგულად შეკრული.თეთრი და ნაზი ვარდისფერი, არომატულები და გაფურჩქნულები, როგორც ღრუბელი.სტუმრები მშვიდად საუბრობენ ერთმანეთ შორის, სოკჯინი თვალებით შვილს ეძებს, თუმცა წარუმატებლობის შემდეგ უბრუნდება საუბარს ელენთან
თეჰიონი უყურებს ჰოსოკს
ლამაზს, ამაყს, მზიანს, გაღიმებულს, როგორც პირველი შეხვედრისას.თავად ჰოსოკი ძველ მეგობარს ესაუბრება.
მინ იუნგი, მეჯვარე და ამ პაწია ოჯახის მომავალი ადვოკატი.
ჯიმინი განსაკუთრებულად აქტიურად იწყებდა ხოლმე მუცელში მოძრაობას, როცა ეს ოდნავ უჟმური ახალგაზრდა თეჰიონთან ახლოს იდგა.ასეთ მომენტებში თეჰიონი მშვიდად უწყრებოდა შვილს
,, ჯიმინ გეყოს, მტკინვეულია სხვათაშორის ,,ნამჯუნი თეჰიონისკენ დაიხარა და ღიმილით შეუსწორა თეთრი სმოკიგნი.ხელი გადაუსვა აკურატულად დალაგებული თმებიდან ლოყამდე და მთელი თავისი სითბო ჩააქსოვა ამაში.
-ის მოვიდა? -ჩუმად იკითხა თეჰიონმა
-არა-ასევე ჩუმად უპასუხა ნამჯუნმა-არ მოსულა
თეჰიონმა ოდნავ გაიღიმა და თავი დაუქნია.ის მას აღარც ელოდა.შენობაში მენდელსონის მარში გაისმა, რომელმაც აიძულა თეჰიონს ნერვულად ეწვალებინა სმოკინგის მაჯები.
-მგონი დორა არა? მზად ხარ? -მშვიდად ჰკითხა ნამჯუნმა და თეჰიონის ერთი დაუმორჩილებელი კულული ყურს უკან გადაწია.
-მგონია რომ აქვე მოვკვდები, თუმცა კი, მზად ვარ-იღიმის ომეგა და თეთრ ლილიას ისწორებს სმოკინგზე.
-თუ შენ მზად ხარ, მაშინ მეც-მამის ღიმილში მწუხარების ნამცეცებია.
ნამჯუნი ფეხზე მყარად დგება, საკუთარ სამოსსაც ისწორებს და ინვალიდის ეტლს აწვება საკურთხევლისკენ.ის ვერ ხედავს, თუმცა გრძნობს როგორ ნერვიულობს თეჰიონი, როგორ უკანკალებს გამხდარი სხეული და დროდადრო როგორ ეხება ალერსით მუცელს.ამ ჟესტით იგი მშვიდადაა, ეს მას იმედს აძლევს.მეორე ხელს ის ნამჯუნისკენ წევს , ალფაც თავის ხელს უჭერს, ნიშანს აძლევს რომ აქაა, არ დატოვებს.
YOU ARE READING
ტყუპები
Hayran Kurguბიძგი-დაიხრჩვი-ბიძგი-მაგ შენს-ბიძგი-სიყვარულში-ბიძგი . . . ტყუილში გამოჭერილი... გთხოვ იპოვე უცოდველი ,,მე,, . . . . იმედი მაქვს შენ ბედნიერი ხარ,იმიტომ რომ მე სიკვდილი მინდა ფიკი ნათარგმნია.ავტორმა ორიგინალი ჩემთვის უცნობი მიზეზით აიღო,თუმცა მისი მ...