უარყოფა

1.7K 158 94
                                    

ჯონგუკი წავიდა და ეს ერთადერთია,რაც თეჰიონმა ზუსტად იცოდა.

მას შესამჩნევად გაეზარდა მუცელი
ბოლოს და ბოლოს ოთხი თვე გავიდა.თეჰიონს უნივერსიტეტისგან თავისუფალ დროს ნამდვილი ქაოსი ჰქონდა გარშემო.უნდა ეყიდა საწოლი,ტანსაცმელი,სათამაშოები, საწოვარები,საბავშო ბოთლები.სოკჯინი ამაში ეხმარებოდა და სიამოვნებით დაყვებოდა მაღაზიებში.აძლევდა რჩევებს,რომლებსაც თეჰიონი უმალვე იწერდა აკურატულ ბლოკნოტში.მაგალითად რომელი ფირმის საწოვარაა ყველაზე კარგი.

მაგრამ ყველაზე დიდ ძალისხმევას სახელის მოფიქრება ითხოვდა.ათსობით ვარიანტს განიხილავდა გონებაში და გრილი საღამოების დროს ბავშვს ესაუბრებოდა,თან ალერსიანად ეფერებოდა მრგვალ მუცელს.

-ეი რას იტყვი დუონზე?-აზრი ჰკითხა ომეგამ ბავშვს-ყველაზე ძლიერი ალფა იქნები ამ ქვეყნად,მამიკოს დაიცავ მე კი შენ დაგიცავ.

-ჰანიულზე რას ფიქრობ?-იღიმოდა ომეგა და აკრუტუნებულ ფუნთუშას ეფერებოდა,მის გვერდით რომ წამოწოლილიყო-ვფიქრობ შენ ძალიან მოგიხდება ეს სახელი ჩემო ანგელოზო.

-ბინჰზე რა აზრის ხარ?-კვლავ ჰკითხა თეჰიონმა-შენ ხომ ჩემი სამყარო ხარ-ამოიოხრა მან და ხელი გადაუსვა მუცელს.

საბოლოოდ არჩევანი ნაზ ჯიმინზე შეაჩერა და სრულიად კმაყოფილი იყო გადაწყვეტილებით.მშობლები ერთხმად დათანხმდნენ და გულში ჩაიკრეს შვილი.ჯონგუკზე ცდილობდა არ ეფიქრა.არ სურდა შეხებოდა ჯერაც შეუხორცებელ შრამებს,რომლებიც ისედაც ძალიან ბევრი იყო.

თეჰიონს ცუდად ხდიდა ნებისმიერი საჭმელი.დაწყებული სოუზით დამთავრებული ხორცით.გულს ურევდა და ლუკმასაც ვერ ჭამდა მაშინაც კი,როცა ძალიან მშიერი იყო.რთულად გამოსდიოდა ცოტაოდენი ბრინჯის ჭამა,შემდეგ კი მისი მუცელში გაჩერება.სოკჯინს შეეშინდა და სურდა მისი ექიმთან წაყვანა,თუმცა თეჰიონმა დაამშვიდა.
მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ ყველა ომეგას განსხვავებულად გადააქვს ორსულობა,ორგანიზმი ხომ ყველასი სხვადასხვანაირია.
მაგრამ თავადაც არანაკლებ ღელავდა,ღელავდა ჯიმინის გამო.

ტყუპებიWhere stories live. Discover now