~დასასრული~

543 38 19
                                    

ზეინი

უცნაურმა სიცარიელემ გამომაღვიძა. საბანში გახვეულმა ლილიანს შესამოწმებლად გადავხედე და იმ წამსვე გამოვფხიზლდი, როგორც კი მისი ადგილი ცარიელი დავინახე.

ქოხის იატაკზე დაფენილ რბილ ლეიბს ინტერესით მოვავლე თვალი და კუთხეში მიგდებულ ტელეფონს დავწვდი.

შვიდი საათი იყო. გარეთ ჩამოწოლილ ბინდს კი მზე ჯერ კიდევ არ უპირებდა დაფრთხობას.

ლილიანის გაუჩინარებაზე არ მინერვიულია. ვიცოდი სახლში დაბრუნდებოდა დედამისთან ჩხუბის თავის ასარიდებლად.

ძილის ნაზი, მოალერსე ტალღებიდან გამორკვეულმა თვალები მოვისრისე, ქოხის სახურავზე აკრულ მანათობელ ფოსფორისფრად მოკაშკაშე ვარსკვლავებს ავხედე და გავიღიმე.

აქ ჩამოსვლისა და ლილიანთან გატარებული დღეების შემდეგ პირველად ვგრძნობდი თავს იმ უდარდელ ბიჭად, რომელიც თავშესაფარში მხოლოდ იმისთვის წუწუნებდა, რომ პატარა, მოუსვენარი, წაბლისფერ თმიანი გოგო დილით დაძინებას არ აცდიდა.

მანათობელი ვარსვლავების მიღმა გაცოცხლებულ წარსულს სახეზე შერჩენილი ღიმილით შევუყურებდი და ვერ ვიაზრებდი, რომ აქამდე მოსასვლელად ამდენი გამოვიარეთ.

მომღიმარმა ტელეფონი ისევ ხელში მოვიქციე და ლილიანს იმაში დასარწმუნებლად მივწერე, რომ ნამდვილად სახლში გამეპარა.

დაძინება ვეღარ შევძელი. ზედმეტად ბედნიერი ვიყავი იმისთვის, რომ დრო ძილზე დამეკარგა.

ნაადრევად გამოფხიზლებული დავბრუნდი სახლში. სამზარეულოში დარჩენილი კექსი ხელში მოვიქციე და კიბეები მშვიდად ავიარე.

იმის მიუხედავად, რომ ბავშვობის მეოცნებე სიყვარული გრძნობებში საბოლოოდ გამომიტყდა, მაინც უნდა მემოქმედა, რადგან ვიცოდი საჭიროების შემთხვევაში საკუთარ გრძნობებს აუცილებლად დათმობდა ადამის დასაცავად.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now