~მეთოთხმეტე თავი~

469 48 79
                                    

რბილ ლოგინში ჯერ კიდევ მივიწყებული ნეტარებისგან დავიკრუსუნე და გვერდი ვიცვალე.

დახუჭული თვალების მიღმა ვგრძნობდი სიბნელე, როგორ იკარგებოდა ღია ფერებში და ვხვდებოდი დასვენების ყველაზე სათუთი საათები დასასრულს უახლოვდებოდა.

ჩიტების თითქოსდა შეუმჩნეველი, მაგრამ საოცარი მელოდია ღია ფანჯრიდან პირდაპირ ოთახში იღვრებოდა და ზაფხულის ლამაზ პეიზაჟებს ქმნიდა, ჯერ კიდევ დახუჭული თვალების მიღმა.

-ლილ._ნაცნობმა ჩურჩულმა უნებურად ღიმილი მომგვარა და მაიძულა საბოლოოდ დამეხსნა თავი ძილის მძიმე მკლავებისგან.

თვალის მომჭრელ სხივებთან შებრძოლება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სიბნელეს შეჩვეულმა ძლივს გავუსწორე მზერა გარემოს და ფანჯრიდან შემოპარული მზის
სხივის მიღმა ჩაკარგული მომღიმარე სახე დავინახე.

-ისეთი ლამაზი ხარ. _ისე დაიჩურჩულა, თითქოს არ უნდოდა ბუნების საზაფხულო სიმფონია გადაეფარა.

იმით განებივრებული, რომ ყორნისფერ თმიანი მეამბოხე პირველი იყო, ვინც თვალის გახელისას დავინახე ნელა წამოვიწიე და წამიერი კოცნის შემდეგ მოვავლე ოთახს თვალი.

არ შევმცდარვარ. ლოგინის გვერდით გამოღებული ფანჯრიდან შემოსული ზაფხულის ნიავი მის თავზე დაკიდებულ ფარდას ჰაერში ნაზად ალივლივებდა. 

-საოცარი ამინდია._დავიჩურჩულე და ჩემ მეამბოხეს მკერდზე გაბადრული სახით მივეკარი.

-უნდა გამოვიყენოთ ეს დღე.

საკუთარი იდეით მოხიბლულმა ჩაიღიმა და ჩემ დაბინტულ თითებზე თამაში დაიწყო.  მიუხედავად იმისა რომ ჭრილობა თითქმის შეხორცებული მქონდა, მის შემხედვარე მაინც ჯიუტად მაწვებოდა ის შიში, რომელიც ჯერ კიდევ მახსენებდა რამდენად სუსტი ვიყავი.

-იდეა გაქვს? _ წამიერი დუმილის შემდეგ ვიკითხე და ისევ ჩიტების გამაყრუებელ ჭიკჭიკს მივაყურადე.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now