ლილიანი
მთელი ღამე თეთრად გადავაგორე. ჩემი გონება მხოლოდ იმ აზრს მიწებებოდა, რომ ზეინის გარეშე ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.
მთელი ღამე მხოლოდ ის დაბურული კადრები ტრიალებდა ჩემ თვალწინ, რომელიც მეხსიერებაში მაშინ ჩაილექა, უჰაერობისგან თვალდაბინდულმა ძლივს რომ გავარჩიე ძლიერი ხელების პატრონი და მის სახეზე ათამაშებული პანიკური შიში.
არც კი ვიცი რატომ, მაგრამ პირველად გადავათეთრე ღამე იმის შიშით, რომ ამჯერად მე გავხდებოდი ის ვინც წავიდოდა.
-ლილ, გღვიძავს?
ნაცნობი ხმის გაგებისას, უძილობისგან ჩაცვენილი და გამომშრალი თვალები დავაწვრილე, ლოგინზე იდაყვებით წამოვიწიე, სიცოცხლის ამთვლელ წამზომს გაკვირვებულმა ავხედე და წარბ აწეულმა შევაგენე მზერა კარის ზღურბლთან ატუზულ ყორნისფერ თმიანს.
-ჯერ მხოლოდ ხუთი საათია.
შუბლ შეკრულმა დაბალი ხმით წარმოვთქვი და ლოგინზე მოხერხებულად წამოვჯექი.-არ გინდა მზის ამოსვლას ერთად ვუყუროთ? თან პლედი და რამოდენიმე შოკოლადი მაქვს.
მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ზეინს და ხელში პლედი და პატარა ქაღალდის პაკეტი აათამაშა.
-დღეს კვირა არაა. რა მოუვიდა შენ ძილისადმი სიყვარულს?
ღიმილით წამოვდექი და კარადა გამოვაღე. სკოლის ტანსაცმლის ასარჩევად. საკიდზე მოხდენილად მორგებული ქვედაბოლო და პერანგი წამიერად შევუსაბამე ერთმანეთს და უკვე ზეინის მიერ გასწორებულ ლოგინზე მივაფინე.
-მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ გიპასუხია.
ღიმილით მივუბრუნდი ჩემ მეამბოხე მეგობარს და მის წინ ჯერ კიდევ ჩემი ზოლიანი პიჟამათი დავდექი.
YOU ARE READING
family portrait(დასრულებული)
Fanfictionმიტოვებული ადამიანი ყოველთვის დაკარგული და დაბნეულია, მაგრამ ცხოვრება არასდროს გვწირავს. ყოველთვის გვიგზავნის ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჩვენ სიხარულსა და სევდას. ის აუცილებლად გვიჩენს ადამიანს, რომლის მხარზეც ყოველთვის შეგეძლება თავ...