საოცარი რამ აღმოჩნდა ჩემი ცხოვრება. მან ჯერ ძირს დამცა, შემდეგ ახალი საყრდენი გამომიჩინა, მის გარეშე არსებოდა მასწავლა, შემდეგ კი სრულიად ახალ, სიყვარულისა და უსაზღვრო სითბოთი სავსე კალაპოტში ჩამაყენა. თავდავიწყებით შემაყვარა ბიჭი, რომელიც ჩემი ოჯახი რვა წლიდან გახდა და ჩემთან ერთად გაიზიარა თითოეული ტკბილი და მწარე მომენტი.
ამჯერად მის მკლავებში ვიყავი გახვეული, მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს ვშთანთქავდი და გულში, ძალიად ღრმად ვინახავდი იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე კიდევ მომიწევდა მის გარეშე გავმკლავებოდი ამ ხიფათით სავსე გარემოს.
ყორნისფერ თმიანი მეამბოხეს მძიმე გულისცემას ზურგიდან ვგრძნობდი და მასზე აკრული ღიმილით ვაგრძელებდი სამეცნიერო ფანტასტიკის ყურებას.
საღამოს სეანსებსა და დივანზე ჩემ მეამბოხესთან კომფორტულად ჩახუტებას მარტივად მივეჩვიე.
ორი კვირის ერთად გატარების შემდეგ მან არაერთხელ დამიმტკიცა, რომ ჯერ კიდევ ისეთივე ძვირფასი ვიყავი მისთვის, როგორც ადრე.
მიუხედავად იმისა, რომ მის გრძნობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, თითოეულ დღეს ვგრძნობდი, რამდენად ცდილობდა
ჩემ სხეულსა და სულში ის ძველებური სისპეტაკე დაებრუნებინა, რომელიც მამამისმა წამართვა.-ლილ, თვალები გეხუჭება, გინდა დასაძინებლად წაგიყცანო? _ ნაცნობმა ჩურჩულმა უნებურად ღიმილი მომგვარა და მის მკლავებში ისე ჩავცოცდი, თითქოს თბილი, ფუმფულა საბანი ყოფილიყო, რომელიც იმ ყინვისგან დამიცავდა, რომელიც ასე საზარლად ჟღერდა.
-არა, არ მინდა დაძინება._ ჯიუტად ჩავიბუტბუტე და თვალები საბოლოოდ დავხუჭე.
-თითქმის გძინავს ლილ._ მისი ხითხითი ჩემ სმენას მისწვდა და ვიგრძენი მხურვალე სხეულმა, როგორ დაიწყო ჩემი ჩამოშორება.
-არა, არა გთხოვ. ასე მომწონს. _პირვრლად ვგრძნობდი, რომ არ მინდოდა ღამე მის გარეშე გამეტარებინა. მინდოდა მისი თბილი სხეული არასდროს მომშორებოდა და ეს გამაბრუებელი, აღმაფრთოვანებელი გრძნობები ისევ ჩემთან დარჩენილიყო.
YOU ARE READING
family portrait(დასრულებული)
Fanficმიტოვებული ადამიანი ყოველთვის დაკარგული და დაბნეულია, მაგრამ ცხოვრება არასდროს გვწირავს. ყოველთვის გვიგზავნის ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჩვენ სიხარულსა და სევდას. ის აუცილებლად გვიჩენს ადამიანს, რომლის მხარზეც ყოველთვის შეგეძლება თავ...