~ოცდამერვე თავი~

320 30 12
                                    

საბოლოოდ გავტყდი. ძალა დავკარგე და შიშმა ამიტანა. ადამის გამო შემრცხვა. მე მას ვღალატობდი ამ კოცნით. ზურგს ვაქცევდი, როდესაც ვიცოდი მისთვის ერთადერთი ვიყავი.

საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ყურადღება ყორნისფერ თმიან მეამბოხეზე გადავიტანე. დიდი ძალისხმევის შედეგად უხეშად მოვიშორე ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მეყვარებოდა. ვიცოდი ეს მანაც იცოდა, მაგრამ არ შემეძლო ადამისთვის ასე მეტკინა.

-აღარ გაბედ...

სიტყვა ისევ მისმა კოცნამ გამაწყვეტინა ვიგრძენი, როგორ შემიცურა თითები თმაში და ამან ჩემში გამოღვიძებული ეგოისტობით ადამი გადამავიწყა. კოცნაში ავყევი, მაგრამ ისევ მე გავხდი მისი დასრულების მიზეზი.

-ისევ გიყვარვარ.-თვალებ დახუჭულმა ჩაიბუტბუტა და შუბლი შუბლზე მომაგჯინა.
-ზეინ...

-აღარ მიმატოვო გთხოვ. მჭირდები. ის გეგმები მჭირდება, რომელსაც ერთად ვსახავდით. ის ურთიერთობა...-სუნთქვა შეკრული წამით ისევ გამოიწია საკოცნრლად, მაგრამ თავადვე დაიხია უკან.

ვიცოდი რამდენად ანადგურებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემთან სიახლოვის უფლება აღარ ჰქონდა.

-ზეინ, ადამს ვერ ვუღალატებ. მას ვუყვარვარ.

-მეც, მეც ძალიან მიყვარხარ. დამიჯერე, ადამი ახლოსაც ვერ მოვა ჩემ გრძნობებთან. ლილიან გთხოვ დრო მომეცი. ეს ერთი კვირა შენს ქორწილამდე. უბრალოდ ჩემთან იყავი და მე ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ერთი კვირა.

-კარგი.

არც კი ვიცოდი რატო დავთანხმდი უბრალოდ არ შემეძლო უარის თქმა. ზეინს ერთი კვირა მივეცი დრო, მაგრამ ეს დრო არ ყოფილა აზრის შესაცვლელად. მე უბრალოდ მასთან მეტი მოგონება მჭირდებოდა.

-მაგრამ თუ შეცდომას დაუშვებ... ერთ შეცდომასაც კი, საბოლოოდ დამკარგავ. გასაგებია?

-გასაგებია.

მის თანხმობას კიდე ერთი კოცნა მოჰყვა და ამის შემდეგ სახლში დავბრუნდი. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. ან რას ველოდი ამ ერთი კვირისგან, მაგრამ ეს მჭირდებოდა.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now