~ოცდამეერთე თავი~

288 29 11
                                    

გამაყუჩებლებით გაჟღენთილმა გრძნობებისა და ტკივილის გარეშე დავიწყე გამოღვიძება.

ჯერ კიდევ თვალებ დამძიმებული ჯიუტად ვებრძოდი ძილის მშვიდ ტალღებს.

-ლილიან.

ნაცნობმა ხმის ტემბრმა გული კვლავ დამაბრუნა ნაცნობ გრძნობებთან.

ძილბურანში გახვეულმა უფრო ძლიერად დავიწყე გამოღვიძებისთვის ბრძოლა და საბოლოოდ შევძელი პირის გაღება.

-ზეინ...

საკუთარ ხმაში გავლებულმა მუდარამ საცოდავ არსებად მაქცია.

-მაპატიეთ მის გრეი, მაგრამ ადამი.

ჩემში წამიერად ანთებული ახალი იმედი ამჯერად ექიმმა ჩააქრო და საბოლოოდ გამომაფხიზლა.

სირცხვილის მიუხედავად გავახილე თვალები და წაბლისფერ თმიან ექიმს ფრთხილად გავუსწორე მზერა.

-მაპატიეთ, ალბათ იმედები გაგიცრუვეთ, მაგრამ შესამოწმებლად მოვედი.

დარცხვენილმა ჩაიბურბუტა და წამოჯდომაში მომეხმარა.

უსიტყვოდ ვუცდიდი ბატონი ევანსი, როდის მორჩებოდა ჩვეულ პროფესიას და ისევ მარტო დამტოვებდა, მაგრამ ამაოდ.

მისი ხელების მოშორების თანავე კმაყოფილმა ჩაიღიმა და ლოგინის კიდეს მოეყრდნო.

-საფრთხე აღარ გემუქრებათ მის გრეი, უკვე შეგვიძლია გაწერაზე და ბოსტონზე ვილაპარაკოთ.

ღიმილით გამაცნო ახალი ინფორმაცია და სამი დაუსრულებელი კვირის შემდეგ, პირველად გამიჩინა ახალი იმედი.

-სიარულის საშუალება, როდის მომეცემა?

დაინტერესებულმა ვიკითხე და პასუხის მოლოდინში შევიშმუშნე.

აღარ შემეძლო უმოქმედობა. ყელში მოწოლილი იმედგაცრუება, ღალატი და გულისტკივილი გაქცევისკენ მომიწოდებდა. აქ ყოფნა აღარ შემეძლო. მოგონები, რომლებიც ამ ქალაქთან მაკავშირებდა ხელმეორედ მანადგურებდა.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now