~მეექვე თავი~

582 51 41
                                    

პატარა შავი მანქანა უსიტყვო მდუმარებით მიიკვლევდა მისთვის ნაცნობ გზას, რომელიც ჩემ ახალ სახლამდეც მიდიოდა.

ძველი ტყავის სავარძლები მისთვის დამახასიათებელი უცხო სურნელით თითქოს მაბრუებდნენ და გზას პირდაპირ იმ ბიჭისკენ მიკვალავდნენ, რომელსაც ბოლო პირობა ის მივეცი რომ არ შევიყვარებდი.

თითოეული წამი, წუთი თუ საათი იმ ფიქრებში უფრო ღრმად მძირავდა, რომელიც მიმეორებდა რომ სახურავზე ჩადენილი იმ წითელი სახიფათო ხაზის გადაკვეთა იყო, რომელიც სამუდამოდ გაგვყოფდა.

-ლილ წამოდი!

ყორნისფერ თმიანმა მეამბოხემ ხელი ხუთი წლის აჟიტირებული ბავშვივით ჩამავლო და მანქანიდან საშუალო ზომის სახლისკენ ისე გამაქცია თითქოს იქ რაიმე საგანძური ეგულებოდაო.

-დედას ძალიან მოეწონები ლილ, აი ნახავ.
აღტაცებულმა სახლის კარი ხმაურიანად შეაღო და მყუდრო გარემოს თვალი სასწრაფოდ მოავლო.

-დედა!-მოულოდნელად დაიყვირა და მისაღები ოთახისკენ ისე დაიძრა ჩემთვის ხელი არ გაუშვია.

-დედა!-ისევ იმავე აღფრთოვანებით დაიყვირა და მეორე სართულის აივანს მოავლო თვალი, მაგრამ პასუხი არც ახლა დაუბრუნებია ვინმეს.

მიუხედავად იმ აღფრთოვანებისა, რომელსაც ზეინის ხმაში ვგრძნობდი, მაინც ვხვდებოდი რომ ღია კედლებში გამომწყვდეული სიჩუმე მარტოობას მთელი კისი არსებით ასხივებდა.

კარის საკეტი გატკაცუნდა და მოულოდნელმა ხმაურმა ორივე ერთი წერტილისკენ მიგვაბრუნა. უფროსი მალიკი დაშვებული მხრებითა და დამწუხრებული სახით შვილის პირისპირ ისე დადგა, თითქოს უნდოდა მდუმარებითვე გაეთქვა ის რაც მხოლოდ მან იცოდა.

-დედა სად არის?-შესუსტებული ხმითა და უიმედო თვალებით იკითხა ყორნისფერ თმიანმა და ჯიუტად განაგრძო ოთახების თვალიერება.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now