ლილიანი
ყრუ ტკივილებისგან სუნთქვა შეკრულმა თვალები ისევ ძლივს გავახილე და იმ სამყაროს დავუბრუნდი, რომელში ყოფნაც აღარ მინდოდა.
-ლილიან._აღელვებულმა წამოძახილმა წამიერად გამიხსნა გონება და თვალ წინ თითოეულმა კადრმა გამიელვა.
ვიცოდი ცუდად უნდა ვყოფილიყავი მას შემდეგ, რაც ყორნისფერ თმიანმა მეამბოხემ მითხრა. განადგურებული და ტკივილისგან გამოწურული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი.
გაბრუებული სხეულით დაუმსახურებელ სიმშვიდეში ვეფლობოდი.
-დედა ვერაფერს ვგრძნობ. _ჯერ კიდევ ხმა ჩახლეჩილმა ძლივს ამოვილუღლუღე.
ლოგინზე წამოჯდომა ვცადე, მაგრამ დანგრეული სხეული სურვილებს არ დაემორჩილა.
-ადამს დავუძახებ, თავს ცუდად გრძნობ?
აღელვებული დედა ფეხზე სასწრაფოდ წამოდგა და დასახმარებლად გამზადებული კარისკენ დაიძრა.
- ტკივილს ვერ ვგრძნობ დედა. რატომ აღარ მტკივა? თავს ისე რაგომ ვგრძნობ, თითქოს არ მადარდებდეს ის რაც მოხდა?
იმედგაცრუებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ მეგობარსა და სიყვარულს ასე უმტკინვეულოდ ვივიწყებდი.
ნუთუ ასე მიყვარდა, რომ ვერაფერს ვგრძნობდი? ნუთუ ასეთი მარტივი იყო?!
-ბევრი გამაყუჩებელი გაგიკეთეს საყვარელო, არ შეგეშინდეს.
ძლივს გასაგონად მიპასუხა და სახესთან ჩამოყრილი თმა თბილი თითებით შუბლზე გადამიწია.
-მომიყვები რატომ მიხვედი პიტერის საფლავზე?
ხმა ათრთოლებულ, ნაადრევად დაბერებულ დედას თვალი წამით შევავლე და გული მეტკინა, როდესაც მის მზერაში ჩემი დაკარგვის შიში ამოვიკითხე.
YOU ARE READING
family portrait(დასრულებული)
Fanficმიტოვებული ადამიანი ყოველთვის დაკარგული და დაბნეულია, მაგრამ ცხოვრება არასდროს გვწირავს. ყოველთვის გვიგზავნის ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჩვენ სიხარულსა და სევდას. ის აუცილებლად გვიჩენს ადამიანს, რომლის მხარზეც ყოველთვის შეგეძლება თავ...