გრძნობებისა და მოვალეობის საზღვრის ძიებით დაღლილი სახლის სიახლოვეს ბავშვებისგან დაცლილ პარკთან შევჩერდი. ძალა დაკარგული მზის გულზე მარტოდ დარჩენილ გახუნებულ საქანელაზე ჩამოვჯექი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
ფიქრში გატარებული თითოეული წამი უფროდაუფრო დამთრგუნველი და უსიცოცხლო ხდებოდა.
-სახლში წასვლა გადაიფიქრე?-ნაცნობი, მონატრებული ხმის გაგონებამ აღარც კი გამაოცა.
ნელა გავხედე პარკში შემომავალ ყორნისფერ თმიანს და ემოციებისგან დაცლილმა ისევ წინ გზაზე მიმავალ მანქანებს დავუწყე ყურება.
-გამომყევი?_დაღლილმა ვიკითხე და გაყინული ხელები ქურთუკის სახელოებში შეძლებისდაგვარად დავმალე.
-არა, მაკლერთან მორიგი სახლის სანახავად მივდიოდი.
მანაც ისეთივე დაუძლურებული ხმით მიპასუხა და კალთაზე დაწყობილ მოსაწვევებს ისევ თვალი შეავლო.
-თქვენი ქორწილი...-წუთით გაჩუმდა, ხმა ჩაიწმინდა, სიცივეში დარჩენილი თბილი სხეულიდან ორთქლი გამოუშვა და ისევ განაგრძო. -გავიგე ადგილობრივ კომპანიაში დაიწყე მუშაობა, რომელიც ლანდშაფტის დიზაინთან ერთად დღესასწაულების ორგანიზატორობასაც ითავსებს. შენ...
-ადამს უარი ვუთხარი ქორწილის ორგანიზებაზე. -საუბარი მაშინვე გავაწყვეტინე, როდესაც მისი უხეირო მცდელობის აზრს მივხვდი.
-მადლობა.-დანანებით ჩაილაპარაკა და მანაც გზაზე მიმავალ ადამიანებს გახედა.
ჩვენ შორის არსებული დაძაბულობა სხეულს მიძაბავდა და მაცახცახებდა.
-ანუ მამაშენის დაბადების დღეს იქნება ქორწილი.-გზაზე მიყინული მზერით წარმოთქვა და სიცივისგან გაწითლებული თითები მოიფშვნიტა.
-რისი თქმა შემიძლია, ერთმანეთს გავხართ. ისიც მთელი მონდომებით ცდილობს მტკივნეული მოგონებები კარგით ჩამინაცვლოს. -ზედმეტი ფიქრის გარეშე გამოვეპასუხე და მას გავხედე.
YOU ARE READING
family portrait(დასრულებული)
Fanficმიტოვებული ადამიანი ყოველთვის დაკარგული და დაბნეულია, მაგრამ ცხოვრება არასდროს გვწირავს. ყოველთვის გვიგზავნის ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჩვენ სიხარულსა და სევდას. ის აუცილებლად გვიჩენს ადამიანს, რომლის მხარზეც ყოველთვის შეგეძლება თავ...