~მეათე თავი~

533 47 43
                                    

-მეგობრებო, დღევანდელი წვეულება ლილიან გრეის ეძღვნება.

ხმამაღლა წამოიძახა ზეინმა და კმაყოფილი ღიმილით ყორნისფერი თმა უკან ისე გადაიწია ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.

მის განცხადებას საპასუხოდ სასმლით აყროლებული ხალხის შეძახილები მოჰყვა, შემდეგ კი ისევ მუსიკამ შთანთქა თითოეული მათგანი.

-მე...-არც კი ვიცოდი რის თქმას ვაპირებდი ჩემი დაკარგული მეამბოხესთვის, მაგრამ ეს აღარც დააინტერესებდა მას შემდეგ, რაც ქერა ლამაზმანმა მობეზრებული მზერით მიიზიდა ზეინი და ისევ ურცხვად შეეხო ტუჩებს, რომელიც რომ არა ჯეფრი აუცილებლად ჩემი იქნებოდა.

ჩვენ შორის არსებული ბზარისა და ორ წლიანი მარტოობის მიუხედავად, ვერ გავძელი მეყურებინა კაცისთვის, რომლსაც შანსი ვერ მივეცი.

საკუთარ გონებაში გამოკეტილი, ნელა გავუყევი თავგზა არეული ხალხის ბრბოს და ყველაზე წნარი ადგილი, ლიქიორით სავსე ჭიქით ხელში დავიკავე.

უსიტყვოდ ვცდილობდი ყურადღება მედევნებინა იმ წვეულებისთვის, რომელზე ყოფნასაც მხოლოდ ზეინის თხოვნით დავთანხმდი, მაგრამ უფროდაუფრო რთული ხდებოდა გამეძლო სასმელზე მოთამაშე მოხითხითე ჯგუფისა და ერთმანეთზე აკრული მთვრალი ხალხის ყურება.

-შენ ის ლილიანი ხარ, მალიკმა დიდი პატივით რომ გამოაცხადა ასე არ არის?

ჩემ წინ აღმართულმა მაღალმა ქერამ ყურადღება მასზე გადამატანინა და ისე გამეკრიჭა რამის მისი თითოეული კბილის დანახვა შევძელი.

-კი, მე ვარ.-მობეზრებულმა ვალდებულების მოხდის მიზნით ვუპასუხე და თვალით ისევ ზეინის ძებნა დავიწყე.

-ეს წვეულება შენთვისაა.  იცი რომ არ შეიძლება ასე მოსაწყენად ერთ ადგილზე დგომა მაშინ, როდესაც შეგიძლია ჩემთან ერთად საცეკვაო მოედანს შეუერთდე?

-არ ვცეკვავ მაპატიე.-მოფლირტავე მთვრალი თანატოლის მოშორება ზრდილობიანად ვცადე, მაგრამ ის მარტივად დანებებას არ აპირებდა.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now