დრო მალე გადის. ზოგჯერ ის რაც დასასრული გვგონია, ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელიც ისეთივე განსხვავებული და იდუმალებით გამოირჩევა, წამით დაგაეჭვებს მის რეალობაში.
მტანჯველი ფიქრები თავიდან არ მშორდებოდა. იმის შიში რომ მალე ისევ მარტო დავრჩებოდი გულს მიგლეჯდა. ჩემ ყორნისფერ თმიან მეამბოხეს ისე მივეჩვიე მისგან რამდენიმე ნაბიჯით შორს ყოფნაც კი მაფორიაქებდა.
ვერ წარმომედგინა, რომ რამდენიმე თვეში ის წავიდოდა, მე კი აქ კიდევ ორი წელი მომიწევდა მარტო ყოფნა.შადრევანის კიდესთან ჩუმად მივაბიჯებდი და ყველაფერს ვაკეთებდი ჩემ გვერდით მოსიარულე ბიჭისთვის არ გამეხედა, ჩემი დუმილით შეწუხებულ ზეინს, სიჩუმე საბოლოოდ მობეზრდა და ისეთი თვალებით გამომხედა, თითქოს ჩემი სიჩუმის გაგების მიზეზის ამოცნობა შეეძლო.
-რა გჭირს?
მოურიდებლად იკითხა, ხელები მაჯებში ჩამავლო და მისკენ შემაბრუნა.-უბრალოდ ვფიქრობდი. ჩვენზე...
ჩემმა საცოდავმა ხმის ტემბრმა ყორნისფერ თმიანი მეამბოზეც დაასევდიანა და დადუმებულმა ცოტახნით თავი ჩახარა.
-მაინც რას ფიქრობდი?
-იმას რომ მალე აქედან წახვალ, მე კი ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს. ორი წელი ვეღარ ვნახავ, ვერავის დაველაპარაკები და ისევ იმ მარტოობაში გავატარებ მთელ ამ დროს.ზეინმა, ჩემი მოსმენისას თავი უკმაყოფილოდ გააქნია. ვიცოდი არ მოსწონდა ის რომ ამაზე ვფიქრობდი. ეს არც მე მომწონდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რეალობა, რომლისგანაც თავიდან აცილება გვინდოდა იმაზე ახლოს იყო, ვიდრე წარმოვიდგენდით.
-ლილ გპირდები როდესაც დედაჩემი დაბრუნდება...
სიტყვის დასრულება არ ვაცადე ის ისევ ფიქრობდა რომ ეს ტყუილი სიმართლედ იქცეოდა? ვიცოდი დედაჩემი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. იძულებული გახდა მივეტოვებინე, მაგრამ არ ველოდი რომ ჩემთან მოვიდოდა და ძველი ოჯახური გარემოს დაბრუნებას ეცდებოდა.
YOU ARE READING
family portrait(დასრულებული)
Fanficმიტოვებული ადამიანი ყოველთვის დაკარგული და დაბნეულია, მაგრამ ცხოვრება არასდროს გვწირავს. ყოველთვის გვიგზავნის ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს ჩვენ სიხარულსა და სევდას. ის აუცილებლად გვიჩენს ადამიანს, რომლის მხარზეც ყოველთვის შეგეძლება თავ...