~ოცდამეოთხე თავი~

269 28 5
                                    

ოთახში გამოკეტილი, თავზარდაცემული ვცემდი ბოლთას და მისი დაბრუნების მიზეზს ვეძებდი.

ერთადერთი იყო, რომელმაც მიმატოვა, გამომიყენა და ახლა თითქოს ახალი უბედურებისთვის ისევ ცდილობდა ჩემ ცხოვრებაში შემოპარვას.

გამაყრუებელ სიჩუმეში დაკარგული, წამით ტელეფონის მყიფე სიგნალმა შემაშინა.

აღელვებულმა დავხედე ეკრანზე გადაწერილ უცხო ნომერს და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე.

ჩემში არსებული შეგრძნებები გონებას მირევდა. უცხო ნომერს ამოფარებული პიროვნება კი რეკვას განაგრძობდა.

-ლილიან ადამს დააგვიანდება? _დედის ძახილი სადღაც შორიდან მომესმა, მაგრამ პასუხის გაცემა ვერ შევძელი. ერთ დღეში განვითარებულმა მოვლენებმა თითქოს ჩემ გარშემო მტკიცე კედელი შექმნეს და იმ რეალობას მომწყვიტეს, რომლის შექმნასაც მთელი გულით ვცდილობდი.

-ლილიან კარგად ხარ? ტელეფონი გირეკავს. _ კარზე კაკუნმა და დედის მოახლოებულმა ხმამ გამომაფხიზლა. გონება დახშულმა ზედმეტი ფიქრის გარეშე ავიღე ტელეფონი და უცნობის ზარს ბოლო წუთს ვუპასუხე.

-ლილიან გრეი? ადამის თანამშრომელი, ფრენსისი ვარ.

მიღებულმა ინფორმაციამ ერთიანად დამამშვიდა და ამაღელვა. მიზეზს ვერ ვპოულობდი, რის გამოც უცნობ ექიმს ჩემთან საუბარი მოუნდებოდა.

-რამე მოხდა?_დაძაბულმა საკუთარი ხმა სადღაც შორიდან მივიღე და ტელეფონს თითები ძლიერად მოვუჭირე.

-რაღაც არის, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ.

-ადამს რამე მოუვიდა?_გაუაზრებლად წამოვიყვირე.

-ადამი ცვლის დამთავრებისას
ამოუცნობმა პიროვნებამ ცემა, მაგრამ არ ინერვიულო. მაშინვე მივხედეთ. ახლა ჩვეულებრივ მსუბუქ შემოწმებას გადის და მალე...

-მის სანახავად მოვალ._უცნობ ექიმს საუბარი უხეშად გავაწყვეტინე და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი.

family portrait(დასრულებული)Where stories live. Discover now