🎋12

112 16 3
                                    

Chanyeol pov.

მისა მოვიდა თუ არა  მეც და მინაც  დაბლა ჩავედით.

მე:მისა სად იყავი?  თან ჩემს გაუფრთხილებლად?!_მკაცრი ტონით ვუთხარი მისას რომელიც იქვე,  კედელზე  ბეჭით მიყრდნობილიყო.

მს:მე? მე სად ვიყავი?_გულიანად გადაიხარხარა და კედელს მოცილდა, ჩემთან მოვიდა და  კისერზე ჩამომეკიდა.

მე:სად ჯანდაბაში იყავი?  მთვრალი რატომ ხარ?!_ხელები მოვხვიე   რომ არ დაცემულიყო.
მნ:მისა კარგად ხარ?
მს: შენ არავინ გკითხავს პატარა კახპავ_ გადაიხარხარა   და მინას ხელი ბეჭზე ოდნავ მიარტყა.
მე:მასთან ნორმალურად ისაუბრე!_ხელი ვუშვი და  დივანზე დავაგდე.
მს:ჩანიოლ ასეთი სერიოზული რატომ ხარ? შენ რა მას იცავ?_დამცინავად წარმოთქვა და  მეც და მინაც  აგვათვალიერა.

მე:მინა ოთახში ადი და დაიძინე გვიანია მას მე მივხედავ!
მნ:დარწმუნებული ხარ  რომ მარტო არ გაგიჭირდება?
მე: კი პირველი არაა არ ინერვიულო!
მნ:კარგი თუ დაგჭირდე დამიძახე.
მე: აუცილებლად.

მინა გაგვეცალა და  ოთახში აირბინა მე კი მისას წინ დავდექი და გადავწყვიტე რომ მკაცრად  დავლაპარაკებოდი.

მე:მისა სად იყავი ჩემს გაუფრთხილებლად?  რატომ ხარ ასე მთვრალი?  ან ასე გვაინ რატომ დაბრუნდი?
მს:ჰეი საყვარელო  ასეთი სერიოზული ნუ ხარ, დღეს ხომ საოცარი დღეა_სიმღერით წარმოთქვა და ხელები ჰაერში აიქნია.
მე: სიმღერის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ შენი შემყურე.
მს:ასე არ შეიძლება ცოტა გახალისდი!
მე:მოდი დავშორდეთ!_ზედმეტი საუბრის გარეშე... პირდაპირ მივახალე.
მს:რა? რა?_გამომეტყველება შეეცვალა და ფეხზე წამოდგა.
მე:ყველაფერი გადავხარშე,  გავიაზრე და მივხვდი რომ აღარ მიყვარხარ ამიტომ სანამ  ეს ნიშნობა ოფიციალური გახდება ერთმანეთს დავშორდეთ_ბეჭედი თითიდან მოვიხსენი და ხელზე დავუდე.
მს:ეს რას ნიშნავს  ჩანიოლ?  რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!
მე:კიდევ ვერ გაიგე?არ მინდა ჩემი ცოლი გახდე ესაა და ეს აღარ მიყვარხარ,  სხვა მიყვარს, ჩემი სახლიდან დღესვე წახვალ!
მს: ჯანდაბა არა!არა! არა!არა!_თავზე ხელები მიიჭირა და ისტერიულად დაიწყო ყვირილი_ჯანდაბა ჩანიოლ ეს არ უნდა მოხდეს_ღრმად სუნთქავდა თვალები კი  სიბრაზისგან უელავდა_ ჩემი ქონება, ჩემი ფული,  ჯანდაბა ყველაფერი დავკარგე!
მე: რა? ახლა რა თქვი?_გულის სიღრმეში მაინც დიდი ტკივილი ვიგრძენი მისი სიტყვების გამო_ რა? შენი ფული და ქონება? გამოდის შენთვის მთავარი ფული და ქონება იყო და მე არა?!  ჯანდაბა მისა,   ასეთი თვალთმაქცობა როგორ შეგიძლია!  ყოველთვის მიყვარდი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფიგურას  წარმოადგენდი, მე კი შენს თვალში მხოლოდ  ფულს და ქონებას წარმოვადგენდი!  არასდროს არაფერს ვნიშნავდი შენთვის!
მს:კი კი ასე იყო, შენგან მხოლოდ ფული მინდოდა ნიშნობასაც ამიტომ  ვაჩქარებდი რომ გეგმა არ გამოაშკარავებულიყო მაგრამ რაღა აზრი აქვს, ხოდა პირდაპირ გეუბნები არაფერში მჭირდებოდი გარდა შენი  ქონებისა.
მე:ახლა გასაგებია რა გულისამრევი საშინელი არსებაც ხარ, თვალით არ დამენახო,  შენი დანახვაც არ  მინდა_სიმწრისგან მთელი  ხმით დავიყვირე და  მაგიდაზე მდგარი ლარნაკი კედელზე შევაფშვენი.

My girl/pcy. ( completed)Where stories live. Discover now