Flashback.
Autor pov.
სახლის კარზე ნაზი კაკუნის ხმა გაისმა, გოგონამაც წიგნი მაგიდაზე გადადო და სირბილით კარის გასაღებას გაიქცა. კარი გააღო, წინ პატარა , მომღიმარი ბიჭი წარმოუდგა.
მნ:დილამშვიდობის დამბო_ბედნიერი სახით შეხედა და ბიჭს გადაეხვია.
ჩნ: ხომ გთხოვე რომ ჩემთვის დამბო არ დაგეძახა_ ხმაში იმედგაცრუება ეტყობოდა ბიჭს თუმცა გოგონას მაინც გადაეხვია.
მნ: კი მაგრამ რატომ, დამბოსავით ყურები გაქვს_ თქვა და გულიანად გაიცინა.
ჩნ: ნუ დამცინი უბრალოდ დიდი ყურები მაქვს და მეტი არაფერი_ სახლში შევიდა და დივანზე წამოჯდა.
მნ: ამაზე ნუ ფიქრობ, მე ისინი ძალიან მომწონს, ვფიქრობ შენ ამ ყურებით იდეალური ხარ .
ჩნ: მართლა?_ ბიჭს თვალები გაუბრწყინდა და ბედნიერი სახით შესძახა.
მნ: ხო მართლა აბა ხომ არ მოგატყუებდი, შენ ჩემი დამბო ხარ! არავის მისცე უფლება რომ ეს დაგიძახოს, გასაგებია?!_გოგონამ წარბი აუწია და მთელი სერიოზულობით უთხრა.
ჩნ: გასაგებია_ ჩაიღიმა და აწითლებული ლოყების დასამალად თავი ჩახარა.
მნ: ძალიანაც კარგი!
ჩნ: გამახსენდა...შენთვის მინდოდა მეკითხა სათევზაოდ ხომ არ წავსულიყავით.
მნ: ხომ იცი რომ თევზაობა არ მიყვარს.
ჩნ: კი მაგრამ მარტო წასვლა არ მინდა, შენც წამოდი გთხოვ!
მნ: კარგი ხომ წამოვალ, არ მინდა რომ გაწყენინო.
ჩნ: რა კარგი მეგობარი ხარ.
გოგონამ ჩაიცინა და დედას გახედა რომელიც სამზარეულოდან ფორთოხლის წვენით ბრუნდებოდა.დდ: დღეს რას გეგმავთ ბავშვებო?_ ჭიქები მაგიდაზე დადგა და ბავშვების შუაში ჩაჯდა.
ჩნ:მინდა რომ მე და მინა ველოსიპედებით წავიდეთ და ვითევზაოთ, სახლში მოვიწყინე.
მნ: ხომ მეც მინდა გავლა.
დდ: დიდი გეგმები გქონიათ_ ფართო ღიმილით უთხრა ბავშვებს და ორივენი გულში ძლიერად ჩაიხუტა_ კარგი ბავშვებო წასვლა შეგიძლიათ უბარლოდ გვიანობამდე არ გაჩერდეთ დღემ მოიკლო და ადვილად ღამდება, ცხრა წლის ბავშვებითვის კი ღამე გვიან სიარული არ შეიძლება, რამე შეგაშინებთ.
მნ:მადლობა დედიკო_ მინამ დედას ლოყაზე ნაზად აკოცა, მერე კი ჩანიოლს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა.
ჩნ: საღამომდე...
YOU ARE READING
My girl/pcy. ( completed)
Fanfictionროდესაც ჩანიოლის სახლში სრულიად უცხო ადამიანი იწყებს ცხოვრებას ყველაფერი სხვანაირდება, მისი ცხოვრება იცლება და თავდაყირა დგება, მაგრამ უცნობის დახმარებით მან იპოვა ის რეალური სიყვარული რომელთან ცხოვრებასაც სამუდამოდ გააგრძელებს