*რამდენიმე თვის შემდეგ*
"დღეს შაბათია 27 ნოემბერი, მზიანი ამინდია, პიკნიკისთვის შესაფერისი დღეა, ამიტომ გზები გადატვირთული იქნება, გირჩევთ ფრხილად იაროთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ"_რეპორტიორმა გააჟღერა თუ არა თავისი ტექსტი ჩანიოლმაც მაშინვე გამორთო ტელევიზორი და პულტი იქვე დივანზე მოიასროლა.
ჩნ:დღეს ძალიან მაგარი და განსაკუთრებული დღეა!
მე:და რა ხდება ასეთი? რითაა განსაკუთრებული?
ჩნ:დღეს ჩემი დაბადების დღეა!
მე:ვააუუუ მაგარია, ესეიგი წვეულებაც იქნება!
ჩნ:არა წვეულება არ მინდა.
მე:რატომ? დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ძალიან მაგარია.
ჩნ:არა მე უბრალოდ მინდა რომ ჩემს სამეგობროსთან ერთად პიკნიკზე წავიდე, სასუსნავები და ტკბილეული წავიღოთ, ვფიქრობ ასე უფრო კარგი იქნება.
მე:ხომ ცუდი არაა!
ჩნ:დღეს რაღაც ხასიათზე არ ხარ, რამე მოხდა?
მე:ჯერ არაფერი მაგრამ ხაისათზე მაინც არ ვარ.
ჩნ:სამაგიეროდ როცა პიკნიკზე წავალთ გამხიარულდები.
მე:არ ვიცი, შეიძლება არც კი დამიბრუნდეს ხასიათი.
ჩნ:კარგი რა?! ასე ნუ საუბრობ მეშინია შენგან მიჩვეული არ ვარ ასეთ საუბარს...
მე:თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო რაც მოხდა!
ჩნ:კარგი რა?! ეს ხომ თვეების წინ იყო, გარდა ამისა შენ დამნაშავე არაფერში ხარ, ამის გაკეთება მე რომ არ მდომოდა შენი ერთი სიტყვა ვერაფერს შეცვლიდა.
მე:ხომ მართალი ხარ...
ჩნ:ხოდა გამხიარულდი, თანაც შენი დახმარება მჭირდება, საყიდლებზე ვართ წასასვლელი რომ პიკნიკისთვის მოვემზადოთ. ჩქარა ჩაიცვი და წავიდეთ.*ერთი დღით ადრე*
ოთახში ფანჯარაზე ვიყავი შემომჯდარი, მუხლებზე პატარა რვეული მედო, თითებით კი საწერი კალამი მეჭირა და ფანჯარაში ვიყურებოდი. ვფიქრობდი როგორ დამეწერა წერილი რომელიც ჩანიოლისთვის მის დაბადების დღეზე უნდა მიმეცა. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და თავში ათასი აზრი მომდიოდა როგორ დამეწყო პატარა თუმცა ზედმეტად მნიშვნელოვანი წერილი ჩანიოლისთვის. ყველაფრის მიუხედავად ყველა უვარგისი გამოვიდა, ალბათ იმის ბრალი იყო რომ ძალიან ვაღელავდი რადგან არ ვიცოდი რა მოყვებოდა ყოველივე ამას. საბოლოდ ძლივს რაღაც დავწერე. ოთახიდან ჩუმად გამოვიპარე და ჩანიოლის ოთახისკენ წავედი, წერილის დატოვება ამაღამვე მინდოდა მისთვის თუმცა მისი კარი ჩაკეტილი დამხვდა, სხვაგვარად არ ვიცოდი როგორ მიმეცა რადგან მიჭირდა პირდაპირ გადაცემა, ვიცოდი რომ ამას თუ ჩემი ხელით გადავცემდი ხაფანგში გაბმული ვირთხასავით ვიქნებოდი. მომიწია ჩემს ოთახში დაბრუნება და მეორე დღისთვის ლოდინი.
YOU ARE READING
My girl/pcy. ( completed)
Fanfictionროდესაც ჩანიოლის სახლში სრულიად უცხო ადამიანი იწყებს ცხოვრებას ყველაფერი სხვანაირდება, მისი ცხოვრება იცლება და თავდაყირა დგება, მაგრამ უცნობის დახმარებით მან იპოვა ის რეალური სიყვარული რომელთან ცხოვრებასაც სამუდამოდ გააგრძელებს