author pov.
ბიჭები გაოცებულები უყურებდნენ ჩანიოლს რომელიც სიტყვებს ერთმანეთს სწრაფად აყრიდა და თანც თასმებს გამალებით იკრავდა.
ჯკ:მოიცა ჩანიოლ ვინ იპოვე? რა ხდება?
ჩნ: მე ის ვიპოვე! ჩემი გოგო ვიპოვე ჩემი პატარა მინა!_ემოციები ყელში აწვებოდა, სიტყვევს ძლივს აბამდა თავს. ალბათ და თანაც იმედი მაქვს ყველას გქონიათ ისეთი მომენტო, როცა თავა უზომოდ ბედნიერად გრძნობთ, გულს რომ უხარია და ყველაფერი ლამაზად რომ ჩანს, ბედნიერების იმ დონეზე შეგრძნება, რომ ნორმალურად საუბრის უნარს გიკარგავს. თითქოს ისეთი, მთელი ცხოვრების მანძილზე სუნთქვაშეკრული რომ დადიოდი და ახლა ერთბაშად, ამოისუნთქე. ჩანიოლიც ასე იყო ამ წამს, შესაძლოა უფრო ბედნიერიც, თუმცა ამ ბედნიერების გადმოცემა, არც მე ჩვეულებროივ ავტორს და არც ნებისმიერ ჩემზე უკეთესს არ შეეძლო. ეს იყო რაღაც ახალი, მაგრამ თითქოს ნაცნობი და თანაც, ამოუცნობი, თუმცა უზომოდ ლამაზი. აღფთოვანებული იყო ბიჭი დღევანდელი დღით, სახეზე სულელურ, ბედნიერ ღიმილს ვერ იშორებდა, თვალებიდან კი ვარდისფერი მარგალიტების წვიმას.(ვარდისფერი მარგალიტი ასოცირდება ბედნიერებასთან)
ისეთი მშვენიერი იყო ამ წამს ჩანიოლი რომ თავად სილამაზის ქალღმერთსაც კი შეშურდებოდა.
ჯონგუკი და ჯიმინი, მეგობარს ბედნიერად შესცეროდნენ, მიუხედავას იმისა რომ ჯერ აზრზეც ვერ მოსულიყვნენ რა მოხდა, ჩანიოლს მაინც გამეტებით გულშემატკივრობნენ და ამხნევებნენ რომ მისი პატარა გოგო მალე ენახა.
ჩანიოლიც თავქუდმოგლეჯილი სახლიდან გავარდა, სიჩქარეში ისიც კი დაავიწყდა რომ მანქანით დაეწყო მისი ძებნა. სირბილით გაუყვა დამღლელ გზას, თითქოსდა ზუსტად იცოდა მინას ადგილ სამყოფელი. კარგახანს დარბოდა, თუმცა მოულოდნელად გულზე სევდა შემოაწვა და ადგილზე შედგა. სახეზე გამეფებული ღიმილი, დამდნარი სანთელივით მოეღვენთა. ჩაფიქრდა... წამიერად ჩაფიქრდა და გულში თითქოს სევდა იგრძნო. ალბათ გული დაწყვიტა მინას ასეთმა საქციელმა, მინამ ხომ ზუსტად იცოდა როგორც ტკიოდა მას მისი მეგობრის დაკარგვა, რომელიც თურმე, მთელი ეს დრო მასთან იყო, გაბრაზდა კიდეც მინაზე რომ სიმართლე დაუმალა, პირდაპიდ არ უთხრა სათქმელი და მთელო ეს დრო ტყუილში ამყოფა, ბოლოს კი დამშვოდობების გარეშე გაპარვა სცადა.
გაბრაზდა და გული საშინლად ეტკინა, სქორედ ამის ეშინოდა მინასაც, მან ხომ სწორედ ამის გამო ვერ უთხრა სიმართლე, ეგონა რომ არ დაუჯერებდა და დამბო ზურგს აქცევდა.
YOU ARE READING
My girl/pcy. ( completed)
Fanfictionროდესაც ჩანიოლის სახლში სრულიად უცხო ადამიანი იწყებს ცხოვრებას ყველაფერი სხვანაირდება, მისი ცხოვრება იცლება და თავდაყირა დგება, მაგრამ უცნობის დახმარებით მან იპოვა ის რეალური სიყვარული რომელთან ცხოვრებასაც სამუდამოდ გააგრძელებს