part 1

175 5 6
                                    


თავი1

ოდესმე გიგრძვნიათ თავი გარიყულად?თითქოს უბრალოდ იმიტომ გაჩნდი რომ იმედები გაგიცრუვდეს და ყველამ დაგტოვის,დიახ ყველამ.სწორედ იგივეს გრძნობდა ლეა მორგანი მას შემდეგ რაც მისი მეგობრები ერთმანეთის მიმართ უყურადღებონი გახდნენ.და ვისთან შეეძლი მას ურთიერთობა?დედა ფულის ხამი, მამა კი უბრალოდ წასული.

თვალებს ვახელ და სარკეში ვხედავ დიდ ფუშფუშა თეთრ საპატარძლო კაბას,მაკიაჟიან გოგოს ლამაზი ვარცხნილობით.უკან დედა მოვიდა და მხარზე ხელი დამადო,თვალები დავხარე და ცრემლები შევიკავე.
-ძვირფასო ცრემლები შეიკავე,მაკიაჟი გაგიფუჭდება(დედა)
-დედა გთხოვ არგინდა,ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ მინდა ვისწავლო,არმინდა იმ ადამიანზე გათხოვება(მე)
დედამ თვალები გადმომიყარა და მოსამსახურეებს უთხარა გადითო,ისინიც გავიდნენ.
-ლეა სისულელეებს ნუ ბოდავ,ვინმემ რომ გაიგოს...
დედას სიტყვის დამთავრება არ ვაცადე
-ფეხებზე მკიდია,თუგინდა ახლავე წავალ და ვიტყვი რომ ის ადამიანი ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევს(მე)
-ლეაა ჩუმად!ვერხედავ ჩიხში რომ ვართ?საზიზღარმა მამაშენმა დაგვტოვა ასე მიგვყარა.(დედა)
ეს უკვე პიკი იყო,სიბრაზეს და სიტყვებს ვეღარ ვაკონტროლებდი
-მამაჩემი არ წავიდიდა ბოზი რომარ ყოფილიყავითქო ვუთხარი და მალე სახეში გაშლილი ხელის შემორტყმა ვიგრძენი,ახლა კი თავი ვეღარ შევიკავე და ჩრემლები წამსკდა.
-შენც მამაშენს დაემსგავსე,ჩემზე არცერთს არასდროს გიღელვიათ,ყოველთვის გეკიდეთ ორივეს...(დედა)
სახიდან ხელი მოვიცილე და ცრემლები ისევ შევიკავე
-და შენ დედა?შენ ოდესმე გიფიქრია ჩემზე?დაინტერესებულხარ ოდესმე რამინდა მე?რა მაინტერესებს,მომწონს თუ არა ის რასაც მაკეთებინებ?აქამდე გემორჩილებოდი!მაგრამ ეს უკვე ზედმეტია!სიტყვა დავამთავრე და მერე მივხვდი რამხელა ხმაზეც ვყვიროდი.
-ჯონს ცოლად გაყვები და ამაში ვერ შემეწინააღმდეგები!(დედა)
დედა ოთახიდან გავიდა მე ისევ სარკეში ჩავიხედე მერე ცრემლები მოვიწმინდე და თავდაჯერებული სახე მივიღე,მერე კი საწოლზე დადებულ ჩანთას გავხედე.

ქორწილი უკვე დაწყებული იყო,ბეჭდებიც მზად იყო და სიძეც ელოდებოდა პატარძალს და არა მარტო სიძე ყველას აინტერესებდა ვინ იყო გოგონა რომელიც მილიონერ მამაკაცს მიჰყვებოდა ცოლად,ლეას დედა ჯეინი კი წყნარად კმაყოფილი და გახარებული იჯდა.პატარძალმა დააგვიანა სიძემ კი მოსამსახურეებს უბრძანა რომ ენახათ როგორ იყო.მოსამსახურე ოთახში შევიდა და საქორწინო კაბა საწოლზე დახვდა დადებული გოგო კი არსად ჩანდა,ყველა ფიქრობდა რომ უბრალოდ ნერვიულობდა და რცხვენოდა ამდენ ხალხში გამოჩენა თუმცა მოსამსახურე გიჟივით მოვარდა და თქვა რომ პატარძალი ოთახში არ იყო,ყველა შოკში ჩავარდა განსაკუთრებით ჯეინი,ამ დროს ფეხზე ლუსი ლეას საუკეთესო მეგობარი წამოდგა და თქვა
-ის წავიდა,ვეღარ იპოვით,მას შენ არუყვარდი ჯონ,არ უვარდი. უთხრა სიძეს შემდეგ უილს მის და ლეას საუკეთესო მეგობარს გახედა და უთხრა
-უილ მას შენ უყვარდი....
ყველა ჩუმად იჯდა უილს ხმა არ ამოუღია,მაგრამ არავინ იცოდა რომ მასაც ჰქონდა გრძნობები ლეას მიმართ რომლის თქმაც ვერ გაბედა,ახლა კი მას ვეღარასდროს ნახავდა და ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა,ვინ ჯანდაბაა ადამიანი რომ გაექცეს ბედისწერას?

ახლა უკვე ვიცოდი სადაც მივდიოდი, ჩემი ოცნების სასწავლებელში საიდანაც 2 კვირის წინ მოვიდა წერილი რომ მიმიღეს,მთელი ძალით მივრბოდი რადგან მეშინოდა რომ ვინმე მოვიდოდა და უკან დამაბრუნებდა,მატარებლის ბილეთის ყიდვაში ლუსი დამეხმარა,ახლა წყნარად ვიყავი რადგან ვიცოდი რომ იქ ვერავინ მომაგნებდა,ვერც დედა,ვერც ჯონი და ვერც დანარჩენები,ჩემი ადგილსამყოფელი მხოლოდ ლუსიმ იცოდა ისკი რომც მოეკლათ არაფერს იტყოდა.როგორც იქნა მატარებელში ჩავჯექი და ისიც დაიძრა...

ბედისწერაWhere stories live. Discover now