უცხო კუნძული

418 34 9
                                    

ახლა თვითმფრინავში ავდივარ, რათა ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო. ბიზნეს კლასის განყოფილებისკენ სტიუარდესა გამიძღვა. ადგილი ფანჯარასთან მქონდა. ჩემს გვერდით ქერა ბიჭი იჯდა, ცისფერი თვალებით. მის გვერდითაც ცისფერთვალება ბიჭი იჯდა, ჩემს პირდაპირ ადგილი ჯერ კიდევ ცარიელი იყო, ორი ადგილი კი შავთვალებას და ყავისფერთმიანს ჰქონდათ განაწილებული. აშკარად ოთხივე ერთმანეთს იცნობდა. უკვე ღვედების შეკვრისკენ მოგვიწოდებდნენ, როდესაც ჩემს წინ ადგილი, ქოშინით დაიკავა მაღალმა ბიჭმა, შავ-თეთრი პერანგითა და ვიწრო ჯინსის შარვლით. ღვედები შევიკარით და ვეცადე ყურადღება არ მიმექცია მათი საუბრისთვის. აშკარად ვიღაც მიყურებდა. წინ როცა გავიხედე, მის მწვანე თვალებს შევხვდი. მე მიყურებდა, თუმცა როდესაც შეამჩნია, რომ დავინახე თავი ბიჭებისკენ გაატრიალა და საუბარში ჩაერთო. ახლა კი მე მივაშტერდი დაჟინებით. სამაგიეროს გადახდა მსურდა, მან იგრძნო, ისევ გამომხედა და გამიღიმა. საყვარელი ფოსოები აქვს. მეც გამეღიმა და თავი ფანჯრისკენ გავაბრუნე. ერთ-ერთი სტიუარდესა, ჩემი მეგობარი ებია, მისი წყალობით ვარ ახლა ბიზნეს კლასში და საერთოდ მისი წყალობით შემიძლია ლონდონიდან, კალიფორნიაში გადაფრენა.
- ჰეი ჯო, რამეს ხომ არ დალევ?! — მეკითხება ები და ცდილობს ღიმილი დაფაროს, რადგან ამდენი ბიჭის გარემოცვაში, ხუთ წუთზე დიდხანს არასოდეს გავჩერებულვარ.
— არაფერი მინდა ები,მადლობა. — გავუღიმე. ები ბიჭებს მიუბრუნდა.
— ბიჭებო, რამეს ინებებთ?! — მან თავისი საფირმო ღიმილი აიკრა სახეზე. ბიჭებმა წვენები შეუკვეთეს. უკვე მეც მომინდა. ნეტავ მეთქვა, მაგრამ როცა დაბრუნდება აუცილებლად ვთხოვ, ვაშლის წვენს.
რამდენიმე წუთში ებიც დაბრუნდა ზუსტად ამიტომ ვართ მეგობრები, ყოველთვის იცის როდის რა მინდა. გავიცინე, როდესაც წვენი გამომიწოდა, ბიჭებსაც დაურიგა მათი, თუმცა სახე მაშინ შემეცვალა, როდესაც ფორთოხლის წვენს დავხედე.
— ები სერიოზულად?! — შეწუხებული სახით შევხედე. მიხვდა და გაეცინა.
— მაპატიე, ვაშლის წვენი აღარ იყო. — თავით ჩემ წინ მჯდომზე მიმითითა, რომელსაც ვაშლის წვენი ეჭირა. იდიოტი. ჩვენს წინ მდებარე მაგიდაზე დავდგი ჭიქა, მე კი ფანჯრიდან ღრუბლების ყურება დავიწყე. როგორი ლამაზია, ღრუბლებში დავცურავთ, მზის სხივები კი ლამაზად მიიკვლევენ გზას მათ შორის. იმდენად მომწყურდა, რომ გადავწყვიტე საძულველი წვენი დამელია, თუმცა ჭიქის ასაღებად გაწვდილი ხელი ადგილზე გამიშეშდა, ჩემს წინ ვაშლის წვენი იდო, ხოლო ჩემი მწვანეთვალებას ეჭირა და ტკბილად შეექცეოდა.
— მადლობა . — გავუღიმე და მანაც ღიმილითვე მიპასუხა.
უკვე რამდენიმე საათია ჰაერში ვართ. სტიუარდესები ბოლო ათი წუთია უცნაურად დარბიან წინ და უკან. მოულოდნელად თვითმფრინავი ძალიან შეირხა და მეც შიშმა ამიტანა, თუმცა ვიფიქრე, ტურბულენტურ ზონაში ვართ და მაგიტომაც ხდებათქო. მალევე შეწყდა. აშკარად ასეც იყო. თუმცა მალევე ისევ უფრო ძლიერი ბიძგები ვიგრძენით.
— ყურადღება, მგზავრების საყურადღებოდ. ყველამ შეიკარით უსაფრთხიების ღვედები, ვიმეორებ ყველამ სასწრაფოდ შეიკარით უსაფრთხოების ღვედები!!!— კანკალი ხელს მიშლიდა მითითების შესრულებაში, თუმცა ჩემს გვერდით მჯდომი ქერა დამეხმარა. მალევე სასუნთქი პაკეტები ჩამოცვივდა. უკვე მეშინია, არა ძალიან მეშინია. მწვანეთვალებას გავხედე, რომელიც გაურკვეველი აცეცებდა თვალებს და როდესაც გამომხედა ოდნავ გამიღიმა.
— ჰეი, ყველაფერი კარგად იქნება, ეს მალე შეწყდება. — ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, გამოუვიდოდა კიდეც, რომ არა დამაყეუებელი ხმა. ფანჯრიდან როცა გავიხედე დავინახე, რომ ფრთას ხეცხლი ეკიდებოდა. უკვე პანიკამ ამიტანა, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდბოდა. ჯერ მარცხენა ფრთა მოსწყდა, შემდეგ კი თვითმფრინავის უკანა ნაწილი. მოვასწარით სასუნთქი ნიღბების გაკეთება. მწვანეთვალება და მე ერთმანეთს ვუყურებდით და ცოტა ხანში გონებაც დავკარგე.
ჩემს ყურთასმენას უცნაური ხმები ავსებს. თითქოს ხალხის კივილია თუმცა რაღაც გამაყრუებელი ხმაცაა. უკვე სახეზე ვიღაცის შეხებასაც ვგრძნობ. რა ჯანდაბა ხდება?! თვალებს ნელნელა ვახელ, მიჭირს, თუმცა ძალას ვატან. დამწვრის სუნი რატომ ტრიალებს?
თვალები გავახილე და რაც პირველი დავინახე, ლურჯი ცა იყო, ღრუბლებით ლამაზად იყო შემკობილი. თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ და თავს მარჯვნივ ვაბრუნებ. დანახული ადგილზე მყინავს. გული მიჩქარდება და სუნთქვა მიხშირდება. ყველაფერი ცეცხლის ალშია გახვეული. ვიღაც ხუჭუჭა ბიჭი, სახეზე მეფერება და ცდილობს გონს მომიყვანოს. ვიცანი. ეს ის მწვანეთვალებაა, თვითმფრინავიდან, სახეზე ნაკაწრები აქვს და შუბლიდან სისხლი სდის.
— კარგად ხარ?! — მეკითხება
— კი კარგად ვარ. რა მოხდა?! ან სად ვართ?! — უკვე საკმაოდ შეშინებული ვიყავი.
— ჩვენი თვითმფრინავი, ამ ... ჩამოვარდა და არ ვიცი სად ვართ. რაღაც კუნძულია. — გარშემო მიმოიხედა და ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი შევაგებე. როდესაც წამოდგომა ვცადე, მუცლის ოდნავ მარცხნივ საშინელი ტკივილი ვიგრძენი. წამოვიყვირე, უკენ დავვარდი და ტკივილისგან დავიკლაკნე. ბიჭი ჩემთან სწრაფად დაიხარა და ნატკენზე დამხედა.
— ჯანდაბა, დაჭრილი ხარ. საბედნიეროდ ღრმა ჭრილობა არ არის, აუცილებლად უნდა გავასუფთავოთ და შეგიხვიოთ. — ვიგრძენი, როგორ ამიყვანა ხელში და მოშორებით თვითმფრინავიდან გადმოვარდნილ სავარძელზე დამსვა. გარშემო მიმოვიხედე, ახლა უკეთ ჩანდა სიტუაცია გარშემო.
უცხო კუნძულის სანაპიროზე ვართ, გარშემო ნამსხვრევები, სავარძლები, ჩემოდნები და ფრთის ნაწილებია. მარცხენა მხარეს კი თვითმფრინავის წინა ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვისხედით.

 მწვანეთვალებამ წყალი მომაწოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მწვანეთვალებამ წყალი მომაწოდა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და მაისური ამიწია. რაღაც დიდი ყუთი გახსნა, რომელშიც სამედიცინო ნივთები, სპირტი და ბამბა იდო. ჭრილობა დამიმუშავა და შემიხვია. გამაყუჩებელიც დამალევინა და ფეხზე წამოვდექით. გარემო რამდენიმე ადამიანი დავინახე. ოკეანეში გვამები ეყარა, და წყალზე ტივტივებდნენ. საშინელი სანახაობა იყო.
მოულოდნელად რამდენიმე ადამიანთან ერთად ებიც დავინახე, მათკენ დავიძარით და ჩემს მეგობარს ძლიერად მოვეხვიე. მიხარია, რომ ისიც გადარჩა. შევნიშნე ჩემს გვერდით და წინ მსხდომი ბიჭებიც.
— კარგით. — საუბარი წამოიწყო მწვანეთვალებამ. — ეს ჯართი ჩამოვარდა და გადავრჩით. ოდნავ მოშორებით კიდევ რამდენიმე გადარჩენილია. საკმაოდ ბევრნი ვართ. ადგილი გვჭირდება მოვაწყოთ, სადაც ღამეს გავათენებთ. ის დაჭრილია — ჩემკენ მიუთითა ყველას. — ამიტომ ყურადღება და დასვენება სჭირდება. იქ სამედიცინო ყუთია — ყუთზე მიგვითითა— თვითმფრინავში ვიპოვე. იქ კიდევ არის უამრავი ნივთი ასე რომ ღამით ცეცხლის დანთებასაც შევძლებთ.
— ამ აქ ჩემოდნებიცაა, მათშიც შევძლებთ რაიმეს პოვნაას. — საუბარი წამოვიწყე და ყველას ყურადღება მივიქციე. — საჭმელიც როგორც ვიცი იყო თვითმფრინავში. თანაც ტროპიკულ გარემოში ვართ, აქ იქნება ხილიც და საჭმლის მოპოვებაც შეგვეძლება. — ოდნავ მეტკინა ჭრილობა და მწვანეთვალებას დავეყრდენი.
— წამოდი დაჯექი. — მითხრა და სავარძელზე ჩამომსვა. — უკეთ ხარ?! — მკითხა ცოტა ხანში და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
— ოჰ , კი კარგად ვარ. ოდნავ ამტკივდა, თუმცა გამიარა. — შესამჩნევად გავუღიმე და თვალი გარემოს შევავლე. — იქიდან შენ გამომიყვანე?!
— კი მე გამოგიყვანე. — თავი ოდნავ დახარა და გაიღიმა.
— მადლობა ... — გაეცინა და გადმომხედა.
— ჰარი, ჩემი სახელია ჰარი სტაილსი.
— ჯო, ჯო ფრეი. — გავუღიმე და ისევ გარემოს დავუწყე ცქერა. ჯანდაბა, ჩვენი თვითმფრინავი ჩამოვარდა.


ესეც პირველი თავი. თუ მოგეწონათ, უბრალოდ დაავოუთეთ და ახალ თავსაც მალე დავდებ 🙌

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now