გამოღვიძება

182 19 4
                                    

მთელი ჩემი 22 წლიანი ცხოვრებისა, უამრავჯერ მიგრძვნია თავი დაკარგულად.
როცა 15ის ვიყავი, მამას გარდაცვალების ცნობა მოვიდა ავღანეთიდან. ახლაც თვალწინ მიდგას, განადგურებული დედას სახე. შუა მისაღებში იდგა, გაშეშებული, ხელში ცნობა და მამას გამოსამშვიდობებელი წერილი ეჭირა, რომელსაც ყველა იქ წასული ჯრისკაცი, მისიაზე წასვლის წინ წერს. და აი ჩვენც მივიღეთ ის. დედას სასოწარკვეთილი კივილი ჩამესმის ყურებში. სახის დაკაწვრით, ყვირილით, უარყოფით და უდიდესი ტკივილით განვლო რამდენიმე თვემ. დედამ იმკურნალა და ის დამიბრუნდა. თუმცა, როდესაც 18ის გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე, ისიც დავკარგე. ავტოავარიაში მოხვდა და ორ თვიან, სიკვდილთან ბრძოლაში დედა დამარცხდა და ხელიდან გამომეცალა. ერთადერთი ნუგეში მხოლოდ ებისგან ვიგრძენი. წელიწად ნახევრის წინ კი შეყვარებულიც დავკარგე, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა. ახლა კი ამდენი საშინელების შემდეგ, მეც ვკვდები. ვგრძნობ, რომ ეს დასასრულია. ტკივილი სადღაც გაქრა. აღარც ჰარის ხმა მესმის და ვეღარც ლუის ჩაჭიდებულ ხელს ვგრძნობ. ნუთუ ასე უნდა დასრულებულიყო?! მეგონა საშინელ ავიაკატასტროფას გადავურჩი, თუმცა როგორ ჩანს ეს დასასრულია.
გარშემო მხოლოდ სიბნელეა, არც გვირაბი და არც მის ბოლოს სინათლე არ ჩანს, მხოლოდ სიბნელე. თუმცა ამ სიბნელეში ნათლად დავინახე ვიღაცის ნაცნობი სილუეტი.
— შეუძლებელია. — ამოვიჩურჩულე მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ეს დედა იყო. ის იყო, მისი მონატრებული სახე დავინახე. ახლა სიკვდილისთვისაც კი მზად ვარ.
თეთრი, ლამაზი კაბა ეცვა და ჩემკენ მოიწევდა, მისი გრაციოზული ნაბიჯებით.
ისევ ისეთი ლამაზი იყო. მე კი ისევ გაოცებული და თვალცრემლიანი შევცქეროდი.
— როგორ გაზრდილხარ, ჩემო პატარა გოგონა. — მომიახლოვდა და თითები თმებზე შემახო.
— ძალიან მომენატრე, დედა . — ამოვიტირე და ძლიერად მოვეხვიე. ვგრძნობ, მის შეხებას ვგრძნობ. ის ისეთივე ნამდვილი, როგორც მიწა და წყალი.
— მეც მომენატრე ჩემო ჭირვეულო, ჯოზი. — ღმერთო, როგორ მენატრებოდა ასე, რომ მომმართავდა. ხელებს ძლიერად ვხვევდი, მოულოდნელად მომშორდა და მკაცრად შემომხედა. — აქ არ უნდა იყო ჯოზი.—
— მაგრამ დედა, მე უკვე აქ ვარ. შენს წინ.— ისევ ამოვიტირე.
— არა ძვირფასო, უკან უნდა დაბრუნდე. — ისევ თმაზე მომეფერა და გამიღიმა. როგორ მომნატრებია მისი ღიმილი.
— მაგრამ დედა, აღარ მინდა შენი გაშვება. საშინლად მენატრებოდი დედა. ჯერ მამამ დამტოვა, შემდეგ შენ. უშენობის ტკივილი თითქოსდა დამავიწყებინა ალექსმა და მოულოდნელად ისიც დავკარგე. ახლა კი აქ ვარ, გხედავ, გეხები და გეხუტები და მთხოვ დავბრუნდე?! ვისთვის ან რისთვის?! — უკვე ხმასაც ვეღარ ვაკონტროლებდი. ისიც ახლა შევამჩნიე, რომ სიბნელეს, მხოლოდ დედა ანათებდა.
— ვიცი და მაპატიე ჯოზი. შენ წინ მშვნეიერი ცხოვრება გელის ძვირფასო. ბევრი დაბრკოლება შეგხვდება, თუმცა უნდა გაუმკლავდე, ვალდებული ხარ.
ჯერ შენი დრო არ არის ჯოზი. ასე რომ უნდა დაბრუნდე. — მიმიხუტა და ყურში ჩამჩურჩულა . — გაიღვიძე ჯოზი, გააიღვიძე.— მოულოდნელად დედა გაქრა და მეც ყურში უცხო ხმები ჩამესმა.
— ეს არ უნდა გაგეკეთებინათ. მას რომ
რამე დაემართოს ამ ოკიანეში ჩაგახრჩობთ. — ეს ების ხმა იყო. ყვიროდა და იმუქრებოდა.
— სხვა გამოსავალი არ იყო ები, ეს რომ არ გაგვეკეთებინა სისხლისგან დაიცლებოდა. — ეს კი ნამდვილად ჰარის ხმა იყო, ის დაძაბული იყო და ყვიროდა.
— შეგიძლიათ უბრალოდ გაჩუმდეთ?! ასე მას ვერ დაეხმარებით. — აი ეს კი ნამდვილად ლიამის ხმა იყო, ყველა რატომ ყვირის დღეს?! თვალები ნელნელა გავახილე და გარემოს დავაკვირდი. ეს ნამდვილდ ჩემი კარავი იყო. მთლიანად ლურჯი ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული, რაღაც რბილზე ვიწექი, თხელი პლედი მეფარა და ოდნავ გაბრუებული ვიყავი. ყველა საუბარსა და ყვირილში იყო გართული, ჩემი გაღვიძება არავის შეუმჩნევია.
— ები — ჩემი ხმა იმდენად შეცვლილი და ჩამწყდარი იყო, მე თვითონ ძლივს გავიგონე. აშკარად ისევ ვერ მამჩნევენ. მთელი ძალები მოვიკრიბე და ახლა უფრო ხმამაღლა წარმოვთქვი მეგობრის სახელი. — ები. — სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. უამრავი ადამიანის ყურადღება მივიქციე და ყველა გაოცებული მიყურებდა.
— შენ გაიღვიძე. — ჩემთან მოვარდა ები და მომეხვია. ეს ნამდვილად არაკომფორტული იყო. თუმცა ის ყოველთვის ასეთი თბილი იყო, რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდით. ალბათ იმიტომ, რომ თითქმის არავინ მეხუტებოდა. — ძალიან შემაშინე. — თმებზე მეფერებოდა და მიღიმოდა.
— მაპატიე. — ამოვიჩურჩულე და კარავთან მდგომ ერთადერთ ადამიანს, ჩემს გმირს შევხედე. გამიღიმა და მოგვიახლოვდა. ები ფეხზე წამოდგა და ადგილი ჰარის დაუთმო.
— მე დაგტოვებთ. — ღიმილით გვითხრა და ადგილს წამში მოსწყდა. როგორ არის ასეთი სწრაფი?!
— თავს როგორ გრძნობ?! — მეკითხება ჰარი და ახლა ის იკავებს ების ადგილს.
— გაბრუებული ვარ და ოდნავ სუსტად ვგრძნობ თავს. — ოდნავ წამოვჯექი და ჩემს შეხვეულ ჭრილობას დავხედე. — კარგად გიმუშავია. — ჩავიცინე და სახვევებზე ვანიშნე. მასაც ჩაეცინა.
— ბევრი სისხლი დაკარგე, ამიტომ ბუნებრივია სისუსტე და თავბრუსხვევაც. გაბრუებული კი ლიდოკაინის გამო ხარ. და სავარაუდოდ იმიტომაც, რომ დიდხანს გეძინა. -
— მაინც რამდენ ხანს?! — ჰარიმ თავი ჩახარა.
— ოთხი დღე, ოთხი დღე იყავი უგონოდ. — ჰარიმ ამოიჩურჩულა. ჯანდაბა, ამდენხანს უგონოდ ვიყავი.
— და ჩვენ ისევ აქ ვართ. — დანანებით გავაქნიე თავი და ცრემლებმა თვალები ამიწვეს. ვერ გვიპოვეს.— თითქმის ხუთი დღეა აქ ვართ და ვერავინ გვიპოვა. — ამოვიოხრე და ცრემლები მოვიწმინდე. ჰარიმ ხელი ჩამკიდა და ახლოს მოიწია.
— ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ახლა კარგად ხარ და დამიჯერე, აქედანაც ძალიან მალე გავაღწევთ. — გამიღიმა და ისევ დავინახე მისი ჩაღრმავებები ლოყებზე. ანგელოზს ჰგავს. მართალია ზოგჯერ უხეშია, თუმცა მან გადამარჩინა.
— მადლობა ჰარი. — გაკვირვებულმა გამომხედა.
— მადლობა რისთვის?!
— რომ გადამარჩინე. შენი დამსახურებაა, რომ ახლა ცოცხალი ვარ. მადლობა. — ჰარის გაეღიმა. ეს ისეთი გულწრფელი და მორცხვი ღიმილი იყო, ჰარისგან ცოტა გასაკვირიც კი იყო.
— მადლობა საჭირო არ არის. ახლა კი დასვენება გჭირდება. თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ დაიყვირე . — მის ნათქვამზე გულიანად გამეცინა. ის ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა, ჩემს სიმაღლეზე დაიხარა და თვალებში ჩამხედა. ახლა გამახსენდა მისი სიტყვები, " ჩემთან დარჩი ცისფერთვალებავ". საკმაოდ მესიამოვნა, თუმცა მაშინ ამის გააზრების არც დრო მქონდა და არც თავი.
მის თვალებს ვუყურებდი და მათში მიჭირდა ემოციების ამოკითხვა. თუმცა რაღაცის სურვილსა და ასევე შიშს ვხედავდი. ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო, ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს, რომ თითქოს უნდა მაკოცოს?! რა სისულელეა, ეს რატომ უნდა გააკეთოს?! თუმცა ვის ვატყუებ, მისი გამოხედვა, ხან რომ თვალებზე მაშტერდება ხან კი ტუჩებზე, მაიძულებს, მის კოცნაზე ჩავფიქრდე. ფიქრებიდან მისი ტუჩების, ჩემს შუბლზე შეხებას გამოვყავარ. ცოტა ხანს ტუჩებს არ მაცილებდა. თვალები დავხუჭე და მომენტით დავტკბი. ის ჩემზე ზრუნავდა და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო. ჰარი მომშორდა და ისევ შემომხედა.
— შენ მე ჯოზი დამიძახე. საიდან იცოდი?! — ახლაღა გამახსენდა, რომ მან ჯოზით მომმართა. მე კი მათ, ყველას უბრალოდ ჯო-თი გავეცანი. არც ერთხელ მითქვამს მისთვის რა მერქვა სინამდვილეში.
— არც ისე რთული მისახვედრი იყო. — გაიცინა და კარვის გასასვლელისკენ დაიძრა.— თუმცა შესაძლო, შენი პირადობა ვიპოვე და იქვე ამოვიკითხე. — გაეცინა და ხელით ჩემოდანზე მანიშნა, რომელიც ახლოს იდო და რომელიც ჩემია. გამეცინა და როცა ჰარისკენ გავიხედე, ის უკვე წასული დამხვდა. ასე სწრაფად როგორ უჩინარდებიან?! ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და ჩამოდანი ჩემკენ მოვაჩოჩე. ნივთებში ქექვა დავიწყე თუმცა ჩემთვის საინტერესო ვერაფერი ვიპოვე. უკვე ძალიან მოვიწყინე და ამდენი წოლისგან წელიც ამტკივდა. ფეხზე ფრთხილად წამოვდექი და კარავში ნელა დავიწყე სიარული.

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now