ჩახუტებულები დიდხანს ვისხედით. მალევე ვიბრაცია ვიგრძენი. ჰარი იცინოდა. მის სიცილზე მეც გამეცინა და ოდნავ მოვშორდი. ძალიან საყვარელი იყო, ლოყებზე ფოსოები ჰქონდა, თვალები სიცილისგან დაწვრილებული და ტუჩები ოდნავ სველი. მართლაც ანგელოზია.
— რა გაცინებს ჰარი?! — სიცილით ვეკითხები, ლამის მიწაზე გაწოლილ ჰარის. ფეხზე წამოდგა და ღიმილით შემომხედა.
— აბა ჯო. რომელმა უკეთესი კოცნა ვიცით მე თუ ლუიმ? — ღიმილი სახეზე შემახმა. ეს ბიჭი მეხუმრება არა?! კი, კი. ნამდვილად მეხუმრება.
— რრა?! — სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი. ლუისთვის რატომ უნდა მეკოცნა.
— რაო პატარა ჯო, გიკვირს რომ ვიცი არა?! დილაადრიან შენი და ლუის კვნესა მაღვიძებს, ცოტა ხანში კი მოწყენილი სანაპიროზე მხვდები. — როგორი იდიოტია.
— რა?! საიდან... —
— საიდან გავიგე?! — სიტყვა გამაწყვეტინა. — შენს კარავში შემოვედი და ცარიელი იყო. — ისევ ჩაიცინა. — პატარა ჯო, არც ისეთი უმანკო ყოფილა. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს — ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა. — ლუიმ ვერ დაგაკმაყოფილა არა?! იმდენად ცუდი იყო, რომ მოწყენილმა ლამის იტირე სანაპიროზე. — გაოგნებული ვიყავი. რა სისულელეებს ბოდავს. მე მეგონა ეს ხმები ჰარისგან გამოდიოდა. — იცი ჯო, თუ ლუი ვერ გაკმაყოფილებს , ჩემი კარავი შენს გვერდითაა პატარავ. ისეთი სექსი გვექნება, ლუის კი არა აღარავის შეხება აღარ მოგინდება. — თითი ლოყაზე ჩამომისვა. ახლა არ ვიტირებ, მიუხედავად იმისა, რომ თავს დამცირებულად ვგრძნობდი. შეუძლებელია ეს კოცნა ასეთი ბინძური თამაში ყოფილიყო. სიბრაზის მოთოკვა უკვე აღარ შემეძლო. ვერც კი გავაცნობიერე, ისე აღმოჩნდა ჩემი მარჯვენა ხელი ჰარის ლოყაზე. დარტყმის ხმა ჯუნგლებში ექოსავით გაისმა. თვალები გამიფართოვდა და ხელს დავხედე. ჰარიმ ხელი ლოყაზე დაიდო და გაშეშდა. ერთ ადგილს მიშტერებიდა. ღირსი იყო.
— ასეთი უგულო ნაბიჭვარი როგორ ხარ?! მე და ლუის არაფერი გვქონია ჰარი. მე შენ არ გგავარ. აღარ გაბედო ჩემთან თამაში ჰარი! ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო! — მინდოდა მკაცრი ტონით მეთქვა, თუმცა ჩემს გაბზარულ ხმას ვერაფერი ვუშველე. გული ნაწილებად მქონდა დაშლილი. ამდენს ვეღარ ავიტან.
გამოვბრუნდი და სანაპიროსკენ დავიძარი. ჰარის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ძალიან კარგი, შეიძლებოდა მაგ თმებისგან გამეწეწა. ჯანდაბა ძალიან მინდა ემოციებისგან დავიცალო. ოდნავ მოშორებით გავედი. აშკარად შუაგულ ჯუნგლებში ვარ. თუმცა არც ისე შორს სანაპიროსგან. გავჩერდი, გარშემო მიმოვიხედე და რაც ძალი და ღინე მქონდა დავიყვირე. მთელი დაგროვილი ემოციები გარეთ გამოვუშვი. ვყვიროდი და თითქოს გარშემო ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მე და სივრცე ვიყავით. ყველაზე და ყველაფერზე ფიქრები გავფანტე და მარტოობით დავტკბი. ჩემი ხმა ექოდ გავრცელდა ჯუნგლებში. დავიფიცებ, რომ ხეებს მიღმა რაღაც ხმა გავიგონე. თუმცა ფიქრები ისევ უკუვაგდე, როდესაც ციყვი დავინახე, რომელიც ჩემს დანახვაზე ერთ-ერთ ხეზე აძვრა. თვალი ავაყოლე და სახეზე ღიმილი გამომესახა. აქ რამდენიმე ხე იყო. ბანანის, მანგოს და სხვადასხვა ტროპიკული ხილის. აი ეს ნამდვილად გვჭირდებოდა. სწრაფად გავიქეცი სანაპიროსკენ და შეძლებისდაგვარად გზაც დავიმახსოვრე. სანაპიროზე მისულმა დავაიგნორე ყველას დამწუხრებული სახეები, რომლებიც ჩემკენ იყო მომართული. ების კარავში შევვარდი, მაშინათვე მომვარდა და ჩამეხუტა.
— ძვირფასო როგორ ხარ?! შენი ხმა გავიგონეთ, თუმცა მივხვდი რასაც აკეთებდი. ახლა კარგად ხარ?! — შეშინებული და დამწუხრებულია.
— კარგად ვარ ებს. ყველაფერს ცოტა ხანში მოგიყვები, მანამ კი ბიჭები უნდა ვნახოთ. რაღაც ვიპოვე. — ებიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და ბიჭებისკენ დავიძარით. ხუთივე ერთად იყო. დავაიგნორე ჰარის გაბრაზებული მზერა. ბიჭებმა დამინახეს თუ არა მომვარდნენ და სათითაოდ გადამეხვივნენ.
— ჯო კარგად ხარ?! — მეკითხება ლუი და მიღიმის.
— კი ლუ, კარგდ ვარ. მადლობა — ძალით გავუღიმე და ჰარის გავხედე, რომელმაც მზერა ამარიდა , ძარღვები დასჭიმვოდა და ყბას ისე აჭერდა ერთმანეთს, რომ ლამის კბილები ჩასცვენოდა. გაბრაზდა. მაგრამ მკიდია. — ბიჭებო, ჯუნგლებში რაღაც ვიპოვე. უფრო სწორად უამრავი ხილი. ვფიქრობ, არა არ ვფიქრობ, ნამდვილად დაგვჭირდება და გამოგვადგება. თუ წამომყვებით გაჩვენბთ და შევძლებთ მარაგის მოტანას. — ამოვისუნთქე და მათ გავხედე.
— ახლავე წავიდეთ. — ფეხზე ნაილი წამოხტა და გვერდით ამომიდგა. მის ამ საყვარელ საქციელზე მე და ების გაგვეცინა ბიჭებმა, კი თვალები აატრიალეს.
ყველანი დავიძარით ხილისკენ. ჩანთები და დიდი ბრეზენტი ავიღეთ, რათა ხილის მარაგი მოგვეთავსებინა. ადგილზე მივედით თუ არა ნაილმა დაიყვირა.
— სამოთხეეეე.— ყველას გაგვეცინა მასზე. მომვარდა და ჩამეხუტა. — ჩემი გმირი ხარ ჯო ფრეი. ამას არასოდეს დაგივიწყებ. — სიცილით მოვეხვიე მეც და მალევე შეგროვებას შევუდექით.
***
YOU ARE READING
დაკარგულები {H.S}
Fanfictionუცხო კუნძული. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 30 გადარჩენილი. რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც 200ზე მეტი მგზავრი იჯდა, მიყრუებულ კუნძულზე ჩამოვარდება, რომლის გარშემოც, მხოლოდ ოკეანეა. შეძლებენ კი ისინი თავის გადარჩენას. იპოვიან მათ?! საინტე...