გამოაშკარავება

157 17 3
                                    

საძინებელში ვიწექი, ჰარის თავი ჩემს მუცელზე ედო, მე კი თმებზე ვეფერებოდი.
იმის ნაცვლად, რომ მომენტით დავმტკბარიყავი მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რა სიტუაციაშიც ახლა ვიყავით. საერთოდაც არ არის ნორმალური, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, გადარჩენილებმა კოტეჯები ვიპოვეთ. საკვებით, სასმელითა და ყველა საჭირო ინვენტარით სავსე. ჯანდაბა, აქ მაცივარიც კი არის. ერთ თვეზე მეტია აქ ვართ და მთელი ამ დროის განმავლობაში, ბევრგან ვიყავით. თითქმის კუნძულის ნახევარი შემოვიარეთ და არავინ გვიპოვია. მოულოდნელად კი თავს სამი, როგორც ჰარი უწოდებს, გორილა, დაგვესხა და ლამის ამოგვხოცეს. უფრო უცნაური კი ის არის, რომ ებიმ თქვა, მათ ჩვენი სახელები იციანო. აქ რაღაც ხდება და რაც მალე გავარკვევთ მით უკეთესი იქნება.
— პატარავ, ყველაფერი რიგზეა?! — მეკითხება და ახლა ჩემს გვერდით კალათდება.
— არა ჰარი. აქ რაღაც სერიოზული ხდება. ასე უმოქმედოდ ვერ ვიჯდებით. სჯობს, რომ იმ გორილებს დაველაპარაკოთ. — ჰარი ცოტა ხნით დადუმდა. თითქოს ჩემს სიტყვებზე ფიქრობსო. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ფეხზე წამომაყენა.
კიბეებს ფრთხილად ჩავუყევით.
— სად არიან?! — ჰარის ვკითხე.
— სარდაფში. — ჩაეცინა და მეც გამეცინა. არ მეგონა აქ სარდაფიც თუ იყო. ჰარიმ გარეთ გამიყვანა, სახლს შემოვუარეთ და უკან, პატარა კარებს მივადექით, რომელიც მიწის ქვეშ ჩადიოდა.
არ იფიქროთ, რომ რაღაც გაუბედურებული სარდაფი იყო, რომელშიც ნესტის სუნი დგას და კედლები ნესტისგან გაუბედურებულია. არა, სულაც არა. ეს სარდაფი ღვინის მარანს ჰგავდა. აგურის კედლებით და კედლებში ჩაშენებული სათავსოებით. უამრავი სახეობის სასმელი იყო გარშემო, აი თურმე ჰარიმ სად იპოვა ის ღვინო. ის სამი იდიოტი, სამ სხვადასხვა საყრდენ სვეტზე იყო მიბმული. ფეხებიც და პირიც კარგად ჰქონდათ ახვეული.
— როგორც ჩანს პოზიციები გავცვალეთ. — სიცილით ვუთხარი ჰარის და საპასუხოდ მასაც ჩაეცინა.
— ახლა ჩვენ კითხვებს დავსვამთ. თქვენ, კი მხოლოდ სიმართლეს გვიპასუხებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში — ჰარიმ იარაღი ამოიღო. — ტყვიას იქ დაგაჭედებთ, სადაც ყველაზე ნაკლებად გინდათ — ბოროტულად ჩაიცინა და ფეხებს შუა დაუმიზნა. 'ჩემი ბიჭია' გავიფიქრე ჩემთვის. ჰარის სიცილი
მომესმა.
— კი პატარავ, შენი ბიჭი ვარ. — მითხრა სიცილით და მივხვდი, რომ ხმამაღლა გავიფიქრე. თვალები ავატრიალე და გორილებს მივუბრუნდი.
— სახელებს არ გკითხავთ, რადგან არ გვაინტერესებს. პირდაპირ საქმეზე გადავალთ. — იქვე ორი სკამი ავიღეთ და მათ წინ ჩამოვსხედით. ერთ-ერთს, რომელიც შედარებით შეშინებული გვიყურებდა, პირიდან სახვევი მოვხსენით და პირველი კითხვა დავუსვით.
— ამ კუნძულზე როგორ მოხვდით?! — გაეღიმა.
— უფრო რთულ კითხვას ველოდი. — გაეცინა. — თუმცა არ გიპასუხებთ. — ხითხითებს. ასე პასუხებს ვერ მივიღებთ.
ჰარი ფეხზე წამოიჭრა და დანარჩენებსაც მოხსნა სახვევები, შემდეგ კი ერთ-ერთს იარაღი დაუმიზნა.
— ან ალაპარაკდები და გვეტყვი აქ რა გვინდა ან არადა მთელი ცხოვრება დაკოდილი ქათამივით ივლი. — კბილებში გამოსცრა ჰარიმ და თავს ძლივს ვიკავებდი, არ გამცინებოდა. გორილას სახეზე ბრაზი და შიში დაეტყო, თუმცა წამით შეცვალა ცინიზმით.
— თქვენი თვითმფრინავი ჩამოვარდა. აი რა გინდათ აქ. — ეს ნაბიჭვარი. ჰარის ნერვებზე თამაშს ცდილობს და ვიცი, მალე გამოუვა კიდეც. ვხედავ, როგორ იკავებს თავს ჰარი.
— ოუ, რა საინტერესოა, რატომღაც ეგ ჩვენც ვიცით. — ჩავილაპარაკე და ჰარის ამოვუდექი.
— აქედან როგორ გავაღწიოთ. — ეკითხება ჰარი და წამში სამივე ხმამაღალ სიცილს იწყებს. მე და ჰარიმ ჯერ ერთმანეთს გავხედეთ, შემდეგ კი მათ.
— აქედან ვერ გააღწევთ. — ჩაისისინა ერთ-ერთმა და წარბები აათამაშა. წამით მომინდა, ჰარის იარაღი მე მჭეროდა და მისთვის ეგ ენა დამეხვრიტა. — რამე გსმენიათ შავი ყუთის შესახებ?! — გვეკითხება და თავს გვერდით ხრის, რომ
ორივე შეგვათვალიეროს.
— გვსმენია, მერე?! — კითხულობს ჰარი და ვიცი, რომ ამ პასუხის მოსმენა ყველანაირ იმედს წაგვართმევს.
— შავი ყუთის მთავარი დანიშნულება ინფორმაციის მიღებაა, ის ასახავს ყველა მოქმედებას, რომელიც ფრენის დროს განხორციელდა. ეს ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ რამ გამოიწვია ავიაინციდენტი ფრენის დროს. — ამოიოხრა და საუბარი გაბაგრძო. — ფაქტობრივად ის ერთადერთი საშუალებაა, რითიც თქვენი კოორდინატების დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა უნდა გახაროთ, რომ ეს ყუთი განადგურებულია. — ისევ სამივემ გაიცინა. მე და ჰარი გაოგნებულები ვუსმენდით.
— ჩვენ აქ შემთხვევით არ ვართ, ასეა?! — ამოვიჩურჩულე, თუმცა პასუხი უკვე ვიცოდი.
— ქერა ლამაზმანის კვალობაზე, ძალიან ჭკვიანი ხარ. — ჩაიხითხითა. — დიახ, ასეა.
— ჯანდაბა. — ამოიოხრა ჰარიმ და მუჭი კედელს მიარტყა. ყველაზე ბევრის მოლაპარაკე გორილას მივარდა და საყელოში ჩაავლო ხელები.
— ახლავე მითხარით, რა ჯანდაბას ხლართავთ. ვიცი, რომ აქედან გასასვლელი გზა არსებობს და თქვენ ამას გვეტყვით. — დაიღრინა ჰარიმ და მუშტი უთავაზა. — ეს ჯოსთვის. — ჩაისისინა და უკან დაიხია. ჰარის ხელი ჩავავლე
და გარეთ გავიყვანე.
— ჰარი, ის ადგილი უნდა ვიპოვოთ, სადაც ისინი რჩებოდნენ. — ხელები მხრებზე დავადე. — ჩვენებს მოვუყვეთ, შევკრიბოთ და წავალთ. ნაწილი კი აქ დარჩით და მათი გამოტეხვა განაგრძეთ და გთხოვ, ნუ მეტყვი, რომ დავრჩე. — ვუთხარი სანამ რამეს მეტყოდა და ტუჩებზე დავეწაფე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე პირველმა ვაკოცე მას. მოშორება არ მინდოდა, თუმცა უნდ მოვმზადებულიყავი.
— კარგი პატარავ. — ამოიოხრა, ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა და ხალხის შესაკრებად დავიძარით.
საბოლოო ჯამში, მე ლიამი, ზეინი, ები, ლეა, ჰენრი და კიდევ ხუთი ადამიანი, გორილების სამალავის საძებნელად წავედით. ნაწილი ჰარისთან დარჩა, მათ გამოტეხვას აგრძელებდნენ. ნაწილი კი კოტეჯების გარშემო ტერიტორიაზე დარაჯობდნენ. წამოსვლის წინ ჰარი დიდხანს მკოცნიდა, მეხუტებოდა და მეჩურჩულებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი და მალე დავბრუნებოდი მას. მთელი სახე დამიკოცნა და თავისი მედალიონიც მომცა, რომელიც მისი თილისმა იყო და როგორ მითხრა, მეც წარმატებას მომიტანდა. ჰარის ეს მხარე ძალიან საყვარელია. იმ პიკნიკის შემდეგ, კიდევ ორი პაემანი გვქონდა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვიხსნებოდით ერთმანეთთან, მომიყვა თავის ოჯახზე. დედაზე, დაზე და მამინაცვალზე, რომელიც ნამდვილ მამად მიაჩნდა. ასევე მითხრა ისიც, რომ მის დას ადვილად გავუგებდი და მათ მე ძალიან მოვეწონები. ამან კი მაფიქრებინა, რომ მას სურს, ჩვენმა ურთიერთობამ, კუნძულიდან წასვლის შემდეგაც გაშალოს ფრთები. ის მე მაბედნიერებს და ამას ვერაფერი შეცვლის.
თითქმის მთელი დღეა დავდივართ და ჯერჯერობით ვერაფერს მივაგენით. გადავწყვიტეთ, რომ ბანაკი გაგვეშალა, ცეცხლი დაგვენთო და გზა დილას გაგვეგრძელებინა. ჰენრი მთელი დღეა გვერდიდან არ მცილდება, მუდმივად მელაპარაკება უამრავ სისულელეს, მე კი უკვე თავი მომაბეზრა. წამით ისიც ვიფიქრე, რომ ჩემთან იმ იარაღის გამო დადის, რომელიც ჰარიმ მხოლოდ მე, ზეინსა და ლიამს მოგვცა. სასაცილო კაცია.
ღამით მხოლოდ რამდენიმე საათით მეძინა, რადგან მორიგეობით ვდარაჯობდით ცეცხლს. გამთენიისას, როდესაც სამყარო ოდნავ განათდა, აბარგება დავიწყეთ და ნელნელა გზას გავუდექით.
— როგორ გგონია, რამეს ვიპოვით? — მეკითხება ჰენრი, მე კი უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ რომელიმე ცხოველს მივუგდო საკვებად.
— არ ვიცი ჰენრი, ამის იმედი მაქვს. — ცივად ვუპასუხე.
— შენ და ჰარი კარგი წყვილი ხართ. — ისევ არ ჩერდება. თუმცა ეს მესიამოვნა.
— გმადლობ ჰენრი. — გავუღიმე.
— ის ცოტა უცნაურია, არა?! — ნამდვილად ჰარიზე მეკითხება.
— უცნაურში რას გულისხმობ? —
— არ ვიცი, მკაცრი? ან იქნებ მბრძანებლობის მოყვარული? წესით საცოლის მიერ მიტოვებული ბიჭის კვალობაზე, ზედმეტად სწრაფად იწყებს ახალ ურთიერთობას. — სხეული დამეძაბა. ჰარის ეს არასოდეს უხსენებია ჩემთან.
— შენ საიდან იცი ეს ამბავი?! — დაბნეული ვეკითხები.
— ოუ, არ იცოდი?! რამდენიმე კვირის წინ მოყვა კოცონთან. — მხრები აიჩეჩა.
— ის საცოლემ მიატოვა? — ამოვიჩურჩულე.
— ჰო ასე გამოვიდა. ჰარიმ ხელი სთხოვა, მან კი ყველას თვალწინ უარი უთხრა. — გული მომიკვდა, მიტოვებული და განადგურებული ჰარის წარმოდგენისას. — თან როგორც ჩანს, მეგობართან უღალატა, მეორე დღესვე.— ახლა ვხვდები, რატომ
მომექცა ჰარი ასე ცუდად, რამდენიმე კვირის წინ. ლუი მისი მეგობარია და ეგონა, რომ მასთან ვიწექი. ჯანდაბა, ახლა როცა ეს გავიგე, მინდა უკან დავბრუნდე და ძლიერად ჩავეხუტო.
ჰენრის ჩამოვშორდი და ზეინთან მივედი. აშკარად ესმოდა ჩვენი საუბარი.
— ეს მართლა მოხდა? — ვეკითხები და რატომღაც მინდა, რომ უარყოს.
— სამწუხაროდ კი, ჯო. ყველანი იქ ვიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩიკაგოში წამოსვლა. — ამოვიოხრე. ის ამას არ იმსახურებდა.
ნახევარი დღის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველანაირი იმედი გადაწურული გვქონდა, ხისგან ნაშენები, პატარა სახლის კარები ვიპოვეთ, რომელსაც ხის ტოტები ფარავდა. სიხარულისგან ტაში შემოვკარით და პოზიციები გავინაწილეთ.
იარაღები მოვიმარჯვეთ და ლიამმა ფრთხილად შეხსნა კარები. წინ ჩვენ სამნი წავედით. იქ შესულებს კი სრული შოკი გვქონდა. გარშემო უამრავი ეკრანი იყო. გადამცემებით, კომპიუტერებით და რადიოთიც კი. აი აქ კი ყველას სახე გაგვიბრწყინდა.
— ჯანდაბა ახლა შევძლებთ, რომ გადამცემით დახმარებისთვის ხმა მივაწვდინოთ. — ლიამმა ტაში შემოჰკრა და ლამის ერთმანეთს გადავეხვიეთ. თუმცა როგორღაც თავი შევიკავეთ.
ზეინმა და ლიამმა ბიჭების დახმარებით გადამცემის შეკეთება დაიწყეს. გოგონებიც დაასაქმეს და კომპიუტერული პროგრამების გადატვირთვა და იქაურობის შესწავლა დაიწყეს.
— მე გარშემო ტერიტორიას შევამოწმებ. იქნებ კიდევ რამე ვიპოვო. — ბიჭებს გამოვუცხადე, თუმცა ზეინმა შემაჩერა.
— მარტო ვერ წახვალ ჯო, სახიფათოა. —
— მე წავყვები. — წამოიყვირა ჰენრიმ და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now