გლოვა

149 20 13
                                    

დაკარგვა- რასთან ასოცირდება ეს სიტყვა?! ვიღაცისთვის გზის აბნევასთან, ვიღაცისთვის, გაქრობასთან. ვიღაცისთვის კი სიკვდითან.
სიკვდილი- ესეც ხომ გაქრობაა?! რამდენიე კვირიანი გლოვა, ბოლოს კი სამყაროს ავიწყდება შენი არსებობა.
გლოვა- ეს რას ნიშნავს?! ტირილს, მოთქმას და მცირეხნიან დეპრესიას, თუ საყვარელ ადამიანთან საბოლოოდ გამომშვიდობებას? ხედავთ თითო სიტყვას რამდენი აზრი აქვს?! თუმცა ის თუ იცით, რამდენი აზრი აქვს, ერთი ადამიანის სიცოცხლეს? ახლავე გეტყვით, ეს ყველა ამ სიტყვისა და მათი მნიშვნელობების ნაკრებია. როგორ?! მარტივად აგიხსნით. ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის არსებობამ თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა გამოიწვიოს სამივე მთგანი. დაკარგვა, სიკვდილი და გლოვაც. საბოლოოდ კი ყველა ამ მიზეზის გამო, სამყარო ფერებს კარგავს.

რატომ ფერებს?! ყველა ადამიანი, სამყაროს სხვადასხვა ფერს აძლევს. მოდით დაფიქრდით, რა ფერი ხართ თქვენ?!

Author's Pov.

ჩაბნელებულ, უკაცრიელ კუნძულზე სამი სხვადასხვა მოვლენა ვითარდება. სამივე მნიშვნელოვანი და ერთმანეთის საპირისპირო. ერთგან, სიკვდილი მეფობს, მეორეგან ბედნიერება, მესამეგან კი დაბნეულობა.
მაშინ, როდესაც პატარა მინდორზე, ორი ადამიანი სისხლისგან იცლება, იქვე ახლოს, ლიამი და ზეინი საბოლოოდ უკავშირდებიან გარესამყაროს. ატყობინებენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ჩიკაგოს მიმართულებით მიფრინავდა და უკვე თვეზე მეტია აქ არიან. საპასუხოდ კი მათი კოორდინატების დადგენას დაჰპირდნენ.
რამდენიმე წუთში სასიხარულო ამბავსაც გებულობენ, მათი კოორდინატები დაზუსტებულია და მათთან მისაღწევად, მხოლოდ სამი-ოთხი დღე იქნებოდა საჭირო.
ეს ის მომენტია, როდესაც ბედნიერებისგან ერთმანეთს ეხუტებიან, ზეინი ევაზე ფიქრობს და უკვე წარმოიდგინა მათი ქორწილი. ლეა და ლიამი ერთმანეთს შესციცინებენ თვალებში, ები კი ლუიზე ფიქრობს და მათ მომავალ პატარა სახლზე, ლონდონში.
მაგრამ ბედნიერებამ დიდ ხანს ვერ გასტანა, რადგან კარებში სრულიად დასისხლიანებული ჰენრი შედის, რომელიც მხარშია დაჭრილი და სულს ძლივს ითქვამს. საზეხე მწუხარე ნიღაბი აქვს აკრული, შინაგანად კი გამარჯვებას ზეიმობს. მან საფრთხე თავიდან მოიცილა.
ყველა შეშინებული შესცქერის, სავარძელში სწრაფად ჩასვეს და ჭრილობის დამუშავება დაუწყეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნიეს, რომ ის მარტო დაბრუნდა.
— ჯო სად არის?! — იკითხა ებიმ და სწრაფად წამოხტა ფეხზე. ჰენრიმ სასწრაფოდ ჩახარა თავი და დამწუხრებული სახე მიიღო.
— ოჰ ღმერთო, — ამოიქვითინა. — ეს ისე სწრაფად მოხდა. — ცდილობდა დრო გაეწელა და გაუგებრად საუბრობდა.
— რა დაემართა ჯოს?! — წამოიყვირა შეშინებულმა ებიმ და მისი გონება სრულმა ქაოსმა მოიცვა.
— იქ რიჩარდი იყო. გავარკვიეთ, რომ ის მოღალატე იყო და მან... მე ვერ შევძელი ჯოს დაცვა. ისე სწრაფად მოხდა, იარაღი დავუმიზნე და ვესროლე, უფრო სწორად ერთდროულად ვისროლეთ. შემდეგ კი მან ჯოზე სროლა მოასწრო და ის... — ყალბი ცრემლები გადმოსცვივდა და საკუთარი სამსახიობო ნიჭით თავადაც გაოცდა.
— ის რა?! დაასრულე ეს წყეული წინადადება . — დაიღრიალა ზეინმა.
— ის ჰენრიმ მოკლა. ვერ გადავარჩინე. გულში ესროლა. — ამოიქვითინა და ცრემლები შეიმშრალა.
გარშემო ყველა დადუმდა. წამებში ები მუხლებზე დაემხო და ისე დაიყვირა, რომ მისი ხმა მთელს კუნძულს მოედო. ბედნიერება სევდამ ჩაანაცვლა.

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now