მახეში გაბმულები

160 15 8
                                    

—პატარაავ გაიღვიძე. — ყურში მეჩურჩულება და ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ მღვიძავს, რადგან ძალიან საყვარელია, როდესაც წუწუნებს. — პატარავ გთხოოოვ. საუზმე გაგიმზადეთ. მალე კი ექიმთან უნდა წავიდეთ.— თმებზე მეფერება და ცხვირზე მკოცნის. ეს ბოლო წვეთი იყო, ღიმილით გავახილე თვალები და მის მწვანე, ონავეული დიმილით დაწვრილებულ თვალებს შევეჩეხე.
— დილამშვიდობის — ღიმილით წარმოვთქვი და თვალი ჩავუკარი. უყვარს, როდესაც ასე ვიქცევი.
— დილამშვიდობის, პრინცესავ. — ლოყაზე მხურვალედ მკოცნის, საუზმით სავსე ლანგარს საწოლზე დებს და თვითონაც ჩემს გვერდით კალათდება.
— საუზმე გაგვიმზადე?! როგორი საყვარელი ხარ. — სიცილით გავეთამაშე ცხვირზე. მასაც გაეცინა.
— ჩემს პატარებს ვანებივრებ, რა თქმა უნდა საყვარელი ვარ. — იცინის და ჩემს გამობერილ მუცელს ეფერება, შემდეგ კი იქვე მაკოცა. ჯანდაბა ძალიან მიყვარს.
ჰარისკენ მიბრუნება გადავწყვიტე, თუმცა საწოლში აღარ იყო. გარშემო სრული სიცარიელე იყო და ჩემი მუცელიც გამქრალა.
— ჰარი?! - რაც შემიძლია ხმამაღლა ვყვირი, თუმცა ჩემი ხმა ექოდ ვრცელდება. საპასუხოდ, კი ჩემი სახელი ჩამესმის.
— ჯო... ჯო... ჯოზი... - ხმა ნელნელა მიახლოვდება ისევე, როგორც ნაცნობი სილუეტი.
— ები. — მისკენ გავიქეცი, რომ შევხებოდი, თუმცა მაშინათვე გაქრა.
— ჯო... ჯოზი— ისევ ის ხმა, უფრო ახლოდან მესმის . — ჯოზი.... !!!

... თვალებს ნელნელა ვახელ და ჩემს თავთან მდგომ რამდენიმე ადამიანს თვალს ვავლებ. შიში, აი რა დავინახე მათ თვალებში.
— რა მოხდა?! — ვიკითხე და ოდნავ წამოვჯექი, რაშიც ჰარი დამეხმარა.
— გონება დაკარგე, როცა... — ჰარი დაიბნა და მეც გამახსენდა, რაც დილას მოხდა.
— ები?! სად არის ები?! — წამოვიყვირე და ფეხზე სწრაფად წამოვხტი, რამაც თავბრუსხვევა გამოიწვია. ისევ ჰარის მკლავები მიჭერენ.
— ჯერ ვერ ვიპოვეთ. — ლუიმ ამოიჩურჩულა და თავი დახარა.
— შენ უნდა გედარაჯა ლუი. როგორ გამოგრჩა მისი გამოსვლა. მეტი ყურადღება რომ გამოგეჩინა ახლა ები აქ იქნებოდა. — ტონს საკმაოდ ავუწიე. დავინახე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება. ეწყინა. თუმცა ამ წამს ეს არ მადარდებს. ები ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც შემომრჩა. ის ჩემი დაა, ჩემი ოჯახი. მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. ვინ იცის ახლა როგორ უჭირს. გულში რაღაც მწყდება, მეკუმშება და სუნთქვის საშუალებას მიკარგავს. მე ის მჭირდება.
— აქ რას ვუდგავართ. უნდა მოვძებნოთ. თუნდაც მთელი კუნძულის შემოვლა დამჭირდეს, ის უნდა ვიპოვო. — ისევ წამოვიყვირე და წამოვდექი. ფეხსაცმელები ჩავიცვი, ჩანთაში ნივთების და საგზლის ჩადება დავიწყე, თუმცა ჰარიმ ხელიდან გამომგლიჯა და იქვე მიაგდო.
— შენი აზრით რას აკეთებ?! — არც მან დააკლო ღრიალს. ახლა საერთოდ არ მაინტერესებს, რომ ყველას თვალწინ წიკვინა ქალივით წივის. — შენი აზრით მთელი ეს დრო რას ვაკეთებდით?! სანამ შენ მოუთოკებელი ემოციების გამო გულწასული იყავი, თბილ საწოლში და გოგოები თავს დაგტრიალებდნენ, რომ
გონს მოეყვანე, ჩვენ მას ვეძებდით. — უკვე ისტერიკა აქვს და მეც კანკალი მიტანს. — აღარ გაბედო ლუისთან ასე საუბარი! მას იმაზს მეტად ადარდებს ები ვიდრე გგონია. ამიტომ ახლა ისტერიკას მოეშვი და დამაცადე, რომ ვიფიქრო. — ბოლოს ხმა მოულბასავით, თუმცა სიმკაცრე მაინც დაჰყვებოდა. თავი ვეღარ შევიკავე და იქვე ჩავიკეცე.
— ჩემი ბრალია. — ამოვიტირე. წარბებშეჭმუხნულები მიყურებდნენ. — ღამით წყალი მთხოვა და ვუთხარი, რომ მეზარებოდა და თვითონ ჩასულიყო. მოს ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი. — ამოვიჩურჩულე და თავი ხელებში ჩავრგე. ვიღაცის მკლავები მომეხვია, სურნელით ვიცანი, ეს ლუი იყო. მიუხედავად ჩემი სიტყვებისა, ახლა ის მეხვევა და მაწყნარებს.
— ის ჩემი ოჯახია ლუი. მის დაკარგვასაც ვერ გადავიტან. — ისევ ავტირდი და ლუის ძლიერად ჩავეხუტე.
— მას დავაბრუნებთ ჯო. გპირდები. — ამოიოხრა ლუიმ და ფეხზე ერთად წამოვდექით. კარებში გაბრაზებული ჰარი შემოვარდა.
— ერთი იარაღი დაიკარგა. — დაიღრინა და  იარაღი ლუის გაუწოდა.
— რიჩარდი. — ამოვიღრინე. ის ნაბიჭვარი, როგორ გამომრჩა. მისი თავია ყველაფერი.
— ნუ მიყურებთ ასე, რეიჩელ მაპატიე, მაგრამ ის ვიღაც უცხოს ელაპარაკებოდა, რომელიც თვითმფრინავიდან არ იყო. ამიტომ არ მიკვირს ყველაფერი მისი ჩადენილი იქნეს. — ხელები მოვმუშტე. მინდოდა მივსულიყავი და მისი თვითკმაყოფილი, ბოროტი სახე ჩამომეგლიჯა და ცხოველებისთვის მიმეგდო, თუმცა ახლა ცივი გონებით უნდა ვიაზროვნოთ.
— უნდა წავიდეთ ჯო. — ჰარი მომიახლოვდა. — გპირდები, მას უვნებელს დავაბრუნებთ. — ტუჩებზე რამდენიმე წამიანი კოცნა დამიტოვა და ოთახი დატოვა. არ შევიმჩნიე აქ მყოფების გაოგნებული გამომეტყველება, რადგან მეც მათ სიტუაციაში ვიყავი.
— არაფერი მკითხოთ.. ახლა არა. — ამოვიჩურჩულე მაშინ, როდესაც შევამჩნიე როგორ აპირებდა საუბრის წამოწყებას ევა. ის ხომ ჰარისთან იწვა. თუმცა ახლა ის ზეინთან არის და ეს წარსულია. თუ მართლა ასე ფიქრობს. ჩემი სიზმარი გამახსენდა. ისეთი რეალური იყო. მე და ჰარის პატარა, საყვარელი ოჯახი გვქინდა. ის მზრუნველი ქამარი და მომავალი მამა იყო. ნეტავ ოდესმე თუ ასრულდება?! თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ერთის მხრივ ები მაშფოთებს, მეორე მხრივ კი ჰარი და ბიჭები. მათ ზეინი და ნაილი დატოვეს, თავად კი კიდევ რამდენიმე ბიჭი წაიყვანეს სანაპიროდან. გული ცუდს მიგრძნობს და არ ვიცი რა მოვიმოქმედო.

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now