გამომშვიდობება

148 18 14
                                    

Author's Pov.

გარდაცვალება- ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად განმარტავს ამ სიტყვას. ზოგისთვის, უბრალოდ სიკვდილი, დამსახურებით თუ დაუმსახურებლად, სიკვდილი - სიკვდილია. ზოგისთვის კი სევდისა და ტკივილის მომტანი სიტყვაა.

მაშინ, როდესაც ერთ პატარა, უკაცრიელ კუნძულზე, ყველა გლოვობს ჯოს სიკვდილს, გულში ყველა რიჩარდს სწყევლის. როგორი საშინელებაა არა?! უდანაშაულო კაცი, რომელსაც უბრალოდ ცუდი ხასიათი, მწარე ენა და კუნძულიდან თავის დაღწევის სურვილი ჰქონდა, ყველაზე დიდ დამნაშავედ აქციეს. საწყალი გოგონა ჯო, კი სრულიად ამაზრზენ და დაუჯერებლად სასტიკ სიმართლეს შეეწირა.
მაშინ, როდესაც ჰარი თავის ერთადერთ, ნამდვილ სიყვარულს მისტირის. საკუთარ თავს სწყევლის და ადანაშაულებს იმის გამო, რომ გოგონა მის გარეშე გაუშვა. მაშინ, როდესაც ები ერთადერთი ოჯახის წევრის დაკარგვას განიცდის და ცრემლებად იღვრება, რადგან ახლოს
იყო და ვერ დაიცვა. მაშინ, როდესაც ბიჭები განადგურებულ მეგობრებს უყურებენ და უდიდეს სევდას გრძნობენ. მაშინ, როდესაც ყველაფრის მოუხედავად, რეიჩელის გული ორადაა გახლეჩილი და ქმრის დაკარგვას ჩუმად განიცდის. მათი ერთადერთი მტერი, ზუსტად ამ დროს აწყობს გეგმას, თუ როგორ შეუშალოს ხელი, მათ აქედან წასვლას. მისთვის, ხომ
თითოეული გადარჩენილი, დაკარგული ფულის ტოლფასია. გულში ზეიმობს, უკვე ორი უდანაშაულოს მოცილებას. თვითონ კი ისევ საქმეშია. მწუხარების ნიღაბი აქვს სახეზე აკრული და ყველას თავს აჩვენებს, თითქოს ძალიან აღელვებდეს ჯოს სიკვდილი, არადა გულში ყველას სათითაოდ დასცინის, გამარჯვების მოლოდინში.

ორდღიანი ოთახში გამოკეტვის შემდეგ, ბიჭებმა ძლივს გამოიყვანეს ჰარი გარეთ. ესმით და ისინიც განიცდიან ჯოს სიკვდილს, თუმცა ვერ დაუშვებენ, რომ საუკეთესო მეგობარიც ამ ამბავს შეეწიროს. ახლა მთავარია, რომ აქედან გააღწიონ და კიდევ ერთი გემი არ დაკარგონ.
ალბათ გაინტერესებთ, რა დაემართა იმ გემს, რომელიც ჯომ და ჰარიმ დაინახეს.
ის გემი ნამდვილად მათკენ მიემართებოდა, თუმცა ჰენრიმ როგორც კი შენიშნა, რომ ყველას ყურადღება სინათლისკენ იყო მიმართული, თავის გუნდელებს შეატყობინა სავარაუდო საფრთხის შესახებ და მათაც საჭირო ზომები მიიღეს. სიგნალი დაახშეს, გემს სრულიად სხვა კუნძულის კოორდინატები გაუგზავნეს და ყალბი დახმარების თხოვნის სიგნალიც მიაყოლეს. ამიტომ გაბრუნდა გემი და ჰენრის გეგმაც ისევ დაუბრუნდა განხორციელების ეტაპებს.
ალბათ ისიც გაინტერესებთ, თუ როგორ მოხვდა ჰენრი ამ ხალხთან. ამასაც მოგიყვებით. მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ჩამოსაგდებად სრულიად მზად იყო, ჰენრი სანაპიროსკენ ნელა დაიძრა. უკვე ჩამოგდებულ თვითმფრინავთან მისვლამდე, თვითდაზიანებები მიიყენა და ჩუმად შეერია გადარჩენილებს. მათ ყოველ ქმედებას აკვირდებოდა. განსაკუთრებით ჰარის და ჯოს დაჰყვებოდა. მათი ყველა მომენტი იცოდა, სად განმარტოვდდბოდნენ, როდის იკამათებდნენ. სწორედ მან განაწყო რიჩარდი მათ წინააღმდეგ, მარტივი ხრიკებით და შელამაზებული ფაქტებით იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ჰარი მათ დამორჩილებას და გუნდის ლიდერობას. მათი გეგმის ნაწილი იყო ჯოს გარდაცვლილი შეყვარებულის მომაცემების გარდაცვლილ მგზავრთა სიაში მოთავსება. ის ჩუმად შეიპარა ჰარის კარავში და მონაცემები ფურცლებს შეურია.
ალბათ გახსოვთ ის ამბავი, როდესაც რიჩარდი დაინახა რეიჩელმა ვიღაც უცხოსთან. სწორედ მაშინ დაიკარგა იარაღიც. ოჰ ეს კაციც ჰენრი იყო. გადაცმული შეიპარა, გეგმა თითქმის განახორციელა, თუმცა რიჩარდმა გამოიჭირა და დაემუქრა, რომ
სიმართლეს მასზე ყველას მოუყვებოდა. თუმცა ჰენრის ხელში კოზირი ეჭირა, რიჩარდს არავინ დაუჯერებდა და ეს თავადაც იცოდა. ამიტომ ამ უკანასკნელმა მარტომ გადაწყვიტა მოქმედება. მაშინ, როდესაც ჰენრის ეგონა, რომ ყველაფერს ჩუმად აკეთებდა, რიჩარდი მის წინააღმდეგ ფაქტებს აგროვებდა. სწორედ მისი სიკვდილის დღეს დარწმუნდა საბოლოოდ, რომ ჰენრი მათ წინააღმდეგ იყო და ამ ამბავსაც შეეწირა.

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now