დასასრული

258 19 32
                                    

ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გვიმზადებს, ალბათ დამეთანხმებით არა?! ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, შიშისგან ვცახცახებდი, რადგან უკაცრიელ კუნძულზე ვიყავი, მწარე სიმართლეს თვალებში ვუყურებდი და გავაანალიზე, რომ სრულიად უმოწყალოდ, უგულოდ გაგვწირეს სასიკვდილოდ. ადამიანს ვენდე და მან ლამის სიკვდილამდე მიმიყვანა და საბოლოოდ უამრავი იარა და საშინელი მოგონებები დამიტოვა.  ერთი ჩვეულებრივი მოგზაურობა, სახიფათო მახე, თუმცა ჩემი სიყვარულის დასაწყისი აღმოჩნდა.
ახლა კი, ამ ყველაფრის შემდეგ სარკის წინ ვდგავარ, ჩემს მონატრებულ სახლში, ახლად მოშუშებული ჭრილობით და ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღისთვის ვემზადები.
ლონდონის გადატვირთული ქუჩების მიუხედავად, დანიშნულების ადგილას დროულად მივედი. საგარდერობე ოთახში სწრაფად შევედი, ჩემი ულამაზესი კაბა გადავიცვი, ფეხზე საციგურაო ფეხსაცმელებიც მოვირგე და კულისებში დაველოდე, როდის გამოაცხადებდნენ ჩემს სახელს.
და აი ისიც, "ჯო ფრეი" გაისმა ხმა და გარშემო ყველაფერი ჩაბნელდა. ერთადერთი სინათლე, მხოლოდ მე მანათებდა. თვალები დავხუჭე და ბოლომდე ყინულს მივენდე. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გარშემო არავინ იყო. მხოლოდ მუსიკისა და ჩემი გულის ცემის ხმა ჩამესმოდა. როდესაც კულმინაციას მივუახლოვდი და სამმაგი ბრუნის დრო მოვიდა, ღრმად ჩავისუნთქე, მოვდუნდი და ეს შევძელი, ყინულს შევეხე და წონასწორობა შევინარჩუნე. კიდევ რამდენიმე სწრაფი და ხანგრძლივი ბრუნი შევასრულე და მუსიკასთან ერთად, მეც შევწყვიტე მოძრაობა. გარშემო ყველა დუმდა. თვალების გახელა მეშინოდა, რადგან ჩავთვალე, არაფერი გამომივიდა და ლამის იქვე ბღავილი მოვრთე. თუმცა მოვლენების შემდეგმა განვითარებამ, სიხარულის ცრემლები გამოიწვია. ჟიურის ჩათვლით, მთელი არენა ფეხზე იდგა და ჩემს სახელს გაიძახოდნენ, ხვა მონაწილეებიც კი.
და აი ასე გავხდი ევროპის ჩემპიონი. თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ბედნიერება იცით რა იყო? შუშებს მიღმა ჰარის დანახვა, რომელსაც სახეზე სიამაყე ეხატა, ხელში ვარდები ეჭირა და იმ ღიმილით მიღიმოდა, მე ასე რომ მაბედნიერებს. მის უკან კი მთელი ჩვენი სამეგობრო იდგა. ლიამი, ნაილი, ლუი, ზეინი, ები, ევა, ლეა და რეიჩელიც კი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი, დედამიწაზე არ დაიარებოდა. მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი.
—————

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now