სიჩუმე. მოლოდინით და შიშით გაჟღენთილი სიჩუმე, გარშემო სახიფათო აურას ქმნიდა. ტალღების ხმას, ჩვენი აჩქარებული სუნთქვა ერთვოდა.
დაახლოებით 15 წუთია ჰარი იქ შევიდა და მას უკან ლიამი და ზეინიც მიჰყვნენ. ის საზარელი ხმები, მხოლოდ რამდენიმე წუთია რაც შეწყდა. თუმცა ბიჭები ისევ არ გამოჩენილან. რამდენჯერმე დავაპირე გაყოლა, თუმცა ლუი მაკავებდა. ძალიან მიკვირდა, როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს ევა, თუმცა შევამჩნიე, როგორ კანკალებდნენ შიშისგან ები და სოფია. ნაილი ელეს და ჰენრის აფრთხილებდა, რომ ყოველი შემთხვევისთვის პირველადი დახმარების ყუთი მოეტანათ.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა. თუმცა დაცდა შეუძლებელი იყო. ფეხზე წამოვდექი და რაც შემეძლო სწრაფად მოვშორდი ჩვენს ბრბოს და ლუის ძახილის მიუხედავად იქით დავიძარი სადაც ბიჭები მეგულებოდნენ. ლუი მაინც დამეწია და ისევ შემაჩერა.
— იქ ვერ გაგიშვებ.! — მკაცრად მეუბნება ლუი.
— უკვე ძალიან დიდი ხანია იქ არიან. იქნებ დახმარება სჭირდებათ. უნდა წავიდეთ ლუი. —
— არა, არა და კიდევ ერთხელ არა. ისინი დაბრუნდებიან აი ნახავ. — მიკვირს როგორ ინარჩუნებს ლუი ასე სიმშვიდეს. მე ლამისაა შიშისგან გავაფრინო.
ისევ გზისკენ შევბრუნდი, ლუიმ მხარში ჩამავლო ხელი და გამაჩერა. ის იყო უნდა გამეპროტესტებინა, რომ მოულოდნელად სამი ჩირაღდანი გამოჩნდა. ადგილზე გავშეშდით მეც და ლუიც და ერთმანეთს გადავხედეთ. ისინი სრულიად საღსალამათები იყვნენ. ყველა მათ მისცვივდა და გადაეხვია. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, თავს უადგილო ადგილას ვგრნობდი, ამიტომ დავრწმუნდი, რომ კარგად იყვნენ და ჩემს კარავში დავბრუნდი.
***
ღამემ მშვიდად ჩაიარა. როგორც ჩანს არც არავის შეუმჩნევია ჩემი იქ არ ყოფნა. მესმოდა, როგორ საუბრობდნენ გარეთ მყოფნი. თუმცა ყური აღარ დავუგდე და ემოციებისგან დაღლილმა უბრალოდ დავიძინე.
გაგიკვირდებათ, რომ
გითხრათ, სიზმრები დიდი ხანია აღარ მესიზმრებათქო?! მას შემდეგ, რაც ალექსი დაიღუპა საბოლოოდ გაქნენ ჩემი ბედნიერი, უბედური, მხიარული და საშიში სიზმრებიც. ყოველ ღამე, დაძინების შემდეგ, მხოლოდ სიბნელეს ვხედავ. სრულიად გაუცნობიერებლად ვითიშები და ვიღვიძებ. სულ ეს არის. არც ეს ღამე იყო გამონაკლისი. სიბნელე და დილის სინათლე. ორი რამ რაც ჩაენაცვლა ერთმანეთს და ამას დამატებული კვნესა და ოხვრა ახლო მანძილიდან.
სრული ბედნიერებისთვის ეს მაკლდა, დილით ჰარის და ევას კვნესის გამო გაღვიძება. დილას მაინც როგორ არ ეზარებათ. აშკარად საკმაოდ ადრეა, ნათელ ცაზე, მზე მცხუნვარედ ანათებს, თუმცა მასთან ერთად მთვარესაც ვხედავ.
კარავი დავტოვე და სუფთა ჰაერზე გამოვედი. ყველას სძინავს ამ ორი არსების გარდა. ჯერაც ვერ ვხვდები, რატომ ვფიქრობ და მით უმეტეს რატომ ვღიზიანდები მათ გამო. ნაპირთან მივედი და ფრთხილად ჩამოვჯექი. ნეტავ თუ გვეძებენ. არ მტოვებს ამაზე ფიქრები. უკვე მეხუთე დღეა აქ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღე გამოვტოვე ფაქტია, რომ ჯერჯერობით ვერ გვიპოვეს. ან იქნებ საერთოდ არ გვეძებენ. დავიჯერო ვერავინ შეამჩნია, რომ თვითმფრინავი არ ჩაფრინდა?! რა თქმა უნდა შეამჩნიეს. ჩვენი პოვნაც მარტივად შეუძლიათ, მაგრამ ძალიან იგვიანებენ.
— ვხედავ თავს უკეთ გრძნობ. — ფიქრებიდან ხრიწიანმა, ძილისგან ბევრად დაბოხებულმა ხმამ გამომიყვანა.
— კი ბევრად უკეთ. — ისე ვუპასუხე, თვალი ჰორიზონტოსთვის არ მომიწყვეტია. არ მინდა ჰარის შევხედო.
— აქ რატომ ხარ ჯოზი!? — არ შეწყვეტს ასე მომართვას?!
— ასე ნუ მეძახი! — მკაცრად ვუთხარი და ასეთივე სახით შევხედე. სახეზე დაბნეულობა გამოესახა, თუმცა მალევე ისევ უემოციო სახე დაიბრუნა.
— ასე გქვია, ამიტომ მირჩევნია ამ სახელით მოგმართო. — თვალი ჩამიკრა და ირონიულად ჩაიცინა. ნაბიჭვარი.
— ჯო! ჯო მქვია და იცოდე, აღარ მომმართო ჯოზით. — ხმას ოდნავ ავუმაღლე. არ აქვს უფლება ასე მომმართოს. ასე მხოლოდ დედა და მამა მეძახდნენ. ალექსი კი ხუმრობით ოზის მეძახდა, რადგან ერთხელ ებიმ მოუყვა, თუ როფორ ვერ ვამბობდი ასო ჯ-ს და საკუთარ თავს ოზით მოვიხსენიებდი. მკლავზე უხეშ შეხებას გამოვყავარ ფიქრებიდან.
— მეორედ არც კი გაბედო ასეთი ტონით საუბარი!— კბილებში გამოსცრა ჰარიმ და ფეხზე მასთან ერთად წამომაყენა. ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით. სამი დღე თავს დამტრიალებდა და ახლა ისე წამომაგდო ფეხზე, ლამის თავიდან გასაკერი გავხდი.
— რა ჯანდაბაა ჰარი?! — წამოვიძახე, როდესაც სწრაფად წამიყვანა თავისი კარვისკენ. მანდ ხომ ახლა ევა იქნება?! საერთოდ არ მსურს მისი იქ დანახვა. ეს სიტუაცია უკვე გულს მირევს. ხელის გამოგლეჯვაც არ შემიძლია იმდენად მიჭერს. არ გაგიკვირდეთ თუ ჩამილურჯდება.
სიტყვის უთქმელად შემიყვანა კარავში, რომელიც სრულიად ცარიელი დამხვდა. ევა იქ არ იყო. გამიკვირდა თუმცა ვინ გაცდის ფიქრს? სწრაფად დამსხვა თავის "საწოლზე" და ჩამს წინ ჩაიმუხლა. ჩემთან ძალიან ახლოს იყო. მაისური ამიწია, რის გამოც ოდნავ შევიშმუშნე. ჯერ არ უნდა ეკითხა?! თუმცა ეს ხომ ჰარია. ჩემოდნიდან ბინტი, სპირტი და ბამბა ამოიღო და ჩემი ჭრილობის დამუშავებას შეუდგა. პროცესს ვაკვირდბოდი, ის კონცენტრირებული იყო თავის საქმეზე, შუბლი შეკრული , სუნთქვა კი ღრმა და ოდნავ აჩქარებული ჰქონდა.
— ექიმი ხარ?! — ვეკითხები ჩუმად. ჩაეცინა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. — მაშ საიდან იცი როგორ უნდა იმოქმედო და ამ ყველაფერს როგორ აკეთებ?! — ნამდვილად არ მომასვენებს ეს კითხვები.
— დედაჩემი ექიმია, ამიტომ ვიცი და თან მეც მაინტერესებს სამედიცინო სფერო. — ამოილაპარაკა და ისევ საქმე განაგრძო. — წუხელ სად გაქრი?! — ოდნავ დავიბენი, გამიკვირდა, რომ შეამჩნია.
— დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. — ვიცრუე, უბრალოდ თავს ზედმეტად ვგრძნობდი. თან მას ევა ჰყავდა იქ. ჯანდაბა ამაზე რატომ ვბრადები.
— ჰო, როგორ არა. — ჩაიცინა. — მზად იყავი, რომ სრულიად შეუიარაღებელი და თან დაჭრილი, ჩემს შესაჩერებლად წამოსულიყავი. — შემიხვია ჭრილობა და ამომხედა. — ეს ძალიან სასიამოვნო იყო, ჯოზი. — ჩუმად, თუმცა ჩემთვის გასაგებად საუბრობდა და მიახლოვდებოდა. რას ცდილობ სტაილს?!
— ეს უბრალოდ... ამას ნებისმიერის გამო გავაკეთებდი ჰარი. — რა სისულელე ვთქვი, რა თმქ უნდა ეს მხოლოდ ჰარის გამო იყო. შემეშინდა რამე არ მოსვლოდა. მან ისევ ჩაიცინა და უფრო მომიახლოვდა. ჯანდაბა ახლა უნდა მაკოცოს?! ჰო ამას ნამდვილად აპირებს. უფრო ახლოს მოიწია და მისი მარწყვივით ტუჩები, ჩემსას მოადო, არ მკოცნიდა, ჩემს პასუხს ელოდა. მინდოდა ავყოლოდი, თუმცა თავში გუშინდელი ღამის სურათი ამომიტივტივდა, შიშველი ევა და ჰარი. ეს შეცდომაა. თავი გვერდით გავწიე და თვალები დავხუჭე.
— ამას ვერ ვიზამთ ჰარი. ამოვიჩურჩულე.
— რატომ ვერ?! — ისიც ჩურჩულებდა და შუბლი შუბლზე მომაბჯინა.
— რადგან ევასთან დაგინახე. — თვალებში ჩავხედე და ჰარიც დენდარტყმულივით მომშორდა.
— ანუ შენ იყავი. — დაბნეულმა გავხედე. — გუშინ ღამით კარავში. — ოდნავ დაიძაბა და თვალებში ჩამაშტერდა.
— მე... ლუიმ მოთხრა სადაც იძინებდი. მითხრა, რომ მივლიდი და ღამეებს ათენებდი ჩემგამო. მინდოდა მადლობა გადამეხადა . მაგრამ... — ყელში ბურთი გამეჩხირა. არა არა, ოღონდ ეს არა. ის ვერ მომეწონება.
— მაგრამ შენ დაგვინახე. — რატომ ეღიმება?! ნუთუ. ნუთუ უნდოდა ისინი ერთად მენახა?! ამას რატომ აკეთებს?! — იეჭვიანე პატარა ჯოზი?! — ირონიულად მკითხა. — არადა ახლა ვიცი, როგორ გინდა მაკოცო.— ასევე ირონიულად გაიცინა. ნაბიჭვარი სტაილსი!
— მხოლოდ შენს ოცნებებში სტაილს. —ირონიულად გავუღიმე, არადა საერთოდ როგორ ვაკეთებ ამას ვერ ვხვდები. ლამისაა გული ამომივარდეს. — ახლა კი მადლობა სახვევებისთვის. — სტაილსს ხელით ვუბიძგე, ისიც ჩაცუცქული წაბორძიკდა უკან ოდნავ გადავარდა. მეც დრო ვიხელთე და გასასვლელისკენ დავიძარი. ბოლოჯერ გავხედე ჰარის. — მე სხვანაირი მეგონე ჰარი. — დანანებით ვუთხარი მანაც წარბები შეკრა.
— როგორი ?! — თითქმის ამოიჩურჩულა.
— კარგი ადამიანი მეგონე, მაგრამ დიდი ნაბიჭვარი აღმოჩნდი. — ბრაზი, წყენა და იმედგაცრუება დაეტყო სახეზე. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთ, თუმცა ეს კავშირი მე დავარღვიე და კარავი დავტოვე. მგონი ზედმეტი მომივიდა თუმცა ის მართალიცაა. მინდოდა ეკოცნა და ამის გამო თავს იდიოტად ვგრძნობ. ჩემს კარავში შევედი და ჩემი დღიური გადავშალე. "არ მომწონს! არ მომწონს! არ მომწონს! არ შეიძლება სტაილსი მოგეწონოს! ყველა ვისაც ახლოს უშვებ გტკენს, გტოვებს ან კვდება. არც ის იქნება გამონაკლისი. ის გატკენს, გაგტეხავს და მიგატივებს. ისევ გეტკინება და ამჯერად ვეღარ გადაიტან ჯოზი!"იმედია მოგეწონებათ🙏
YOU ARE READING
დაკარგულები {H.S}
Fanfictionუცხო კუნძული. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 30 გადარჩენილი. რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც 200ზე მეტი მგზავრი იჯდა, მიყრუებულ კუნძულზე ჩამოვარდება, რომლის გარშემოც, მხოლოდ ოკეანეა. შეძლებენ კი ისინი თავის გადარჩენას. იპოვიან მათ?! საინტე...