ნათება, რომელიც აშკარად გემის, ბორანის ან თუნდაც ნავის იყო, ნელნელა გვიახლოვდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი იქნებოდა, მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ ეს ჩვენი აქედან გაღწევის შანსი იყო.
გული ძალიან აჩქარებული მქონდა, მოუთმენლად ველოდი, როდის მოგვიახლოვდებოდა ის ობიექტი, რომელმაც ყველა ჩვენგანის იქ შეკრება შეძლო. ჰარი ჩემგან მარჯვნივ იდგა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. ყველა აჟიტირებული იყო. ბოლო წამს, როდესაც გვეგონა, რომ ისინი მოგვიახლოვდებოდნენ, მოულოდნელად ნათება სრულიად გაქრა, ჰორიზონტი ისევ სიბნელემ მოიცვა.
— სწრაფად ჩირაღდნები აიღეთ. — დაიღრიალა ჰენრიმ და ყველანი კარვებთან არსებული კოცონისკენ გაიქცნენ. მხოლოდ მე, ლუი, ები, ზეინი და ჰარი ვიდექით ისევ ჩვენს ადგილას და ჯერ კიდევ გაოცებულები ვუყურებდით ადგილს, სადაც წამების წინ ჩვენი ბოლო იმედი ჩაქვრა. ჩირაღდნებმა მთელი სანაპირო გაანათეს. იმდენად ნათელი იყო ყველაფერი, რომ შეუძლებელი იყო შორი მანძილიდან არ დაგენახა.
რამდენიმე საათი, სრულ სიჩუმეში გავატარეთ. ტალღების ხმას, ჩვენი სუნთქვის ხმები ერთვოდა. რამდენიმე წუთში ბოლო ჩირაღდანთან ერთად, ჩვენი იმედიგსან მანათობელი თვალებიც ჩაქვრა. ნელნელა ყველამ, ღრმა ოხვრით, შეკურთხებით, ზოგიერთმა კი ქვითინითაც, დატოვეს ნაპირი და კარვებში დაბრუნდნენ. მე კი ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ასე მარტივად რატომ დანებდბენ ჩვენზე? ფიქრები, ფიქრები და ისევ ფიქრები. ნამდვილად რაღაც ხდება.
— ნუთუ სხვა გამოსავალი არ არსებობს?! — ჩემს გვერდით მდგარ ების ვკითხე და თავი მხარზე ჩამოვადე.
— ნეტად ვიცოდე ჯო. — ამოიოხრა და მანაც ჩამომადო თავი თავზე.
— შენსა და ლუის შორის რა ხდება?! — რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ვკითხე. ვიგრძენი, როგორ აფორიაქდა.
— არც არაფერი. უბრალოდ რამდენჯერმე სექსი გვქონდა. სულ ეგ არის. — ამოიოხრა და ქვიშაზე სიმბოლოების ხატვა დაიწყო.
— და ეს შენთვის არაფერს ნიშნავდა?! ებს ვერ მომატყუებ.— თავი გავაქნია და ჩემკენ შემოვახედე. — შენ ამას არ გააკეთებდი, რაიმე რომ არ გეგრძნო. ან... ჯანდაბა ებს მან რამე დაგაძალა?! — მოულოდნელად წამოვიყვირე და ებიმაც წამში ხელები პირზე ამაფარა.
— ჯანდაბა, ჯო არა. ყველაფერი ჩემი ნებით მოხდა. უბრალოდ არ ვიცი, გესმის? არ ვიცი. აქ მხოლოდ თითქმის ცხრა დღეა ვართ და უბრალოდ ,ეს იმ მომენტებში ორივეს გვჭირდებოდა. — ამოიოხრა და ხელები პირიდან მომაცილა. თავი დავუქნიე და ჰორიზონტს გავხედე. თავში ისევ დღევანდელი დღე ამომიტივტივდა. ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ. როგორ შეიძლება, ასი პროცენტით გარდაცვლილი ადამიანის მგზავრთა სიაში ყოფნა?! ან საერთოდ რატომ იყო თვითმფრინავში ჩვენს ინფორმაციებთან ერთად ჩვენივე ფოტოები?! ძალიან უცნაურია. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ არავინ გვეძებს და პლუს ცოტა ხნის წინ გემმა ისე ჩაგვიარა, ვერც კი შენიშნა კოცონით და ჩირაღდნებით განათებული სანაპირო. აქ ნამდვილად რაღაც ხდება. თუმცა ვერ ვხვდები რა.
***
უკვე ორი კვირაზე მეტია აქ ვართ. ამ დროის განმავლობაში, თოთქოს მივეჩვიეთ აქ ყოფნას. რამდენიმე დღის წინ, ესმემ, რომელიც როგორც აღმოჩნდა ჯუნგლებში დაიკარგა, აღმოაჩინა რაღაც გამოქვაბული, რომელშიც სუფთა, დასალევად ვარგისი წყალი მოედინება. ეს კი სასიამოვნო სიახლეა, რადგან წყლის მარაგი დიდი ხანია ამოგვეწურა და წყურვილს, წვიმისგან მოპოვებული წყლით ვიკლავდით, რომელსაც წინასწარ გადავადუღებდით და დასალევადაც ვარგისი ხდებოდა. საჭმლის მოპოვებაც ცოტა გართულდა, თუმცა ამასწინათ ბიჭებმა, ჰენრის დახმარებით, რომელიც მეთევზეა, საკმაოდ ნაყოფიერად ითევზავეს და თევზიც არ გვაკლია.
ამ კუნძულმა შესძლო და ზეინი და ევა საკმაოდ დააახლოვა. ძალიან საყვარლები არიან ერთად. ების და ლუისს რაც შეეხებათ, ისინიც ახლოს არიან, თუმცა წყვილს ვერ ვუწოდებთ. ჰარის რაც შეეხება, უკვე მთელი კვირაა არ ვკონტაქტობთ. ჩვენი დიალოგი, "გამარჯობა", "ჭრილობას შეგიმოწმებ" ან " დღეს წყალი ჯომ უნდა მოიტანოს" მხოლოდ ამით შემოიფარგლება. უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის კოცნა მისთვის ნამდვილდ არაფერს ნიშნავდა. მეც ასე ვფიქრობ. რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი?! ეს კუნძული არ არის ის ადგილი, სადაც გრძნობების გაჩენა შეიძლება. როცა აქედან გავაღწევთ, ყველანი ჩვენს გზაზე წავალთ და ფაქტია, რომ ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით, გრნობები კი ნამდვილად უადგილო იქნება. ჯანდაბა ვის ვატყუებ, მისი უყურადღებობა გულს მწყვეტს. თუმცა მე ამას ვერ შევცვლი.
ყველანი კარგები არიან, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი რიჩარდზე, რომელიც ცდილობს, რომ რეიჩელი ჩამოგვაშოროს, თან ზოგიერთებს ტვინი აურიოს და ჩვენს, განსაკუთრებით კი ჰარის, წინააღმდეგ განაწყოს. თუმცა ჯერჯერობით დიდას არ გამოსდის.
— ჰეი. — ნაცნობი ხმა მესალმება, თუმცა მისკენ მიბრუნების სურვილი ოდნავადაც არ მაქვს. ხელი ავუწიე ისე, რომ ჩემი საქმისთვის თავი არ დამინებებია და ხილის გარჩევა განვაგრძე. თვითმფრინავის ერთ-ერთ კაბინაში ბიჭებმა რამდენიმე დანა და რაღაც ნივთები იპოვეს. ეს დანა კი ნამდვილდ დამჭირდა.
— ძალიან იღლები, მინდა დაგეხმარო. — გვერდით მომიდგა რიჩარდი და მოუთმენლად დაელოდა ჩემს პასუხს.
— არა გმადლობ. ეს ჩემი საქმეა. სჯობს შენ შენი უსაქმურობით დაკავდე. — სარკასტულად გავუღიმე და საქმეს მივუბრუნდი. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ სამქიანობები გადაგვენაწილებინა. ყველამ რაღაც საქმე გავინაწილეთ, მე კი ჩემს თავზე საკვების განაწილება ავიღე. ყველაფერი საათობრივად დავყავი. დილას თევზი, შუადღისკენ ხილი, ხოლო საღამო ხანს ბოსტნეული, რომელიც ასევე ტყეში ვიპოვეთ. ყველანი გაოცებულები ვიყავით, როდესაც შუაგულ ჯუნგლებში, ბოსტნეული აღმოვაჩინეთ.
— ჩემთან ასეთი საუბარი არ გაგივა, ეს იცი არა?! — რიჩარდი სახიფათოდ მომიახლოვდა და ჩემს ყურთან დაისისინა. — შენ არც კი იცი ვინ გადაიმტერე, ჯოზი. — დანა ხელიდან გამივარდა და ლამის კანკალი დავიწყე. ეს კაცი პირველივე დღიდან მაშინებდა, თუმცა ახლა განსაკუთრებულად სასტიკად გამოიყურება. საკმაოდ ბოროტული ღიმილი აღებეჭდა სახეზე და გადაიხარხარა. უკან დაიხია და თავისი ცოლისკენ დაიძრა. ერთხელ გამომხედა, თვალი ჩამიკრა და ხეებში გაუჩინარდა.
ახლა რა ჯანდაბა მოხდა?! ის კაცი ფაქტობრივად დამემუქრა, მხოლოდ იმის გამო, რომ ყურადღება მის უსაქმურობაზე გავუმახვილე. განერვიულებულმა, ვერც კი შევნიშნე როდის მომახლოვდა ვიღაც და ძირს დავარდნილი დანა ხელში დამაჭერინა. ნაილი გვერდით ამომიდგა და თვალების წინ ხელი ამიფრიალა, რადგან ჯერ კიდევ გაშტერებული ვიყრურებოდი.
— ყველაფერი რიგზეა?! — მეკითხება ნაილი და მანგოს ერთ ნაჭერს, ვითომ შეუმჩნევლად იპარავს, რაზეც თვალებს ვატრიალებ.
— კი ნაილ კარგად ვარ, თუმცა არამგონია შენ კარგად იქნე, თუ ხელებს არ დააოკებ. — სიცილით ვუთხარი და წინ დანა ავუფრიალე.
— სახიფათო ქალი ხარ, ჯო. — სიცილით მითხრა, დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია და საქმის დასრულების შემდეგ, ხილის ჩამორიგებაში დამეხმარა.
ნაილს, ლუის, ლიამს, ზეინს, ევას, ლეას და რეიჩელს, საკმაოდ დავუახლოვდი. ამ დღის ბოლოს, ყველანი ერთად ვისხედით გვიან ღამემდე კოცონთან, ჰარის და ების დამატებით რა თქმა უნდა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს თავებზე რაღაცები მოგვეყოლა. როგორც გაირკვა, ბიჭებმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა საშუალო სკოლაში სწავლობდნენ. ჰარი მათ შორის ყველაზე უმცროსია, ლუი კი ყველაზე უფროსი. მუსიკა უყვართ, გიტარაც მოჰქონდათ, თუმცა ბარგის გარკვეული ნაწილი, თვითმფრინავის იმ მხარეს იყო, რომელიც პირველი მოსწყდა და გაურკვეველი მიმართულებით ჩამოვარდა.
ლეა ფლორისტია, ყველა მცენარეს სცნობს. თურმე ლონდონში დიდი ყვავილების ბაღი აქვს და ასევე უდიდესი სათბური, რომელშიც სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული და მცენარე აქვს.
რეიჩელი დიზაინერია, თუმცა მას შემდეგ. რაც დაოჯახდა, აღარ მუშაობს თავისი პროფესიით და დიასახლისობა შეითავსა. ესეც ნაბიჭვარი რიჩარდის ნამოქმედარია.
ევა ფოტომოდელია. საკმაოდ კარგი აღნაგობა აქვს. როგორც გაირკვა, ჩიკაგოში ფეშენ შოუს გამო ჩადიოდა, პირველად უნდა გაევლო პოდიუმზე და თავის კარიერაში ახალი ნაბიჯები გადაედგა.
ლიამი მზარეულია, საკუთარი რესტორანი აქვს და ჩიკაგოში ახალი ფილიალის გახნას აპირებდა.
ზეინი ეკონომისტია. მამამისის ბიზნესს უდგას სათავეში.
ლუი და ნაილი ადვოკატები არიან. ხშირად ყოფილან ერთმანეთის კონკურენტები და თურმე ერთ-ერთ სასამართლოზე იმდენი ქნეს, რომ ორივეს დაცვის ქვეშ მყოფი დააპატიმრებინეს, რადგან ორივე დამნაშავე იყო.
რაც შესხება ჰარის, ბევრი არაფერი უთქვამს. გავიგე, რომ ხატავს, ასევე ფოტოგრაფია და თავისი სახელოსნო აქვს. უნდოდა, თავისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, თუმცა ახლა აქ ვართ.
ები კი სტიუარდესაა, თუმცა ის არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ საავიაციო უნივერსიტეტი დაამთავრა.
— აბა ჯო, შენზე რას გვეტყვი?! — მეკითხება ლიამი და ყველას მზერა ჩემკენ ინაცვლება. კოცონის შუქზე, ყველას სახეს ვხედავ, თუმცა თვალები ჰარიე მიშტერდება. იმდენად ლამაზია, რომ შემიძლია მთელი დღე დავჯდე და ვუყურო. თუმცა ვაანალიზებ, რომ უამრავი ადამიანი მაკვირდება და მას თვალს ვაცილებ, მაგრამ მაინც მოვასწარი მენახა, როგორ ჩახარა თავი და საყვარლად ჩაიცინა.
— საინტერესო ცხოვრება არ მაქვს, ლიამ. ჟურნალისტი სტაჟიორი ვარ ვოგის ჟურნალში. — მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე.
— ჰეი იმას რატომ არ ამბობ, რომ მოციგურავე ხარ?! — ები გამომიხტა და ხმამაღლა შემომძახა. მის ამ საქციელზე გამეცინა. ის ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ რამდენიმეჯერ ჩემპიონატში გავიმარჯვე და სახლში ოქროს და ვერცხლის მედლები გამომიფინა კედლებზე.
— ვაუ, მართლა?! — აჟიტირებულმა წამოიძახა ევამ და დაელოდა, როდის მოვყვებოდი ყველაფერს.
— კი, კი მართლა. — გამეცინა მის რეაქციაზე. — ბავშვობიდან მიყვარდა ყინულზე ციგურებით სრიალი. ამიტომ დედამ გადაწყვიტა, რომ ოცნების ასეულებაში დამხმარებოდა და როდესაც ათის ვიყავი, პირველად მიმიყვანა ყინულის მოედანზე, რომ ყველაფერი მესწავლა. პლუს ამას ცეკვაც მეხერხებოდა და ამან ხელიც შემიწყო, ამიტომ დღემდე არ დამინებებია თავი სრიალისთვის. პატარ-პატარა კონკურსებში ვმონაწილეობ ხოლმე. — მოგონებებზე ისევ გამეღიმა. თუმცა ისევ ებიმ გამაწყვეტინა ფიქრი.
— ბარემ ისიც თქვი, რომ წელს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ისრიალო. — ამაყად შემოჰკრა ტაში, თუმცა როდესაც ჩემი გამომეტყველება დაიჭირა წამში შეეცვალა სახე.
— რა მოხდა ჯო?! — მკითხა რეიჩელმა.
— თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აქ უკვე ორ კვირაზე მეტია ვართ. ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი უკვე რამდენიმე დღის წინ იყო და მე ის გამოვტოვე. — ნაძალადევად გავიღიმე, თუმცა სწრაფად შევცვალე თემა და უფრო მნიშვნელოვანი თემა წამოვჭერი.
— იცით, უცნაურად მეჩვენება ის ყველაფერი, რაც ჩვენ გადაგვხდა.— მშვიდად დავიწყე საუბარი.
— რას გულისხმობ?! — ინტერესით გამომხედა ზეინმა.
— იმას ვგულისხმობ, რომ უკვე დიდი ხანია აქ ვართ და დავიჯერო ვერავინ გვიპოვა?! დაუკვირდით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მიმართულებით ვმოძრაობდით, რამდენიმე საათის ფრენის შემდეგ, კი გავუჩინარდით. წესით კოორდინატების დადგენა არ უნდა გასჭირდვებოდათ . — ამოვიოხრე და მათ გავხედე. — მგონია, რომ არავინ გვეძებს. —
— ასე რატომ ფიქრობ?! — საუბარში ები ჩაერთო.
— ები, შენ სტიუარდესა ხარ და საავიაციოზე სწავლობდი. არაერთხელ გიმოგზაურია. ოდესმე გინახავს, რომ მგზავრების ინფრომაციები ფურცელზე ჰქონოდათ დატანილი, მათ ფოტოებთან ერთად და ერთ-ერთი მათგანი, საერთოდაც გარდაცვლილი ადამიანის ინფორმაცია ყლფილიყო?! — ების მივუბრუნდი, ის დაიბნა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. — ზუსტად ებს. ამას ვამბობ მეც, აქ რაღაც ხდება და ჩვენ ასე უმოქმედოთ არ უნდა ვიყოთ.—
— ჯო მართალია. — ამ დროის განმავლობაში ჰარიმ პირველად ამოიღო ხმა. — აქ რაღაც მიზეზის გამო ვართ. უნდა გავარკვიოთ ეს მიზეზიც და ისიც, აქედან როგორ გავაღწიოთ, თანაც ცოცხლებმა. — ჰარიმ ბოლოს ამოიჩურჩულა, თუმცა ყველამ გავიგონეთ. მან თვალებში შემომხედა და აი ახლა, ნამდვილად მივხვდი, რომ აქ შემთხვევით არ მოვმხდარვართ.
YOU ARE READING
დაკარგულები {H.S}
Fanfictionუცხო კუნძული. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 30 გადარჩენილი. რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც 200ზე მეტი მგზავრი იჯდა, მიყრუებულ კუნძულზე ჩამოვარდება, რომლის გარშემოც, მხოლოდ ოკეანეა. შეძლებენ კი ისინი თავის გადარჩენას. იპოვიან მათ?! საინტე...