აღმოჩენა

149 23 0
                                    

კატასტროფამდე ერთი თვით ადრე.

Harry's Pov.

დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი ცხოვრების სიყვარულს, კლარისის ხელი უნდა ვთხოვო. ჯანდაბა, დიდი ხანია ასე ძალიან არ მინერვიულია. მაშინებს ის ფაქტი, რომ მისთვის საკმარისად კარგი არ ვარ. ისიც, რომ შეიძლება ისე ვერ გავაბედნიერო, როგორც ის ამას იმსახურებს.
სახელოსნოდან აღელვებული გამოვედი და იმ ადგილას მივედი, სადაც კლარისი უნდა მოსულიყო. დიდად რომანტიკოსი არ ვარ, თუმცა გუგლის და ბიჭების დახმარებით ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოვიდა. ბუშტები, ჩვენი საერთო ფოტოები, ვარდები და ლამაზი განათება. ჩვენი ყველა მეგობარი და რაც მთავარია, ბეჭედი.
საღამოს რვა საათიც დადგა და მაშინათვე გამოჩნდა კარებში თვალებ ახვეული კლარისი და მას გვერდით კი ბეტი ედგა.
სინათლე ყველგან გავთიშეთ, ცალ მუხლზე დავდექი, ბეჭედი გავხსენი და დაველოდე, როდის მოიხსნიდა კლარისი სახვევს. და რა წამსაც ეს მოხდა და მე დამინახა სახეზე ხელები აიფარა.
— ღმერთო ჰარი. — ამოიჩურჩულა და ადგილს მიეყინა.
— ძვირფასო, უკვე თითქმის ორი წელია ერთმანეთს ვხვდებით. ბავშვობაშიც ვმეგობრობდით და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მე შენ მიყვარხარ, მთელი გულით და ახლა კი, აქ, ჩვენი მეგობრების გარემოცვაში მინდა ეს ნაბიჯი გადმოვდგა. — ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში ჩავხედე. — კლარის, ცოლად გამომყვები?! — ღიმილით შევხედე და მის ემოციებს დავაკვირდი, რომლებიც საერთოდაც არ გამოუხატავს. ღიმილი სახეზე მაშინ შემახმა, როდესაც ნელნელა უკან დახევა დაიწყო. თავი გააქნია და კარებისკენ დაიძრა. ფეხზე წამოვხტი და გავყევი. — კლარის, რა ჯანდაბაა?!
— მაპტიე , ჰარი. კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ საკმარისად არ მიყვარხარ იმისთვის, რომ ცოლად გამოგყვე. — ეს თქვა თუ არა უცერემონიოდ დატოვა გაოგნებული ხალხით სავსე ოთახი. მაგრამ ვის ვჩივი. მე დამტოვა.
ბიჭებთან ერთად ჩიკაგოში წასვლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ხელის თხოვნიდან ორი დღის შემდეგ, კლარისას სახლში მივაკითხე. კარები ჩემი გასაღებით გავხსენი და მისი ოთახისკენ დავიძარი. ნეტავ საერთოდ არ მივსულიყავი. ის თავის "მეგობართან" ერთად იწვა საწოლში, სრულიად შიშველი. იმ დღის შემდეგ სიყვარულზე ხელი სამუდამოდ ჩავიქნიე.
***

დაკარგულები {H.S}Where stories live. Discover now