წყეული რვა დღე გავიდა, რაც ამ კუნძულზე ვართ. ჩვეულებრივ, ამ დროისთვის, უკვე საძებნელად წამოსულებიც უნდა იყვნენ და ჩვენც უკან დაბრუნებულები. თუმცა ასე არ ხდება. უკვე ეჭვები მიბყრობს. თვითმფრინავში ორასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და მხოლოდ ოცდაათი გადავრჩით. თუმცა ტომს, რომელიც კაპიტნის დამხმარე იყო, თუ დავუჯერებთ, შესაძლოა თვითმფრინავის უკანა ნაწილიდან, რომელიც არც ვიცით სად ჩამოვარდა, კიდევ იყოს ვინმე გადარჩენილი.
საკვები ნელნელა გვიმთავრდება. ისევე, როგორც წყალი და ტკივილგამაყუჩებლები. უმეტესად მე ვიყენებ, რადგან ჰარის გაკერილი ჭრილობა ხშირად მაწუხებს. რაც შეეხება მას. სამი დღე გავიდა იმ საუბრიდან, მას შემდეგ კი თავს მარიდებს, თუ სადმე დამინახავს, მაშინათვე სწყდება ადგილს. ჩემს გრძნობებში ნელნელა ვრწმუნდები. მე ის მომწონს. თუმცა იმდენად ვარ მასზე ნაწყენი და მისით იმედგაცრუებული, რომ ეს ყველაფერი თითქოს მოწონებას წონის. თავს კი სულ ერთ რამეს ვუმეორებ: ეს სიყვარულის ან მოწონების ადგილი არ არის! ვფიქრობ მეხმარება კიდეც.
— ჯო, ჯო. — ქოშინით შემოდის ჩემს კარავში რეიჩელი. ის 27 წლისაა, მუქი წითელი თმები, ჭორფლები და თაფლისფერი თვალები აქვს, მისი ქმარი რიჩარდიც გადაურჩა კატასტროფას. ის ძალიან უცნაური და საშიში ადამიანია. მისგან თავს შორს ვიჭერ, რადგან მაშინებს.
— რეი, ყველაფერი რიგზეა?! — თბილად ვკითხე და ფრთხილად წამოვდექი.
— ოუ, კი ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ჰარიმ გვთხოვა, რომ ყველა შეგვეკრიბა თვითმფრინავის ნაწილთან, ხომ ხვდები სადაც. — დამწუხრებულმა ამოილაპარაკა, ეს ის ნაწილია, რომელშიც დაღუპულების ცხედრები ასვენია.
— მადლობა რეიჩელ, მიდი და მეც მალევე მოვალ. — თავი დამიკრა და კარავი დატოვა. საინტერესოა ჰარი იქ რატომ გვიბარებს. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენ რომელიღაცა ტომის წევრები ვართ, ჰარი კი ჩვენი ბელადია. სასაცილოა, ზუსტად ასე იქცევა. ალბათ მალე მოსალმების ფორმებსა და ჰიმნსაც გაგვაცნობ. ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და კარავი დავტოვე. მანამ კი საგულდაგულოდ დავმალე ჩემი დღიური. გარეთ გასულმა პირველი ევა შევნიშნე. გამიღიმა, თვი უხერულად დამიკრა და ხალხს შეუერთდა.
— ფიქრობ იცის, რომ ისინი დაინახე?! — გვერდით ები მომიდგა და მხარზე ხელი გადამხვია.
— არ ვიცი, შესაძლოა— მხრები ავიჩეჩე და თავი ჩამოვადე. ზოგადად ების არაფერს ვუმალავ. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. მისი რეაქცია ისეთივე იყო, როგორც ძირითადად. გაუკვირდა, გაოცდა, პირი დააღო ბოლოს კი ჰარის და ევას კარგადაც აგინა. ჩემი გოგოა!
ადგილზე მალევე მივედით. უკვე ყველანი იქ იყვნენ და ჩვენ გველოდნენ.
— მაპატიეთ, რომ ასე მოულოდნელად და გაუფრთხილებლად გიხმეთ აქ, მაგრამ მე და ბიჭებმა რაღაც მოვიფიქრეთ. — საუბარი წამოიწყო ჰარიმ და ბიჭებისკენ გაიხედა. ნაილი, ლუი, ლიამი და ზეინი ერთად იდგნენ ჰარის გასწვრივ და ჰარის უყურებდნენ. არა ვიტყუები, მხოლოდ ლიამი და ნაილი უყურებდნენ "ხოლმე" ჰარის. ზეინი და ლუი კი ბრბოში იყურებოდნენ. ძალიან დავიძაბე, როდესაც ლუის მზერა დავიჭირე, თუმცა ოდნავ დავწყნარდი, როცა მივხვდი, რომ ის მე კი არა ების უყურებდა. არც ეს უკანასკნელი აცილებდა თვალს. კარგით, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. შემდეგ ზეინს მივუბრუნდი და დავინახე, როგორ უყურებდა რეიჩელს. აი ეს კი ნამდვილდ არ დასრულდება კარგად. რიჩარდი განრისხდება. ყურადღება ისევ ჰარისკენ გადავიტანე, როდესაც სიტუაცია გაგვაცნო.
— გადავწყვიტეთ, რომ გარდაცვლილებს პატივი მივაგოთ. და რადგანაც ცხოველები მუდმივად აქ ტრიალებენ სჯობს, — ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა, ხელში საწვავი აიღო და თვითმფრინავის ნაწილისკენ დაიძრა. — სჯობს დავწვათ. ასე ჩვენც დაცულები ვიქნებით და ცხოველებიც აღარ იბრძოლებენ მათ გამო. — ვხედავდი, როგორ უჭირდა სიტყვების წარმოთქმა. ყველანი დავეთანხმეთ ამ გადაწყვეტილებას. ჰარიმ და ბიჭებმა საწვავი ყველგან მიასხეს და სანამ ცეცხლს წაუკიდებნენ ლიამმა საუბარი წამოიწყო.
— ჩვენ მათი სია გვაქვს, ვინც თვითმფრინავში იჯდა და ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათ სახელებსა და მოკლე ინფორმაციებს ამოვიკითხავთ, პატივის მისაგებად. — ლიამის ამ აზრსაც ყველანი დავეთანხმეთ.
160 ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს საშინელებაა. უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა. რამდენიმე ხნიერი, ორი ფეხმძიმე და ცამეტი არასრულწლოვანი. ლაიამი სახელებს კითხულობდა, როდესაც ერთ-ერთის ამოკითხვისას გავშეშდი და ლამის გულმა ძგერა შეწყვიტა. გავიგონე ის სახელი და გვარი, რომლებიც შეუძლებელი იყო იქ ყოფილიყო. ყველაფერი ემთხვეოდა. დაბადების თარიღიც კი.
— ალექს გრეისონი. 23 წლის. თერთმეტ ოქტომბერს დაიბადა, მანჩესტერში. პროფესიით ჟურნალისტი იყო. — ამოიკითხა ლიამმა და მე ლამის იქვე განვუტევე სული.
— შეუძლებელია. — ამოვიხავლე და ების გავხედე, რომელიც ჩემსავით გაშტერებული იდგა და ცდილობდა, გაეანალიზებინა რა ჯანდაბა ხდებოდა. სინამდვილეში, ეს მეც მაინტერესებს.
— ჯო?! რამე მოხდა?! — მეკითხება ევა და ჩემს გვერდით ჩნდება წამში. მე ხმას ვერ ვიღებ. არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს. ლიამისკენ დავიძარი და ფურცლები ხელიდან გამოვგლიჯე. ეს უნდა მენახა, ჩემი თვალით უნდა მენახა. ფურცლებიდან მისი ჩანაწერი მოვძებნე და თავიდან გადავიკითხე. გვერდით ები და ევა ამომიდგნენ. დანარჩენები კი გაოცებულები მიყურებდნენ.
— ეს.. ეს შეუძლებელია. — ების გავხედე. — ებ.ბი შეხედე, ეს... როგორ შეიძლება ასეთი დამთხვევა.— ებიმ ფურცელს დახედა და ამოიოხრა, როდესაც ფურცელზე ალექსის ფოტოზე მიმითითა. თვალებს ვერ ვუჯერებდი. უკან დახევა დავიწყე, თვალს ვერ ვაშორებდი თვითმფრინავის ნაწილს, რომელიც ცეცხლის ალში იყო და რომელშიც ჩემი "გარდაცვლილი" ყოფილი იწვოდა. ადგილს მოვშორდი და ბოლომდე ვაიგნორებდი ჩემი სახელის ძალის. ბოლოს გავიგე, როგორ უთხრა ებიმ ყველას, რომ ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა და ის აუხსნიდა ყველაფერს ბიჭებს და ევას. მისი მადლობელი ვარ, ყოველთვის იცის, როგორ დამიხსნას სიტუაციიდან.
***
YOU ARE READING
დაკარგულები {H.S}
Fanfictionუცხო კუნძული. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 30 გადარჩენილი. რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც 200ზე მეტი მგზავრი იჯდა, მიყრუებულ კუნძულზე ჩამოვარდება, რომლის გარშემოც, მხოლოდ ოკეანეა. შეძლებენ კი ისინი თავის გადარჩენას. იპოვიან მათ?! საინტე...