Jo's Pov.
თითქმის სამი დღის განმავლობაში, ნორმალურად არ მძინებია. შეხვეული, ატკიებული მხარი იმდენად გაუსაძლისად მტკიოდა, რომ თვალის მოხუჭვაც მიჭირდა. ახლა, კი საყვარელი კაცის მკლავებში მძინავს და ისე ძლიერად მიკრავს გულში, საცაა გავიგუდები. ოდნავ წამოვიწიე და მისი სახის დაკვირვებას შევუდექი. თვენახევრის განმავლობაში, ამ ბიჭმა იმდენი გააკეთა, რომ თავდავიწყებით შემაყვარა თავი. ის საშინელი ღამეები მასზე ფიქრმა და მისი ჩახუტების მოლოდინმა გადამატანინა.
ჰარის თმებს ნაზად შევეხე, შემდეგ შუბლს, თვალებს, ლოყებს, ცხვირს და ბოლოს ტუჩებს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, თავიდან ვინმეს რომ ეთქვა, ჰარი შეგიყვარებს ან შეუყვარდებიო, სასტიკად დავცინებდი და თან გავუბრაზდებოდი, ბიჭი, რომელმაც მაწყენინა, როგორ უნდა შემიყვარდესთქო.
მაგრამ ახლა ის ჩემს გვერდით წევს.
სხეული დაეძაბა. აშკარად ეღვიძა, თუმცა არც თვალებს ახელდა და არც ინძრეოდა.
— ვიცი, რომ გღვიძავს. — ვუთხარი და თმაზე მოვეფერე. — ჰარი. — ისევ ჩუმად არის. — ჰარი სტაილს. — მკაცრად ვუთხარი.
— ჰო, არ მძინავს. — ამოიჩურჩულა, ისევ გაუნძრევლად იწვა.
— მაშინ შემომხედე. — უარის ნიშნად თავი გააქნია. რაღაც სჭირს.
— გთხოვ, ჰარი. თვალები გაახილე. — უკვე ხვეწნა-მუდარა დავიწყე. ის ისევ თავს აქნევს.
— მეშინია. — ამოიჩურჩულა. მე კი სუნთქვა შემეკრა.
— რისი გეშინია ჰარი?! — წამოვჯექი და მას ვუყურებდი.
— რომ გაქრები. — ამოიოხრა. — მეშინია, რომ გაქრები და ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იქნება. — იცით ამ დროს რა დამემართა?! ნამდვილად ადგილზე მოვკვდი. ჩემდა უნებურად, მას გული ვატკინე. ჯანდაბა მას მკვდარი ვეგონე და მაშინ, როდესაც საბოლოოდ გამომემშვიდობა, უეცრად გამოვეცხადე. გაუაზრებლად გადმომცვივდა ცრემლები. ისევე როგორც მას. ავატირე კიდეც.
— ასე ნუ ამბობ, გთხოვ. — ხელები ლოყებზე დავადე და მივუახლოვდი. — ეს რეალობაა ჰარი და მე არ გავქრები. გთხოვ, უბრალოდ შემომხედე.—ამოვიტირე. ნელნელა თვალები გაახილა და მისი მწვანე თვალების ნაცვლად, ჩაწითლებულ, უსიცოცხლო, ამღვრეულ მზერას შევეჩეხე. ამ მდგომარეობამდე როგორ მივიყვანე?! — მე აქ ვარ ჰარი, შენთან ვარ და არსად ვაპირებ წასვლას— შებლი შუბლზე მივადე. — გპირდები. — ამოვიჩურჩულე და უფრო მივიწიე, მინდოდა მეკოცნა და მეჩვენებინა, როგორ ძლიერ მინდოდა მის გვერდით ყოფნა. რომ არასოდეს დავტივებდი და ასეც მოვიქეცი. ნაზად შევეხე მის ტუჩებს. თუმცა მას არ უკოცნია.
— არ შემიძლია. — ამოიოხრა, უკან დაიხია, საწოლიდან წამოდგა, ჩაიცვა და თავჩახრილი კარებისკენ დაიძრა. — დაბლა დაგელოდებით, ბევრი რამ უნდა ააგვიხსნა. — კარები გაიხურა და დამტოვა მარტო. საკუთარ გაუბედურებულ სულთან და ცრემლების ლამის ოკეანესთან, რომელიც არადა არ წყვეტდა დენას. უკვე მთელი ხმით ვტიროდი, შიშველ სხეულზე ზეწარი, მჭიდროდ მქონდა მოფარებული, დაშავებული მკლავის ტკივილიც კი არაფერი იყო, ჩემი გულის ტკივილთან შედარებით.
ალბათ იმდენად ხმამაღლა ვტიროდი, რომ იმ ადამიანმაც გაიგონა, ვინც ამ წამს ოთახის კარები შემოახო და ადგილზე ლამის გონება დაკარგა.
— ჯ.ჯო?! — ამოიჩურჩულა სრულიად განადგურებულმა, , ევამ. — ცოცხალი ხარ. — ამოიტირა და ჩემთან მოვარდა. ძლიერად მეხუტებოდა. — ნამდვილი ხარ? არ მეჩვენები? ნამდვილად აქ ხარ? ჯანდაბა მკვდარი გვეგონე, იცი რა გადავიტანეთ? ჯერ კიდევ გუშინ იმ რაღაც სულელურ მიწის გროვასთან, რომელიც შენი საფლავია, გამოგემშვიდობეთ. — ყვიროდა და თან სახეზე მათვალიერებდა.
— არ გეჩვენები ევა, მე ვარ. — თავი დავხარე, თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
— ცოცხალი ხარ . — ისევ ჩამეხუტა. რა მდგომარეობამდე მივიყვანე ჩემი საყვარელი ადამიანები.
— ნეტავ არ ვიყო. — ამოვიჩურჩულე და ისიც წამში მომშორდა. ნამდვილად გაბრაზებული იყო. ცრემლები უხეშად მოიწმინდა და წამოდგა.
— ამ ყველაფრის მერე ამას როგორ ამბობ ჯო? — ვერაფერს ვამბობდი, ან რა უნდა მეთქვა?! ისიც და ჰარიც, მართლები არიან და ღირსიც ვარ, რომ ზედაც არ მიყურებენ.
ევა ბოლთას სცემდა მთელს ოთახში. თუმცა მას ყურადღებას არც კი ვაქცევდი. მთელი ეს დრო თვალწინ განადგურებული ჰარი მედგა. ეშინოდა, რომ გავქრებოდი, რადგან გუშინ გამომემშვიდობა. ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოსთქვა, გულის ამაჩუყებელი იყო. დიახ, მესმოდა, მეტიც მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა, მეღრიალა ცოცხალი ვარ გაჩერდითთქი, მაგრამ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი. როცა კოტეჯში დავბრუნდი, ვიცოდი რომ ჰარი იქ დიდხანს არ დარჩებოდა და მის ოთახში ველოდი. თუმცა ის აქ იყო. ჩემს საწოლთან და თავის თავს აღარ ჰგავდა. ღამით მისი გავხდი, ყოველ შეხებაზე ვგრძნობდი, რამდენად ვჭირდებოდი და მეც ისევე მჭირდებოდა ის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ასე დამტოვა, წამითაც არ ვნანობ გასულ ღამეს. მე ის მიყვარს და ვიცი, დრო სჭირდება შესაგუებლად.
— რა ჯანდაბა დაგემართა ჯო? — ევამ მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ სრულიად შიშველი, ზეწარ შემოხვეული, ერთ ადგილას გაშტერებული ვიჯექი საწოლში, რომელშიც წუთების წინ საყვარელმა კაცმა დამტოვა.
— ახლა ნამდვილად მკვდარი ვარ, ევა. — ტირილისგან ყელი იმდენად მტკივა, რომ ძლივს ვსაუბრობ. — ისიც კი არ ვიცი, გული საერთოდ მიცემს თუ არა. — ამღვრეული თვალებით ავხედე და წამში, მოსალოდნელზე უფრო სწრაფას მომეხვია.
— რა მოხდა ჯო? რა დაგემართა ძვირფასო. — თმებზე მეფერებოდა.
— წავიდა ევა. უბრალოდ თქვა 'არ შემიძლია' ადგა და ასე უბრალოდ წავიდა. — ახლა გავაცნობიერე, რამდენად უსუსური არსება ვიყავი. რას ველოდი?! დავბრუნდებოდი და ჰარი უბრალოდ გულში ჩამიკრავდა, ისე თითქოს სამი დღე ჩემს გლოვაში არ გაეტარებინა.
რამდენიმე წუთიანი ჩახუტების და ძლივს დაწყნარების შემდეგ, დაბლიდან უამრავი ადამიანს საუბრის ხმა ამოდიოდა. ანუ უკვე აქ არიან. ევამ უბრალოდ, სიტყვის უთქმელად, ტანსაცმელი მომიტანა. ჩაცმაში დამეხმარა, მხრის გამო. როგორც კი ოდნავ ადამიანს დავემსგავსე, რომელსაც შეხვეული მხარი, ჩაწითლებული თვალები და გახეთქილი ტუჩი ჰქონდა, ევასთან ერთად ოთახი დავტოვე.
ასე არასდროს გაწელილა დერეფანი, რომელიც არც ისე გრძელი იყო. ევას ჩემი ხელი ეჭირა და გადაადგილებაში მეხმარებოდა, რაც ჯერ კიდევ მიჭირდა რამდენიმე მიზეზის გამო. როგორც კი კიბეებს მივუახლოვდით, მთელი სხეულით ავკანკალდი. მიჭირდა თავის მოთოკვა. ისე ვნერვიულობდი, თითქოს ჩემთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ. მაგრამ ჯანდაბა, ასეც იყო. თუ ჰარის რეაქცია, ჩემი მიტოვება იყო, წარმომიდგენია სხვები რას იზამენ.
ჩემს გვერდით მგომ ევას კიდევ ერთხელ გადავხედე, შემდეგ კი ფრთხილად ჩავუყევით კიბეებს. რამდენიმე წუთში უამრავი ადამიანის მზერე ჩემკენ იყო მომართული. შენელებული კადრივით იყო, ემოციები კი იცვლებოდა, სახეზე ყველას ეტყობოდა დაბნეულობა, გაოცება, ტკივილი, სიბრაზეც კი.
— ჯო?! — სუნთქვას ამოაყოლა რეიჩელმა.
— ეეს როგორ?! — ზეინის ხმაც გაისმა ოთახში.
— მგონი მოლანდებები დამეწყო. — გაშტერებული მიყურებდა ლუი, რომლის სიტყვებზეც ლიამმა და ნაილმა დაბღვერილებმა გახედეს. იქვე კითხეში ჰარი იჯდა და თავი ჩახრილი ჰქონდა. თვალებით კი ჩემს საუკეთესო მეგობარს ვეძებდი, რომელიც ლუის გვერდით დავლანდე. გაშტერებული მიყურებდა. წამწამებსაც კი არ ახამხამებდა, სახეზეც არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. სანამ საუბარს დავიწყებდი, ევა ზეინს მიუდგა, მეც დაბლა ჩავედი.
— დროა ყველაფერი მოგვიყვე ჯო. — ლიამმა მკრთალად გამიღიმა და დამეხმარა, რომ იქვე სავარძელში ჩავმჯდარიყავი. ახლახან შეამჩნია ჰარიმაც, ჩემი ფიზიკური მდგომარეობა.
— პირველ რიგში მაპატიეთ. მინდა, რომ ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვეთ და არ შემაწყვეტინოთ. გთხოვთ. — ყველა დამეთანხმა და მეც ამბის მოყოლა დავიწყე იმ წამიდან, როდესაც ჰენრიმ
მესროლა.
YOU ARE READING
დაკარგულები {H.S}
Fanficუცხო კუნძული. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი. 30 გადარჩენილი. რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც 200ზე მეტი მგზავრი იჯდა, მიყრუებულ კუნძულზე ჩამოვარდება, რომლის გარშემოც, მხოლოდ ოკეანეა. შეძლებენ კი ისინი თავის გადარჩენას. იპოვიან მათ?! საინტე...