თავი 1

972 34 4
                                    


- ნიტა რაღაც უნდა გითხრა. - ამბობს კოკა და ცივი მზერით მიყურებს. მას ასეთი სახით არასდროს შემოუხედავს. რა საკვირველია ის ხომ ჩემი შეყვარებული იყო.

- რა მოხდა კოკა? ძალიან მაშინებს ეს შენი ცივი მზერა. - ვთქვი და მას თვალებში ჩავხედე.

- მოკლედ აღარ მიყვარხარ. - მითხრა და წავიდა. გული საშინლად მტკიოდა. არ ვიცოდი ეს ტკივილი როგორ გამეყუჩებინა. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. ეს ცრემლები სულაც არ მაინტერესებდა. ახლა უბრალოდ მსურდა რომ კოკა ისევ ჩემთან ყოფილიყო. მაგრამ მან მიმატოვა.ამ წამს დამტოვა.

ზღვას გავხედე მზე ჩასვლას აპირებდა. ცა ძალიან ლამაზი იყო. მსურდა რომ ამ მზესთან ერთად მეც გავმქრალიყავი. სახლში ატირებული წავედი.

გზაში გაწვიმდა, ძალიან წვიმდა. იმდენად წვიმდა რომ ორ წუთში უკვე თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ამინდიც ჩემნაირ ხასიათზე იყო. სიმართლე რომ ვთქვათ არც მიკვირს.

სახლში შევედი დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა მამა კი ისევ კომპანიაში იყო. მამა ერთ-ერთი კომპანიის მფლობელია. ძალიან ცნობილია და ხშირად უწევს ეკონომიკის მინისტრთან ერთად სადილი. კიდევ კარგი რომ ჯერ მე ამ ყველაფრისთვის პატარა ვარ. ნუ რაღა პატარა სკოლა წელს დავამთავრე და ვაპირებ რომ თბილისში სასწავლებლად წავიდე. მამა თავიდან გამებუტა რადგან ჩემთან განშორება არ სურდა. მაგრამ დავპირდი რომ ხშირად ვნახავდი და დავურეკავდი. მყავს უფროსი ძმა ირაკლი რომელიც სულ ნერვებს მიშლის მაგრამ ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა ძალიან საყვარელია და ზრუნავს ჩემზე მაგრამ ხანდახან ისეთს მეტყვის რომ ნერვებს საშინლად მიშლის. დედას ვაკოცე დაჩემს ოთახში ავედი. ნოუთბუქი ჩავრთე და ფილმებს ვარჩევდი, როდესაც ჯიბეში ტელეფონი აზმუილდა. ტელეფონს დავხედე და გამეცინა. „ძაღლი ახსენე და კეტი ხელში დაიკავეო" გავიფიქრე და ტელეფონს ვუპასუხე.

გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)Where stories live. Discover now