თავი 11

315 22 35
                                    

      დადგა ავბედითი მეორე დღე 18 ნოემბერი. ეს დღე ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება.

       საღამო იყო ციოდა. ლაშამ თავისი თბილი სვიტერი მათხოვა და თავად მაიკისამარა იყო. უკვე ყველა თბილისის ზღვაზე ვიყავით და მათ ველოდებოდით.

      — ნიტა დარწმუნებული ხარ რომ მოვა? — იკითხა ლაშამ და ჩემთან ახლოს დადგა.

      — დარწმუნებული ვარ რომ მოვა. ასეთი მშიშარა არ არის. — ვთქვი ზღვას დავხედე.

       — ჰეი პატარავ სად არის გიორგი? — მკითხა ლევანიმ. ლაშას სახეზე გაღიზიანება დაეტყო.

       — ნუ დარდობ მოვა. — ვთქვი და ლაშა გვერდით გავიყვანე.

     — რა ხდება ანგელოზო? — იკითხა გაკვირვებულმა.

     — პირიქით ეგ მე უნდა გკითხო. — ვთქვი და ვიცინი.

      — რა? — გაკვირვებულმა შემომხედა.

       — ლევანიმ რომ პატარათი მომმართა ისეთი სახე ჰქონდა მეგონა მიახრჩობდი. — კვლავ მეცინება მის სახეზე.

       — ნუ ეხა... — ამბობს და კეფაში იფხანს. მე კი ვაწყვეტინებ.

      — ხომ იცი რომ მომწონხარ არა? — ვამბობ და ვიცინი.

     — კარგი ანგელოზო. შემთხვევით მეეჭვიანა. ხომ იცი რაც ჩემია ჩემია და მორჩა. — ამბობს და მეხუტება.

       — ოხ რა მესაკუთრე ხართ ბატონო ლაშა. — ვთქვი და გავიცინე.

      — რას ვიზამ ასეთი ვარ. — ამბიბს და იცინის.

       — მაგრამ რას ვიზამთ რომ უკვე მომწონხარ. — ვამბობ და ლოყებს ვუწელავ.

       — აუ ლოყები მტკივა ანგელოზო. — აწუწუნდა ლაშა.

       — აი მე კი სულ არ მტკივა. — ვთქვი და გავიცინე. ლაშაც იცინოდა.

      გიორგის დილამდე ველოდეთ, მაგრამ არ მოვიდა.  ლაშა გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ასეთი მშიშარა და მხდალი აღმოჩნდა.

გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)Where stories live. Discover now