— უბრალოდ მიკვირს რატომ არავის უთხარი? ხომ იცი რომ ასე ყველას ატკინე. — ამბობს გაბრაზებული ვაჩე.
— და შენი აზრით ვიტყოდი რომ ბათუმში მეოთხე ადამიანის დასაჭერად ჩამოვედი? თავი სადმე მიატყი? — საშინლად გავცოფდი. მე თავში მხოლოდ შურისძიება მიტრიალებს და ეს რას მეუბნება.
— მათ ხომ ასე გული ატკინე. განსაკუთრებით კი ლაშას. — მეუბნება ვაჩე უკვე სადაცაა მომკლას.
— ვაჩე ეს საქმე მხოლოდ მე და შენ გვეხება სხვისთვის ლილე არავინ იყო. არც ოჯახისთვის იყო მნიშვნელოვანი და არც საყვარელი ადამიანისთვის. მხოლოდ მე და შენ ვყავდით. რაც შეეხება ლაშას. მასზე მეტად მე მეტკინა საყვარელი ადამიანისთვის იმის თქმა რომ მისით უბრალოდ ვერთობოდი და არ მიყვარდა. — ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე.
— კოკას ნომერი მაქვს მოგცემ თუ გინდა. — ამბობს ვაჩე და ტელეფონს ხელში ათამაშებს.
— არა მადლობა მეც მაქვს სამი დღის წინ მომწერა და ბოდიში მომიხადა. — ვთქვი ამაყად.
— მერე რა ქენი? — იკითხა ვაჩემ.
— შევურიგდი. — ვთქვი და ბინაში შევედით.
— მოიცა მოიცა რა ქენი? — გაიკვირვა ვაჩემ.
— ხომ გსმენია მეგობრები ახლოს უნდა გყავდეს მტრები კიდევ უფრო ახლოს. — ვთქვი და სავარძელზე ჩავეშვი.
— დედაშენმა და მამაშენმა იციან რომ აქ ხარ? — მკი5ხა და ისიც ჩემს წინ დაჯდა.
— კი ვუთხარი უკვე და კიდევაც ვნახე. ახლა ორ დღეში კოკასთან გადავალ საცხოვრებლად. ცალკე ოთახი მომცა. — ვამბობ მობეზრებით.
— ანუ უფრო დაუახლოვდები? — იკითხა ვაჩ.
— რა თქმა უნდა არა. — ტელეფონზე ვიღაც მირეკავდა. როგორც კი ნომერს დავხედე მაშინვე გული ამიჩქარდა. მთელი სული ცეცხლის ალში გაეხვა და შინაგანად მხრწნიდა.
YOU ARE READING
გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)
Actionგოგონა ვიდეოს უყურებდა და ტიროდა. მონატრებულ სახეს აკვირდებოდა და მის ყოველივე სიტყვას გულმოდგინედ უსმენდა. - მშვიდობით ჩემო ანგელოზო. ვიცი რომ ახლა ტირიხარ. გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან! - ეს ბოლო სიტყვები გაიგონა ნიტამ და ვიდეოც დამთავრდა.