დილით ადრე ვდგები. უფროსწორად კი ირაკლი დამღნავის თავზე გაიღვიძეო. მე კი უბრალოდ ვცდილობ მისი ყვირილი დავაიგნორო მაგრამ არაფერი გამომდის. საბოლოოდ ფეხზე ვდგები და სააბაზანოში გავრბივარ მოსაწესრიგებლად. მალევე გამოვდივარ და ტანსაცმელს ვიცვავ. რომელიც გუშინ შევარჩიე.
სამზარეულოში გავედი სადაც არავინ იყო ამიტომ მივხვდი რომ უნდა დავმშვიდიბებოდი დედას გაკეთებულ საჭმელებს და მე თავად უნდა მომემზადებინა საჭმელი. წინსაფარი გავიკეთე და ტოსტი გავაკეთე. ნუ მოკლედ რაც მეადვილებოდა ის. მალევე შევჭამე ირაკლი კი ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თინეიჯერი შეყვარებულივით იღიმებოდა.
— ირაკლი რა ხდება? — შევეკითხე მე გაკვირვებულმა.
— ისეთი არაფერი ძმაკაცმა მომწერა. — მითხრა და ტელეფონი გვერდით გადადო. — ქალბატონო ნიტა მობრძანდით ჩემთან. — მითხრა და გამიღიმა. მეც რა თქმა უნდა მივედი.
— რა იყო? — შევეკითხე გაკვირვებულმა.
— ძალიან მომენატრე ჩემო კნუტო. — ამბობს და ისევ მეხუტება. გუშინდელის მერე ასეა სულ მეფერება და მკოცნის თითქოს და გადასახლებიდან ახალი მოსული ვიყო.
— ამდენი კოცნით და ჩახუტებით მომკლავ ვირო. — ვუთხარი და მეც ჩავეხუტე. მართალია ხანდახან ერთმანეთს ვჭამთ მაგრამ ისეთი მომენტებიც დგება როდესაც ერთმანეთის საკუთარ თავზე კარგად გვესმის და გვინდა რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ.
— ქალბატონო სასწავლებელში შენით წახვალ თუ მე წაგიყვანო? — შემეკითხა და ხელში მანქანის გასაღები აათამაშა.
YOU ARE READING
გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)
Actionგოგონა ვიდეოს უყურებდა და ტიროდა. მონატრებულ სახეს აკვირდებოდა და მის ყოველივე სიტყვას გულმოდგინედ უსმენდა. - მშვიდობით ჩემო ანგელოზო. ვიცი რომ ახლა ტირიხარ. გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან! - ეს ბოლო სიტყვები გაიგონა ნიტამ და ვიდეოც დამთავრდა.