დილით დედას ყვირილი მაღვიძებს. რა თქმა უნდა გამაღვიძებს აბა რა იქნება დღეს ხომ თბილისში მივდივარ. თბილისში ირაკლი უნდა დამხვდეს და სახლში უნდა წამიყვანოს. შემდეგ კი მანქანა უნდა მაყიდინოს. ეს იყო მამას და ჩვენი შეთანხმება.
საწოლიდან დაზარებით წამოვდექი და სააბაზანისკენ ავიღე გეზი. რაც შეეხებოდა ჩქარა მივიღე შხაპი და მალევე მოვწესრიგდი. ჩემი გემოვნების მზემ იმდენი ხანი ვარჩიე ტანსაცმელი რომ ლამის დავაგვიანე მატარეველზე.
ქვევით ჩავედი სადაც დედა და მამა იყვნენ და კვლავ ერთმანეთს უშლიდნენ ნერვებს.
— ძვირფასო ჩამოხვედი? — ამბობს დედა და მიღიმის.
— უყურე რა აფერისტია ცოლად რომ მომყვებოდა პირობა მომცა რომ ჩემზე მეტად არავინ ეყვარებოდა მაგრამ ირაკლკში და შენში გამცვალა. უნამუსო. — ამბობს მამა და სალათს ჭამს.
— ნიტა ახლა გამაკავე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. — ამბობს დედა გაღიზიანებული.
— თვითონ არის დამნაშავე და კიდევ მე მემუქრება უყურე რა. — როგორც ჩანს მამა დედას ნერვებით ძალიან კარგად ერთობა.
— გაგებუტე. — ამბობს დედა და სამზარეულოში გადის.
— ჩემო ძვირფასო დიდი ბოდიში რაა. ხომ იცი შენი გაბრაზება დილის რუტინად მაქვს ქცეული. — ამბობს მამა და დედას მოწყვეტით კოცნის.
— ბავშვია აქ ცნობისთვის. — ამბობს დედა და ცალ წარბს წევს.
YOU ARE READING
გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)
Actionგოგონა ვიდეოს უყურებდა და ტიროდა. მონატრებულ სახეს აკვირდებოდა და მის ყოველივე სიტყვას გულმოდგინედ უსმენდა. - მშვიდობით ჩემო ანგელოზო. ვიცი რომ ახლა ტირიხარ. გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან! - ეს ბოლო სიტყვები გაიგონა ნიტამ და ვიდეოც დამთავრდა.