თავი 17

235 17 2
                                    

       უკვე შუაღამე იყო როდესაც მარიმ მომწერა რომ ჩემი ნახვა უნდოდა. სალაპარაკო ჰქონდა ჩემთან. მეც ძალდატანებით საწოლიდან ავდექი და ფანჯრიდან გადავიპარე. არ მინდოდა დედას ვენახე რომ სადმე მივდიოდი. მითუმეტეს დღევანდელის შემდეგ.

      ერთ-ერთ პარკში შევხვდი. იქ ერეკლეც იყო. მარი გამოიქცა და ჩამეხუტა. მეც ძლიერ მოვხვიე მას ხელები.

     — გამარჯობა ნიტა. — ამბობს ერეკლე და ისიც მეხუტება. — ძალიან მომენატრე.

      — აქ რა გინდა? შენ ირაკლისთან ერთად არ უნდა იყო? — ვკითხე უკვე ჩამწყდარი ხმით.

     — იმის მერე რაც შენი ორი პატარა აღელვებული ზღვა ვნახე შენთან შეხვედრის გარეშე წავიდოდი? — იკითხა ერეკლემ.

      — რას გულისხმობ? — ვკითხე გაკვირვებულმა.

     — ნიტა დავინახა თუ როგორ მალავდი ცრემლებს და როგორ კანკალებდი. ისე საშინელ დღეში იყავი მეგონა გული წაგივიდოდა და ცუდად გახდებოდი. — ამბობს მარი და ცრემლიანი თვალებით მიყურებს.

    — მარი ნუ ტირი ძალიან გთხოვ. შენ მაინც ნუ ტირი. — ვამბობ და მას ვეხუმრები.

     — ნიტა ყველაფერი ამიხსენი. გევედრები. მარის ვატყობ რომ შენზე რაღაც მნიშვნელოვანი იცის მაგრამ არ მეუბნება. ძალიან გთხოვ შენ მაინც მითხარი. — ამბობს და საცოდავი თვალებით მიყურებს. — ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. თუ რატომ წამოხვედი ბათუმში და რატომ შეურიგდი კოკას.

    — კარგი გეტყვი იმ პირობით რომ არავის ეტყვი სანამ დრო არ მოვა. — ვამბობ და მას ვუყურებ.

    — კარგი გპირდები. — მეუბნება და მომლოდინე მზერას მაბყრობს.

     — მოკლედ კოკა მეოთხეა. ლილეს მეორე ვიდეო ვნახე სადაც იგი ამბობს რომ მეოთხე დამნაშავე კოკაა. მან პატარა ფლეშ ბარათი დამიტოვა სადაც ნათლად არის ასახული თუ როგორ ძალადობს ის ოთხი ნაბიჭვარი ლილეზე. აქ კი შურის საძიებლად ჩამოვედი. კოკას იმიტომ შევურიგდი რომ თავისივე პირით ვაღიარებინო სიმართლე. ყოველ ღამით ნარკოტიკებით ვაბრუებთ და მანეკენით ვაშინებთ მე და ვაჩე. — ვთქვი და ღრმად ამოვიოხრე.

გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)Where stories live. Discover now