— მოკლედ ხვალ უნდა ვნახოთ გიორგი და თქვენც უნდა წამოხვიდეთ. — ვამბობ და ბიჭებს ვუყურებ.
— მე ისედაც მოვდიოდი და შენ ძმას თქმა არ უნდა ისედაც კისრით იქნება დარჭობილი მანდ. — წაკბინა ლაშამ და თვალი ჩამიკრა.
— ჰეი ახლა ნერვებს ნუ მიშლით. უყურე ამათ არ გამიბლატავდნენ. — თქვა ირაკლიმ და ხელები გადააჯვარედინა. ჩვენ კი სიცილი დავიწყეთ. — ოოო მომიშალეთ ნერვები გველების ბუდე ხართ.
— მეც მიყვარხარ სიცო. — გაიცინა ლიზიმ და შემდეგ ირაკლის ლოყაზე აკოცა.
— მე უფრო. — ამბობს ირაკლი და ეხუტება.
— არა მე უფრო. — არ ნებდება ლიზი.
— არა მე უფრო. — ირაკლი პოზიციებს არ თმობდა.
— არა მე უფრო.
— არა მე უფრო.
— ოე შეყვარებული წყვილი ვატყობ გადაგაგდეთ ფანჯრიდან. — თქვა სანდრომ და ჩიფსების ჭამა დაიწყო.
— ლიზი ნახე რა უნამუსო ძმა გყავს. — თქვა ირაკლიმ და ბავშვის თვალით შეხედა.
— ერთი წუთით სიცო. — ლიზი სანდროს წინ დადგა და თავში გემრიელად უთავაზა. — დებილო ნუ ხარ ასეთი შერეკილი.
— ნიტა მიშველე შენი ძმის გამო ჩემი და მირტყავს. — წუწუნი დაიწყო სანდრომ.
— ახლავე. — ვთქვი და ირაკლის ისე დავარტყი ლამის კეფა აძვრა.
— აუ რა ხმა ქონდა. — თქვა გასწორებულმა სანდრომ.
— აუ მეტკინა ვირო. — იყვირა ირაკლიმ.
— შენ ხმას ვისთან უწევ ჰა? — მარი გამოფრინდა და მანაც სტკიცა.
— ეს რისთვის? — იკითხა ირაკლიმ მე კი ამ დროს კიდევ დავარტყი.
— ან...— ისევ თხლიშა მარიმ. — კი... — ახლა მე ვთხლიშე.
— უყურე გოგოებმა დოლი გაჩითეს. — იცინის ერეკლე.
YOU ARE READING
გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)
Actionგოგონა ვიდეოს უყურებდა და ტიროდა. მონატრებულ სახეს აკვირდებოდა და მის ყოველივე სიტყვას გულმოდგინედ უსმენდა. - მშვიდობით ჩემო ანგელოზო. ვიცი რომ ახლა ტირიხარ. გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან! - ეს ბოლო სიტყვები გაიგონა ნიტამ და ვიდეოც დამთავრდა.