მე და ვაჩე გიორგის სახლიდან წამოვედით. გიორგი საშინელ დღეში იყო. რაც მე და ლილეს გაგვიკეთა ამის და მოუხრდავად მარტო ვერ დავტოვე. მართალია გონება აქრდან წასვოას მოითხოვდა და სურდა მასაც სტკენოდა მაგრამ გული მეორეს ამბობდა. საბოლოოდ ისე მოხდა რომ რდავაწყნარეთ და ასე წამოვედით.
- ჰეი ანგელოზო მე ბინაში წავალ შენ კი დაწყებული დაასრულე კარგი? - გამიღიმა და ტაქსი გააჩერა.
მეც უყოყმანოდ წავედი ყურესთან. არ მინდოდა მისთვის ტვინი ზედმეტი საუბრით და კითხვებით გამომეჭედა.
,,ირაკლი"
როგორც იქნა ვაჩე შეხვედრაზე დავითანხმეთ. ლაშა ცდილობდა რომ ყურადღება როგორმე გადაეტანა და მანქან მშვიდად ემართა მაგრამ არ გამოსდიოდა.
მეშინოდა, ძალიან მეშინოდა რომ შესაძლოა ნიტა დამეკარგა. ამას კი საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. მართალია მასზე ძალიან ვბრაზობდი მაგრამ ამ ბრაზს ნერვიულობა უფრო ჯობნიდა. მეშინოდა რომ ნიტას საკუთარო თავისთვის რამე არ დაეშავებინა.
ვაჩეს ბინაში შევხვდით. მყუდროდ მოწყობილი და კოხტა ბინა იყო. ჩვეულებრივი დიდად არაფრით გამორჩეული. ვაჩემ სევდიანად გაგვიღიამ და მისაღებში გაგვიძღვა. ჩვენც მას გავყევით.
ლაშა ნერვიულად ისრესდა ხელებს და ფეხებს იატაკზე აბაკუნებდა. ვაჩე ჩვენს წინ იჯდა და გვიყურებდა. უკვე აღარ შემეძლო ამ ყოველივეს მოთმენა და პირდაპირ კითხვებზე გადავედი.
— ნიტა სად არის? — ვიკითხე და ვეცადე ნერვიულობა არ შემემჩნია.
— არ ვიცი. — მოკლედ მომიჭრა კითხვა ვაჩემ.
— ვაჩე შენ კარგად იცი თუ სად სეიძლება იყოს ნიტა და გთხოვ მითხარი. — ამოთქვა ლაშამ ჩამწყდარი ხმით. უკვრ ხმაც უტყდებოდა.
— ხომ გითხარი არ ვიცი. — ამბობს ვაჩე და გვიყურებს. — მე აქ შეხვედრა იმიტომ გთხოვეთ რომ თქვენთვის რაღაც მეამბო.
YOU ARE READING
გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)
Actionგოგონა ვიდეოს უყურებდა და ტიროდა. მონატრებულ სახეს აკვირდებოდა და მის ყოველივე სიტყვას გულმოდგინედ უსმენდა. - მშვიდობით ჩემო ანგელოზო. ვიცი რომ ახლა ტირიხარ. გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან! - ეს ბოლო სიტყვები გაიგონა ნიტამ და ვიდეოც დამთავრდა.