NESRIN • 12

303 68 159
                                    

- გგონია შენნაირი ახალგაზრდა ომეგა შეზღუდული მაგიით მაჯობებს?

- და ვინ გითხრათ, რომ ჩემი მაგია შეზღუდულია?- დამცინავად უღიმის ჯონგუკი, მორიგანს სახე ეცვლება, როცა ხვდება, რომ ბიჭს საყელური არ უკეთია, ხოლო დამცინავად მომღიმარი ჯონგუკის ზურგს უკან ოთხი დიდი დრაკონი იწყებს ფორმირებას : წყლის, მიწის, ჰაერის და ცეცხლის, შემდეგ კი ერთიანდება და უშველებელ დრაკონად იქცევა. დრაკონის ღრენა მთელს სამეფოს ძრავს.

ჯიმინი კი გულში ინიშნავს, რომ არასდროს გააბრაზოს ბიჭი, სანამ ომეგებს შორის ბრძოლა იწყება და სხვებისთვის ფარებს ქმნის, რომ ვინმე არ დაშავდეს.

ყველა ალფას ისე უყურებს, თითქოს მასზე იდიოტი არავინაა და ჯიმინი უბრალოდ ოხრავს. ომეგა საყელურის გარეშე, უკონტროლო ომეგას ნიშნავს და ახლა ყველა პანიკაში ჩავარდებოდა, ჯონგუკის რისხვა მხოლოდ ერთ ადამიანზე რომ არ იყოს მიმართული.

- არ ვაპირებ ომეგას ვებრძოლო, რომელსაც ძალა აქვს შეზღუდული.- თვალებს ატრიალებს ჯონგუკი, წამებში ქალის ყელზე სამეფო საყელური ინთება და უეცრად ნაწილებად იშლება, იუნგის რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა გონზე, ლამის ახლიდან მისდის გული... დღეს ვიღაცა მოკვდება, მხოლოდ ომეგებს შეუძლიათ ერთმანეთის მოკვლა, ეს ორი ომეგა კი ახლა ჰაერში რომ ფარფატებს, აშკარად არ აპირებს უკან დახევას.

- იქნებ ანტიმაგიური ფარი აღვმართოთ? ვერავინ შეძლებს მაგიის გამოყენებას.- ლუღლუღებს იუნგი, თან მის მკლავებში გათიშულ თეჰიონს იხუტებს.

- ანტიმაგიური ფარი რომ გამოიყენო, ჯონგუკი ჰაერში გაჩერებასაც ვერ შეძლებს და ჩამოვარდება. - უკმაყოფილოდ უყურებს ჯიმინი იუნგის.- შემახსენე რა გააკეთა თეჰიონმა, როცა გაიგო, რომ ჯონგუკი ოცი მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდე?!

იუნგის აჟრჟოლებს, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტად იხუტებს ბიჭს, რომელმაც პანიკისგან და შიშისგან მაგიაზე კონტროლი დაკადგა... მის გამო. სანამ ლაპარაკობენ, ჰაერში ორი ომეგა იბრძვის, ირგვლივ ყველაფერი ცეცხლში და ყინულში ეხვევა, საბედნიეროდ ჯიმინის ფარი ყველას იცავს, ხოლო იუნგი ფარს ხსნის, რომ ქალაქი დაიცვას და ქალაქს გუმბათისებური ფარის ქვეშ აქცევს.

NESRIN • Jikook ~ TaegiWhere stories live. Discover now